ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემარეტა
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2010


მიზანი (სიმბოლისტური პროზა)

გახშირებული სუნთქვით სქელი ფარდები ერთმანეთის დახმარებით გადასწიეს და მზის სიშიშვლემ შემოანათა ჩაბნელებულ ოთახში.მარტონი იყვნენ,ორნი –ერთი სხეულით... ხორცი დიდი ხანია შემოეძარცვათ ერთმანეთისთვის და ახლა სულებით ეხებოდნენ , ეფერებოდნენ და უყვარდათ ერთმანეთი!
ოთახში- პასტელების , გუაშის,ზეთის საღებავების სუნი იდგა , ყველაფერი ძირს ეყარა. ხორბლის ოქროსფერი ყანები უყვარდათ, ჩამავალი მზის ფერში კვიპაროსოსის ლანდებს შორის ხეტიალი , ერთმანეთის ხელისგულები…

-შენ ხელისგულზე კოცნა მიყვარს ,სითბოს შენი სუნი რომ ამოყვება და შესუნთქვით სულში რომ ჩამდის.
-მიყვარხარ ასეთი... მე კი ახლა ეს ცა მაოცებს, ისეთი მწარე ცისფერია იკბინება ,კენჭებს ისვრის ჩემ ამოღამებულ თვალის უპეებში და მტკენს.
აჰა უყურე , როგორ იკრებს ძალებს მზის შარავანდედი და ფართოვდება , როგორ ადნობს ირგვლის ცის მკბენარა ფერს, მართლა ამატკია თვალები,
იქ ხომ იცი ეზოში , ატმები რომ დგანან..აი ეს საზიზღარი ატმები ! მათ ხვეულებში იმხელა მოძრაობაა გაქვავებული ესეც თვალს მჭრის …მიი შეხე!
შენ… შენ მწარე მწვანე ხარ ჩემ გრძნობებში , არიკბინები ოღონდაც და მიყვარხარ!
-ფერები აიღე :წითელი, ყვითელი და მოდი მზე დავხატოთ.
თითების წრიული მოძრაობა ქაღალდზე,ერთმანეთს მიკრული წყვილის თითებით ხატვა !
-------მზე !


  მელნისფრად ღამდებოდა .ხრიოკ ბილიკზე ვიღაც მიდიოდა ნიჩბით ხელში,უკან ტყვიისფერი სიცივე მიყვებოდა და მწარე ცივი აურით ისედაც მოღუშულ გარემოს ,უფრო  მისტიურად აღსაქმელს ხდიდა.
წეროების გუნდმა კვიპაროსის აშოლტილ ხეებს გადაუფრინა.

მთის ყვავილებს ნაბიჯებს არიდებნდნენ, არ სურდათ ტკივილი მიეყენებინათ “ვინმესთვის” ..ქვაღორღზე თავიანთი ნაბიჯების ხმაც უხარშავდათ გულს,მაგრამ წინ მთის მწვანე მწვერვალი იყო.ერთადერთი ოცნება-მეტად მიახლოვებოდნენ მზეს.ორივე სულით ატარებდა მთას ,სიყვარულით შემართულს ,პატარა ქვებისგან დაგროვილს.ეს კენჭები ერთმანეთს რომ დაეწყო,აიმართა ,გამაგრდა და ფერდობზე ველური ყვავილებიც მოისხა...
ნაბიჯებს უკვე ვეღარ დგამდნენ,მუხლგადაყავებულნი მიჩოჩავდნენ, მაღლა ,მაღლა –აღმართებზე ,მტვერშიარეული სისხლის სუნი ნესტოებს უხშობდათ და მხოლოდ ტკივლზე ფიქრით ეცოდებოდათ ერთმანეთი თორემ მიზანს თავსაც შეწირავდნენ.
ხელისგულებიც დაეხეთქათ ქვების სიბასრით .
ენით იწმინდნენ წამოსულ სისხლს , რომელსაც მწკლარტე გემო ჰქონდა და პირს უშხამავდათ მტვერში აზელილი ნერწყვი.
ცოტაც და მზე მთის მწვერვალს გაუსწორდებოდა. ისევ ქვაღორღებზე მიცოცავდნენ ხელებით , ტანით და სულშეგუბებულებს წყალი სწყუროდათ.
ხელისგულებიდან სისხლის  წმენდამ გოგო რომ დაღალა , ბიჭს მიუშვირა ხელი.
წითელი ბლანტი სითხე პეშვში გროვდებოდა და კოცნით გაუმშრალა  ბიჭმა ,სისხლი ყელში ჩაუვიდა გასქელებულ ნერწყვთან ერთად,ამდროს შეამჩნია გოგოს სახე რომ უნათდებოდა, ღიმილი ემატებოდა მის ტუჩის კუთხეებს ,ბიჭი მიხვდა სულ სხვა მხარეს იყურებოდა,ამიტომაც თვალები მოავლო  მიდამოს , მზე ამოიბურცა,თითქოს მთის გულიდან ,უხვად დაანათა სხივები ორივეს ,ისე ახლოს გამოიბერა ,წარმოსახვით ხელსაც შეახებდნენ ...

ასეთი ბედნიერი არასდროს ენახე გის ნა!

გარემომ ფერი იცვალა უცაბედად ,არცერთს არ ჰქონდა ადამიანის ფერი , ისე გათეთრდნენ,,
მერე უკვე –მწვანე და შავ ფერებად ხედავდნენ ყველაფერს ,.. ერთმანეთზე  მიკრულებს სისხლი კოლტებად ექცათ  სისხლძარღვებში.
უკანასკნელი ტკივილი იგრძნეს ...
ეს არიყო ხორცის ნაგლეჯი ჭრილობებისგან განცდილი გრძნობა .ქვაღორღებზე ნათრევი სულის, ხელისგულებიდან სითბოს  დაკარგვის და სხვა სამყაროში გადასვლის ტკივილი იყო...(სხვა სამყაროსი რომელიც ყველას თავისებურად წარმოუდგენია და იქამდე მისასვლელი გზა კი რთული !)

კაცი კი იდგა  მთის ძირას და ბასრი ნიჩბით მზეს მარხავდა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები