ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 სექტემბერი, 2010


ორიგინალი (ბანალური თემა)

ალბათ ხშირად წარმოგიდგენიათ რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, ყველა ადამიანი ერთნაირად რომ ფიქრობდეს და არ იყოს განსხვავებული აზრი, ფერი, მუსიკა...ასე ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, მაგრამ.... რა სჯობს თავისუფალ აზროვნებას, როცა შეგიძლია მსოფლიოს დაანახო, რომ შენ უნიკალური და ერთადერთი ხარ!....
სამწუხაროდ ორიგინალურობა დღეს ძალიან ძნელია, რადგან ბევრია ისეთი ადამიანი განსხვავებულად რომ მოაქვს თავი, მაგრამ ძალიან ცოტა აზროვნებს სხვანაირად. დღეს ალბათ უფრო ბრბოს ფსიქოლოგია მოქმედებს, სადაც განსხვავებული აზრის ქონა უჩვეულოდ და საშიშად აღიქმება...
მიუხედავად ამისა, მე მაინც არ მინდა დავემსგავსო სხვებს და ვიყო ვიღაცის ასლი!.. მე მინდა ინდივიდუალობა... ორიგინალურობა...უნიკალურობა!...არ მინდა ეს მონაცრისფრო, რუხი სიცარიელე და მსურს, რომ ჭრელაჭრულა ფერებით გავაფერადო სამყარო, რათა შემდეგ ადამიანები მიხვდნენ თუ როგორ სჭირდებათ სილამაზე... სილამაზე კი მხოლოდ ერთი ფერის მეორესთან შეხამება კი არ არის...გაცილებით მეტია!...
მე სილამაზეს, თავისუფლებას, სიხალისეს, სიყვარულს და სიკეთეს ვაჩუქებდი სამყაროს...იქნებ მერე მაინც გაეგო ხალხს, თუ როგორ სჭირდებათ ერთმანეთი... მე ვასწავლიდი ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვას, მოფერებას, სხვისი ბედნიერებით ტკბობას... მე ყველას დავავიწყებდი შურს, ბოღმას, სიყალბეს, ზიზღს და ყოველგვარ უკეთურებას...(მაგრამ მცირე დოზით ალბათ მაინც საჭიროა)
იმედია, ეს ყველაფერი უჩემოდაც იცით ადამიანებო და ამიტომ აღარ მოგაბეზრებთ თავს... უბრალოდ გეტყვით ერთს:
გიყვარდეთ ერთმანეთი!...
თესეთ სიკეთე!...
იყავით ორიგინალურები!...



2010 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს