ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2010


მზიანი ლექსი

მოსწი, მოაწვდინე მზერა,
მზეა ზეცისთვალას გულში,
მეც მზის ხელისგულზე ვწევარ
და ცას გულისნადებს ვუშლი.

არ წვიმს, ცრემლებია ვაზის,
ბინდიც დილასა ჰგავს ცვრიანს,
ხალხით გადავსებულ გამზირს
ფიქრში ბილიკები ცვლიან.

როცა ახლოსა ვართ, ახლა,
ბედნიერებისაც მჯერა,
თოთო ოცნებები გვახლავს,
ასასრულებელი ჯერაც.

მიმკობ ღიმილებით წუთებს,
ტუჩთან ჩუმი კოცნის მერე,
ისე ხშირი ხდება სუნთქვა,
რომ თავს ვეღარ ვუყრი ბგერებს.

სიტყვაც ვეღარაფერს ამბობს,
ერთურთს იმნაირად ვშვენით,
მთები ამატარე, ვაჟო,
ემაგ უღალატო ცხენით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები