ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


სურეალიზმია ნუთუ მარტოობა?!...

ნესტის მწვანე კედელს ნეკერჩხალი ეკვრის,
აქვე მრავალძარღვამ მაჯა შეიხორცა,
ქალი ოთახიდან - როგორც ღვინის ქვევრი
ფოთოლცვენა-მზერით თვალს მაყოლებს როცა -

ჩვეულებრივ წვიმს და... ღვივის ელვისფერი
(დალის ნ ა რ კ ო ტ ი კ ი იცოდეთ, რომ მე ვარ!)
ქალი ოთახიდან - როგორც დუნე ფსკერი
თვალს სცილდება! მერე?! მერე ისევ წერა -

ქაოსურად ქრის და ძენძავს ფერად ფურცლებს
გარიყული სუნთქვა წარმოსახვად მოვა,
ქალი ოთახიდან უჩემობას უძლებს
ს უ რ ე ა ლ ი ზ მ ი ა ნუთუ მარტოობა?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები