ავტორი: ვენერამილოსელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 სექტემბერი, 2010
ახლო წარსული...
კოცონთან ბავშვები თამაშობდნენ. ბოსტანში ქალები ფუსფუსებდნენ და ხანდახან შორს, ჰორიზონტისკენ აპარებდნენ თვალს. პატარა ბიჭები ომობანა გაეჩაღებინათ და ამაზე უფრო წუხდნენ დედები. ცქერა ჰორიზონტიდან შვილებზე გადმოჰქონდათ, მერე ისევ სადრაც შორს.. "დასანანია"- ფიქრობდა კაცი ღრმა მწუხარებით-" მინდა მივასწრო, სანამ ბიჭუნას ჩასძინებია და სანამ მეც ძალა გამომლევია, უნდა მივასწრო!" ბნელ, სველ ოთახში, სანთლის სხივებზე მოსჩანდა ცრემლი ცისფერი თვალის, იმ ნაცნობ ჰორიზონტს გასცქეროდა ლამაზი ქალი... უცებ კაკუნი, მძიმე სუნთქვა და თან სიხარულიც. - "გიორგის ძინავს?" -"კი დაიძინა, სისხლისგან იცლები, გადაგიხვიო?" -" არა.არა ვარ ღირსი. ვერ მოვასწარი, სანამ დაიძინებდა მინდოდა მოსვლა. როგორ იქცეოდა? " -" დილიდან დარბის აღტაცებული, შენ ბაძავს ბიჭი. სამხედრო მამასავით ვისვრიო გაიძახის"- ამოიოხრა ქალმა და ცრემლი მოერია. ერთადერთი მამაკაცის მძიმე სუნთქვა ესმოდა, თავი მის სისხლიან პერანგზე ედო და ფიქრობდა რაზე? რას ეტყოდა 8 წლის გიორგის . " არ ვარ ღირსი, მკვლელი ვარ"- სიცხლის ნაკლებობსა და სიცხის მოზღვავებისაგან მოდავდა კაცი.- " არ მინდა ნანი სიცოცხლე, არ მინდა გიოს მკვლელი მამა ყავდეს, კაცი მოვკალი, მტერი მაგრამ ღირსეული მეტოქე.. მე ის მოვკალი, ნანი.. არ მინდოდა, გეფიცები არ მინდოდა, მაგრამ ხომ იცი ომია. ყველგან ნაღმები, ყველგან ტყვია."- ნელ-ნელა ხმა უწყდებოდა. გულში კი იმისი დარდი ქონდა რომ შვილი ვერ მოასწრებდა გაღვიძებას, ვერ მოუსწრებდა დაჭრილ სამხედროს.-" ნანი, მაპატიებ?"- ცრემლი მოერია და ცოლის ხელი ჩაიხუტა. -"რას?" -ძლივს იკითხა ქალმა _" იმას რომ, მკვლელი ვარ, იმას რომ მკვლელისგან შვილი გეზრდება, იმას რომ ტქვენზე მეტად არავინ მიყვარს და იმას რომ ვერ დაგიცავით, ბოლომდე ვცდილობდი, ბოლომდე... ვიცავდი"... ნანის ცრემლები სდიოდა ღვარად. -"დედა"-მოესმა უცებ-"მამა მოვიდა?"
და კიდევ. უდროობის გამო, მეორედ იშვიათად ვუბრუნდები ნაწარმოებს და ამდენად ვეღარც შენს აზრს მივუგდებ ყურს. თუ გაგიჩნდეს სურვილი საუბრის, მომწერე პირადში. კვლავ და კვლავ წარმატებები.

მამა თუ სამხედროა, ფიცი მიუცია სამშობლოასთვის თავგანწირვის და შემუსვრის მტრის, მისი მოთქმა და ვაი-ვიში მტრის მოკვლის თაობაზედ, თუნდაც ღირსეულის, არაა ქართველის საქმე და ამ კუთხიდან დანახული ჩანახატი(თუ ზედმეტად მკაცრი არ ვიქნები), საჭიროც არაა ჩვენთვის, ქართველთათვის, მერწმუნე ჩემო კარგო... უფრო მეტიც, ასეთი მიდგომა საკითხისადმი დამღუპველია ერისათვის და დამასამარებელი... მე ვიცი, ეს საშინელი განაჩენი შენთვის(მომიტევე შენობით საუბარი) შხამიანი ისარივითაა, ამდენად უნა გითხრა, რომ ცდები. იგი ისარია, შიგ გულში მოხვედრილი, მაგრამ არამც და არამც არ არის შხამიანი. თუ ყოველივეს გაითვითცნობირებ ჩემო ქართველო, მიხვდები, რომ პირიქით, იგი შენი სიყვარულით ნატყორცნი უფროა, რამე თუ შეგიძლია წერა და ამდენად გევალება კიდეც წერო იმაზე, რაც შენს ერს ძლიერებას მოუტანს და არა სისუსტეს... წარმატებები შემოქმედებაში, აგრეთვე პირად ცხოვრებაშიც და სურვილი - იშრომე, იშრომე მუხლჩაუხრელად შენი ერის და ხალხის საკეთილდღეოდ...
პ.ს. ადრე თუ ამდაგვარი რამეს თქმა მინდოდა, პირადულს მივმართავდი ხოლმე და იქ ვამბობდი. მერე დავუფიქრდი და მივხვდი, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია, რამე თუ: 1. მე არაფერს ვამბობ ისეთს, რაიც არ ესმინების სხვათა ყურს. 2. უფრო მეტიც, ის რასაც ვამბობ, საჭიროა გაიგონონ სხვებმაც, რადგან, თუ კი რამე მეშლება შემისწორონ.