ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2010


"ჩაქუჩი ლექსი" (ლურსმანს)

მოვალ და შენს კარს მივაყუდებ
თუ რამ ღიმილები გამჩენია,
იქნებ მაპატიო და გამიგო
გული რომ სხვაგან დამრჩენია.
შენც ხომ სხვის ალაგას იმზირები,
სხვისი მზის გეწვის ნამზეური.
გვირილებით სავსე მდელო გინდა,
სივცრე ცად აწვდილი, არღვეული..
სულის სიმშვიდის საპოვნელად
წვიმა დაგისახავს მეგობრად,
მე მეგობრობის აღარ მჯერა,
ჰოდა ფოთოლცვენაც მეყოფა.

ჩაიზე ლექსად  თუ მეახლე
წვიმით გაწუწულ თმას შეგიშრობ,
იქნებ პლედიც კი მოგახურო
და რომ არ გაცივდე "მეშიშოს".
მერე მოგონებებს ავიშლი,
წარსულს გადმოგიშლი სტროფებით..
მე მეგობრობის არ მჯერა
და შენ კი სამეგობროდ მოხვედი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს