 | ავტორი: gugua ჟანრი: იუმორისტული 7 ოქტომბერი, 2010 |
რამდენიმე ხნის წინ უკრაინაში, კერძოდ კი კანევში მომიხდა წასვლა. მატარებლით ჯერ კიევში ჩავედი, სადაც ღამის გათენებას ვაპირებდი, დილით კი გზა უნდა გამეგრძელებინა. უკვე საღამო იყო და სასტუმროში ადგილი ვერ ვიშოვე. გამახსენდა ჩემი კიეველი მეგობარი – ვალოდია სუმიკ, ვისთან ერთადაც ადრე გორკში ვიყავი მივლინებით. მე და ვალოდია სამი თვე ვცხოვრობდით ერთ ოთახში. სხვათაშორის ჩემს ტანსაცმელსაც ხშირად იცვამდა. პირველად ჩემი ჯინსის შარვალი რომ ჩაიცვა, საღამოს გულშემოყრილი დამხვდა, საწოლში იწვა და კვნესოდა – სილურჯე დამეწყო და ალბათ ვკვდებიო... მე კი სიცილად არ მეყო – ავუხსენი რომ ჯინსები ლილაში იყო გავლებული და ავადმყოფობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა! რაც მაშინ ვალოდიამ მოილხინა, მის შემდეგ ძალიან დავმეგობრდით და ქართველების ეშხით ულვაშებიც კი გაუშვა. სწორედ ამ ვალოდიასთან დავრეკე ღამის გათევაზე ნებართვის სათხოვნელად. ყურმილში ქალის ხმა გაისმა, რომელიც ვალოდიას მეუღლე აღმოჩნდა. ხმამ მეტად თავაზიანად ამისხნა, რომ ვალოდია სახლში არ იყო და თვითონ კი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა... ყოველი შემთხვევისათვის მითხრა 10 წუთის შემდეგ კიდევ დამერეკა, თან მკითხა, თუ ზუსტად რა ადგილზე ვიმყოფებოდი. მეც ვუპასუხე, რომ ცენტრალური შესასვლელის წინ საათის გვერდით გრძელ სკამზე ვიჯექი... ხუთი წუთიც არ იყო გასული რომ ერთი ქერათმიანი ანგელოზი შევნიშნე, რომელიც ხაზგასმული ცნობისმოყვარეობით მათვალიერებდა. მეც გამიხარდა ეს აღმოჩენა და პირდაპირ მისკენ გავემართე, თან ვფიქრობდი, აღარც ვალოდია მინდა და აღარც მისი მასპინძლობა – ბინაც ვიშოვე და მშვენიერი მასპინძელიც-თქო... ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ქერათმიანი ანგელოზი თვითონ მოვიდა ჩემთან და სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, თვითონ მკითხა: გიორგი თქვენ ხართო? და თან დაამატა, მე ვალოდიას მეუღლე ვარ და თქვენს წასაყვანად მოვედიო! ცოტა უცნაურად მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და გავყევი მეგობრის მეუღლეს. მათი ბინა ვაგზალის გვერდით, ხუთი წუთის სავალზე იყო. საბედნიეროდ ვალოდია სახლში დაგვხვდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები გადავეხვიეთ ერთმანეთს. გავიხსენეთ ძველი და ახალი. მერე სუფრაც გაიშალა. საქართველოდან კახური ჭაჭა და ჩურჩხელები მქონდა წაღებული, ასე რომ საკმაოდ ვისიამოვნეთ. დაწოლის წინ დიასახლისმა მომიბოდიშა და ასე ამიხსნა ყველაფერი: ჩვენ ერთ ოთახიანი ბინა გვაქვს, ასე რომ საწოლიც ერთი გვაქვს... პირველად რომ დარეკეთ, მაშინ ვალოდიაც სახლში იყო, მაგრამ არ გამოვაჩინე, ვიცოდი რომ სამივეს ერთად მოგვიწევდა ძილი და უბრალოდ წინასწარ მინდოდა შემეხედა, ის მესამე ვინ იქნებოდაო... თუ არ მომეწონებოდით მეორედ რომ დარეკავდით, გეტყოდით ვალოდია არ მოსულა და მე კი ვერ გიმასპინძლებდითო... გადავირიე... ბევრი ვიფართხალე, მაგრამ იმ შუაღამისას სად წავიდოდი? ასე აღმოვჩნდით სამნი ერთ საწოლში (შუაში ვალოდია იწვა).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ღმერთმა გაგახარა მაგრად ვიხალისე ღმერთმა გაგახარა მაგრად ვიხალისე
31. :)) :)) :)) საკმარისად ვიცინე!!! რა ხათაბალაში გახვეულხარ გუგუავ? :)) დაუფრთხე უშფოთველი ძილი ცოლ-ქმარს ადამიანოოო? :)) :)) გაიხარე შენა!!! :)) :)) :)) საკმარისად ვიცინე!!! რა ხათაბალაში გახვეულხარ გუგუავ? :)) დაუფრთხე უშფოთველი ძილი ცოლ-ქმარს ადამიანოოო? :)) :)) გაიხარე შენა!!!
30. გამაცინეთ, ბატონო გუგუა! რას იზამთ, ხანდახან ასეც სხდება... კიდევ გაგვახალისეთ!
გამაცინეთ, ბატონო გუგუა! რას იზამთ, ხანდახან ასეც სხდება... კიდევ გაგვახალისეთ!
29. შუაში ვალოდია იწვა).
განმარტებამ საერთოდ დამაგდო!:) მიყვარს ეს გვერდი! პატივისცემით- შუაში ვალოდია იწვა).
განმარტებამ საერთოდ დამაგდო!:) მიყვარს ეს გვერდი! პატივისცემით-
28. და''პოკანტურობა'' და``პოკანტურობა``
27. მსუბუქი ეროტიული სითბოს სიო შემოგაქვთ პორტალზე ბოლო ნაწერებით:) მსუბუქი ეროტიული სითბოს სიო შემოგაქვთ პორტალზე ბოლო ნაწერებით:)
26. მოკლედ, პელაგიას წვრილად მოუყვები, რაც მერე მოხდა. გაიგე, გუგუა? =)) მოკლედ, პელაგიას წვრილად მოუყვები, რაც მერე მოხდა. გაიგე, გუგუა? =))
25. სახალისოა :) სახალისოა :)
24. ოი, გუგუა, გუგუა, ეს რა გულიანად გადამახარხარე, რამდენი ხანია, ასე არ გამიცინია, გაგახარა ღმერთმა! ეს რა სწორფერი გაგიჩენია და რა მახვილი ჩაგიდვიათ შუაში! ოი, გუგუა, გუგუა, ეს რა გულიანად გადამახარხარე, რამდენი ხანია, ასე არ გამიცინია, გაგახარა ღმერთმა! ეს რა სწორფერი გაგიჩენია და რა მახვილი ჩაგიდვიათ შუაში!
23. აქ მუდამ მომიხარია,ვიცი აუცილებლად კარგ განწყობაზე დამაყენებთ ...
:)
ქერათმიანი ანგელოზი კარგა ოხერიც ყოფილა :)) :))
აქ მუდამ მომიხარია,ვიცი აუცილებლად კარგ განწყობაზე დამაყენებთ ...
:)
ქერათმიანი ანგელოზი კარგა ოხერიც ყოფილა :)) :))
22. ყველას დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურა და თავისი კომენტარი დამიტოვა! ვინც ერთი ღიმილის სმაილი გამოიმეტა - იმასაც, ისედაც სულ უცინის თავ-პირი! :) რადგან ასეა ჩემო კარგებო, სამი დღის შემდეგ კიდევ მესტუმრეთ! აუცილებლად დაგხვდებათ სიურპრიზი (უკვე მზად მაქვს და თავის რიგს ელოდება) :) ყველას დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურა და თავისი კომენტარი დამიტოვა! ვინც ერთი ღიმილის სმაილი გამოიმეტა - იმასაც, ისედაც სულ უცინის თავ-პირი! :) რადგან ასეა ჩემო კარგებო, სამი დღის შემდეგ კიდევ მესტუმრეთ! აუცილებლად დაგხვდებათ სიურპრიზი (უკვე მზად მაქვს და თავის რიგს ელოდება) :)
21. მომეწონა, ,აქ სხვებთან შედარებით, იუმორი, ისევ თქვენეული სჯობია, არ მქონდა წაკითხული, და ძალიან მომეწონა, გავხალისდი, ასე ჩემო კარგო,წერე მეტი რაც შეგიძლია, 555 ჩემგან მომეწონა, ,აქ სხვებთან შედარებით, იუმორი, ისევ თქვენეული სჯობია, არ მქონდა წაკითხული, და ძალიან მომეწონა, გავხალისდი, ასე ჩემო კარგო,წერე მეტი რაც შეგიძლია, 555 ჩემგან
20. მოკლედ, მაგარი კურიოზა ხართ ბატონო გიორგი! :D რავა ყოლიფერი უცნაური და სასაცილო თქვენ უნდა გადაგხდეთ, მაგრამ ბუნებით ხართ გეტყობათ ხალასი და მხიარული და შემთხვევებიც და სიტუაციებიც არ აყოვნებს მერე თქვენს ცხოვრებაში!
გაიხარეთ! მართლა მაგრად ვიხალისე! :D მოკლედ, მაგარი კურიოზა ხართ ბატონო გიორგი! :D რავა ყოლიფერი უცნაური და სასაცილო თქვენ უნდა გადაგხდეთ, მაგრამ ბუნებით ხართ გეტყობათ ხალასი და მხიარული და შემთხვევებიც და სიტუაციებიც არ აყოვნებს მერე თქვენს ცხოვრებაში!
გაიხარეთ! მართლა მაგრად ვიხალისე! :D
19. :)) მეც მაქვს კომენტარებშიწაკითხული... მშვენიერი რამაა ღმერთმანი;):D :)) მეც მაქვს კომენტარებშიწაკითხული... მშვენიერი რამაა ღმერთმანი;):D
18. გადავირიე... ბევრი ვიფართხალე, მაგრამ იმ შუაღამისას სად წავიდოდი? _ეს მაგარი იყო. გადავირიე... ბევრი ვიფართხალე, მაგრამ იმ შუაღამისას სად წავიდოდი? _ეს მაგარი იყო.
17. კიი, იყო, მაგრამ სადღაც კომენტარებში მოვიხსენიე... მერე ერთმა გენიოსმა მირჩია, ცალკე მშვენიერი რამე გამოვაო და მეც მეტი რა მინდოდა? :) კიი, იყო, მაგრამ სადღაც კომენტარებში მოვიხსენიე... მერე ერთმა გენიოსმა მირჩია, ცალკე მშვენიერი რამე გამოვაო და მეც მეტი რა მინდოდა? :)
16. ეს იდო ადრე, მახსოვს...:) ეს იდო ადრე, მახსოვს...:)
15. სამნი ერთში არ ვიცი და იმ ღამეს სამში Eრთი კი გადარჩენილა , საკითხავია ვინ:)?
სამნი ერთში არ ვიცი და იმ ღამეს სამში Eრთი კი გადარჩენილა , საკითხავია ვინ:)?
13. თამააარრრრრ (კბილები მიცვდება კრაჭუნისაგან) - ვიფართხალე იმიტომ, რომ წამოსვლა მინდოდა, მაგრამ დღისით ვერაფერი ვიშოვე და ღამის სამ საათზე სადღა წავიდოდი? "მოკლედ, ჩვენ არ გვაქვს იმის გ ა რ ა ნ ტ ი ა, რომ აქ სიმართლე წერია." აქ კი წერია სიმართლე, მაგრამ "მერეეე? რა მოხდა მერეეე? - ვერ გეტყვი, პელაგია, ვერააა..." მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი :) :) :) თამააარრრრრ (კბილები მიცვდება კრაჭუნისაგან) - ვიფართხალე იმიტომ, რომ წამოსვლა მინდოდა, მაგრამ დღისით ვერაფერი ვიშოვე და ღამის სამ საათზე სადღა წავიდოდი? "მოკლედ, ჩვენ არ გვაქვს იმის გ ა რ ა ნ ტ ი ა, რომ აქ სიმართლე წერია." აქ კი წერია სიმართლე, მაგრამ "მერეეე? რა მოხდა მერეეე? - ვერ გეტყვი, პელაგია, ვერააა..." მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი :) :) :)
12. "გადავირიე... ბევრი ვიფართხალე, მაგრამ იმ შუაღამისას სად წავიდოდი? ასე აღმოვჩნდით სამნი ერთ საწოლში (შუაში ვალოდია იწვა)".
და რაღა გაფართხალებდა? :)) ხო, რა, შუა ადგილს უმიზნებდი და ააცილე, ეტყობა! =)) და კიდევ ერტი კითხვა, - როდის ვინა გკითხა, რა "რასკლადით" იწექითო? რატო გვიკონკრეტებ, აა?
მოკლედ, ჩვენ არ გვაქვს იმის გ ა რ ა ნ ტ ი ა, რომ აქ სიმართლე წერია.
"გადავირიე... ბევრი ვიფართხალე, მაგრამ იმ შუაღამისას სად წავიდოდი? ასე აღმოვჩნდით სამნი ერთ საწოლში (შუაში ვალოდია იწვა)".
და რაღა გაფართხალებდა? :)) ხო, რა, შუა ადგილს უმიზნებდი და ააცილე, ეტყობა! =)) და კიდევ ერტი კითხვა, - როდის ვინა გკითხა, რა "რასკლადით" იწექითო? რატო გვიკონკრეტებ, აა?
მოკლედ, ჩვენ არ გვაქვს იმის გ ა რ ა ნ ტ ი ა, რომ აქ სიმართლე წერია.
11. :)) ყოჩაღ, გუგუა! 5 :)) ყოჩაღ, გუგუა! 5
10. "მალადეც, ხლოპეც! ხაი ჟივე უკრაინა! " რა მაგარი ხარ მიშააა! მოგვიყევი შე კაი კაცო, გავიცინოთ ცოტა, თანაც დღეს უკვე გამოიდარა და მზემაც გამოაჭყიტა, გუშინ კი წაუღია მთელი ურაკი წვიმას :)
"მალადეც, ხლოპეც! ხაი ჟივე უკრაინა! " რა მაგარი ხარ მიშააა! მოგვიყევი შე კაი კაცო, გავიცინოთ ცოტა, თანაც დღეს უკვე გამოიდარა და მზემაც გამოაჭყიტა, გუშინ კი წაუღია მთელი ურაკი წვიმას :)
9. ნამუშაკევს - 55555-ები! ნამუშაკევს - 55555-ები!
8. ვაიმე, რა კარგია... ვაიმე, რა კარგია...
7. =)) =)) =))
ეს ისტორია ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ მაინც გავიგუდე სიცილით =))
მალადეც, ხლოპეც!
ხაი ჟივე უკრაინა!
P.S. ნამეტანი მოკრძალებულად მოქცეულხარ შენ :)
მე არ მოვყვები ჩემს უკრაინულ კურიოზებს, რაც იქ 5 წლის მანძილზე ყოფნისას გადამხდენია! :) =)) =)) =))
ეს ისტორია ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ მაინც გავიგუდე სიცილით =))
მალადეც, ხლოპეც!
ხაი ჟივე უკრაინა!
P.S. ნამეტანი მოკრძალებულად მოქცეულხარ შენ :)
მე არ მოვყვები ჩემს უკრაინულ კურიოზებს, რაც იქ 5 წლის მანძილზე ყოფნისას გადამხდენია! :)
6. :D:D:D:D:D ახლა უფრო ვიხალისე :D:D:D:D:D ახლა უფრო ვიხალისე
5. რადგან ნია-კო ვერ რისკავს, ისევ მე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას (კახელი ვარ და მეპატიება): მეორე დღეს მაროს ჰკითხა მეზობელმა, მიხო რომ შუაში ჩაიწვინეთ, არ გეშინოდაო, მარომ უთხრა, არა, გარანტია მთელი ღამე ხელში მეჭირაო:D:D:D ერთსაც დავამატებ - ჩვენ გარანტიები არ დაგვჭირვებია! რადგან ნია-კო ვერ რისკავს, ისევ მე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას (კახელი ვარ და მეპატიება): მეორე დღეს მაროს ჰკითხა მეზობელმა, მიხო რომ შუაში ჩაიწვინეთ, არ გეშინოდაო, მარომ უთხრა, არა, გარანტია მთელი ღამე ხელში მეჭირაო:D:D:D ერთსაც დავამატებ - ჩვენ გარანტიები არ დაგვჭირვებია!
4. ია, ზუსტად მაგაზე მქონდა გათვლილი სათაური, ხომ დაგაინტრიგეთ? :) ნია-კო, შენც ადექი და მოგვიყევი! :) შენ თუ მაგას დალევ (მინდოდა მეთქვა - იტყვი) მე უფრო უარესს შემოგთავაზებთ :) 2-3 დღეა თავში მიტრიალებს და ვერ გამიბედია, მერე ეს მოვიფიქრე, მაგრამ "ის" მაინც ტვინს მიბურღავს :) ია, ზუსტად მაგაზე მქონდა გათვლილი სათაური, ხომ დაგაინტრიგეთ? :) ნია-კო, შენც ადექი და მოგვიყევი! :) შენ თუ მაგას დალევ (მინდოდა მეთქვა - იტყვი) მე უფრო უარესს შემოგთავაზებთ :) 2-3 დღეა თავში მიტრიალებს და ვერ გამიბედია, მერე ეს მოვიფიქრე, მაგრამ "ის" მაინც ტვინს მიბურღავს :)
3. ვაიმე:D:D:D გუგუა, სულ მიყვარს აქ შემოსვლა, ხალასი იუმორით სავსე ხართ სულ და ამიტომ მიყვარს. გაიხარეთ. აი, წარმოვიდგინე და... უჰ, მოვკვდი სიცილით:D:D:D კახური ანეკდოტი გამახსენდა, ოღონდ იქ ორი ქალია და ერთი მიხო:D ვაიმე:D:D:D გუგუა, სულ მიყვარს აქ შემოსვლა, ხალასი იუმორით სავსე ხართ სულ და ამიტომ მიყვარს. გაიხარეთ. აი, წარმოვიდგინე და... უჰ, მოვკვდი სიცილით:D:D:D კახური ანეკდოტი გამახსენდა, ოღონდ იქ ორი ქალია და ერთი მიხო:D
2. აუუ :D:D სათაური რომ წავიკითხე ცოტა არ იყოს და დავიძაბეე :D მაგრამ მერე კითხვა რომ დავიწყე გამახსენდა ეგ ისტორიაა!!! :)) კარგად გადმოგიცია! ;) ფინალი მართლაც ფანტასტიური !!! :D
P.$. ისე, რა გაფართხალებდა? :-? შუა ადგილი გინდოდა ხოო? :D :-P აუუ :D:D სათაური რომ წავიკითხე ცოტა არ იყოს და დავიძაბეე :D მაგრამ მერე კითხვა რომ დავიწყე გამახსენდა ეგ ისტორიაა!!! :)) კარგად გადმოგიცია! ;) ფინალი მართლაც ფანტასტიური !!! :D
P.$. ისე, რა გაფართხალებდა? :-? შუა ადგილი გინდოდა ხოო? :D :-P
1. აუუუუუ, მაგარიაააააააააააააააააააააააააა, ფინალმა დაგლიჯააააააააააააააააააააააააააააააააა:)) :)) :)) აუუუუუ, მაგარიაააააააააააააააააააააააააა, ფინალმა დაგლიჯააააააააააააააააააააააააააააააააა:)) :)) :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|