 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 14 ოქტომბერი, 2010 |
განთიადს მეორე თრობიდან გამოსული ხვდებოდა-ხოლმე გოგია პაპა. მამლის პირველ ყივილამდე დააჭყეტდა ცალ თვალს, საწოლის ქვემოთ, ხელის ფრთხილი ფათურით მოძებნიდა კოკის გვერდით მდგარ, ჭაჭის არყით პირთამდე სავსე, მაწვნის ნახევარკილოიან "ბანკას," ერთს არ დაიჭყანებოდა, ისე ჩასცლიდა ბოლომდე, კვლავ პირთამდე აავსებდა, შემოიკეცავდა საბანს, გადაბრუნდებოდა კედლისკენ და შეიბრუნებდა ძილს. მამლის ყივილზე, ერთი-ერთზე გაიმეორებდა თვალის დაჭყეტიდან-გადაბრუნებამდე რიტუალს (ცხადია, არყის დოზაც იგივე იყო) და ახლა უკვე თვლემას მიეცემოდა. ბუნებრივი მაღვიძარას მეორე ყივილი იმის მაუწყებელი იყო, რომ გოგია პაპა უნდა წამომდგარიყო. მაგრამ ადგომამდე: - მააროოო! ჰაა, მარო! პური არა ვჭამოოთ?! დაღამდა დედაკაცო!!! - გასძახებდა უკვე კარგა ხნის ჯარასავით მოტრიალე ცოლს და, სხვა რა გზა იყო, ქალიც იწყებდა მაგიდის გაშლას. ასე იწყებოდა ბოლო ათი წლის ყოველი დილა "კოსტაჲ ბიჭის" ოჯახში და საუზმეებიც ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. პური, ყველი და სადილ-ვახშამზე მორჩენილი, ცივად მოხარშული ხორცი - ორივესთის იყო განკუთვნილი. ჩაი და მურაბა - მარო ბაბოს, "ნივრი წნილი" და ასი გრამი - გოგიასა. მეტს, ა-პა-პა-პა, არ გაიკარებდა! მა, უთენია, ნასმი ხომ არ გავიდოდა ბირჟაზე? იმ ას გრამსაც "პროფილაქტიკური დანიშნულება" ჰქონდა მხოლოდ, - სადმე გრიპს რომ არ გადაჰყროდა ბერიკაცი. ჰო მართლა, წეღან - " კოსტაჲ ბიჭი" წამომცდა. წამომცდებოდა, აბა რა. დიდი თუ პატარა, ასე მოიხსენიებდა გოგია ქიბროწაშვილს. კარგი ვაჟკაცი, კარგი დამრტყმელი და კარგი პურისმჭამელი იყო თავის დროზე. ჯანი, არც 75 წლის ასაკში აკლდა, სმა კი ამ ხნის კაცს როგორიც შეეძლო, ოდნავ ზემოთ, დღის რეჟიმის გაცნობისას მოგახსენეთ. სცადეთ, გაიმეორეთ 2-3 დღე მაინც და მიხვდებით... მწყემსი გახლდათ. მთელი ცხოვრება ცხვარში ჰქონდა გატარებული. იმიერ-ამიერ კავკასია, ლამის ასგზის ჰქონდა ფეხით მოვლილი. კაი ვერანაც იყო, ჩვენში რომ დარჩეს. მართალია, შინ ერთი მარო უვლიდა სახლ-კარს, მაგრამ სხვადასხვა სოფლებსა და აულებში იმდენი ჰყავდა სარეცლის მოზიარე, სახელებიც აღარ ახსოვდა, ძველ მუსუსს. ისე, რა ექნა, კაცმა რომ თქვას? წელიწადში თვე-ნახევარი თუ უწევდა შინ ყოფნა. აბა, გასძელით, როგორია?! ჰოდა, გოგია პაპაც ვერა სძლებდა უქალოდ. არა, პაპობისას კი ითმენდა, მაგრამ ჯეელობაში? კოსტაჲ ბიჭი რომ იყო, მაშინ? 65 წლისა შეეშვა მწყესობას და პენსიაზე გავიდა. შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც, ჯანს არც თვითონ უჩიოდა და ვერც ქალს ატყობდა რაიმე სნებას. თავისი ოფლით და შრომით, გვარიანი ფულიც ჰქონდა ნაშოვი ( მშვენიერი შემოსავალი ჰქონდათ იმ დროს მწყემსებს) და შემნახველ ბანკშიც კოხტად მოყუჩებული. არხეინ სიბერეს რაღა ედგა წინ? არც არაფერი. მაგრამ, "კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო " - ხომ გაგიგიათ? ასე დაემართა გოგია პაპასაც. ვინ იფიქრებდა, საბჭოთა კავშირის დაშლა ასე თუ არევდა მწყემსყოფილის დავთრებს?! ერთ დღეში ფარატინა ქაღალდად ექცა მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაჯაფი. 30 000-მა საბჭოთა მანეთმა, შემნახველ სალაროში რომ ჰქონდა მიბარებული, ჩაილურის წყალი დალია. მარტო ის კი არ აღმოჩნდა შავ დღეში. ბევრი, ძალიან ბევრი. ვეებერთელა იმპერიის, ლამის, ყოველი მეოთხე მოსახლე. ვინც იმ დროს არ მოსწრებიხართ და არ იცით როგორ ხდებოდა ფულის გაქრობა, აგერ ბატონო, სიორიძე, ჩხარტიშვილი და მათთანანი, დღესაც ცოცხლები არიან და თუ სადმე გადააწყდით, ჰკითხეთ. გული მიგრძნობს, კარგად უნდა ახსოვდეთ ეს ამბები. მოკლედ, გოგია პაპასთვის რომ გეკითხათ, საბჭოთა კავშირის დაშლის, ლამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მისთვის "ეს ამოტონა" ფული ამოეცალათ. თორემ, აბა, ისე, რას ერჩოდნენ ფაშისტური გერმანიის დამამარცხებელ ქვეყანას, დედამიწის ერთ მეექვსედზე რომ იყო გადაშლილი და შიშის ზარს სცემდა დანარჩენ ხუთ მეექვსედს? საბჭოური უღლის მოშორებით გამოწვეული უკმაყოფილება მეორედ მაშინ გამოამჟღავნა გოგია ქიბროწაშვილმა, თურქეთთან საზღვრები რომ გაიხსნა და ქათველმა "მანდილოსნებმაც" იქით ჰქნეს პირი. მათ ზნესა და ქცევაზე ათასი ჭორ-მართალი დადიოდა ქალაქში, სოფლად კი უფრო მეტი აღწევდა. - ჰაი! დედა ვუტირე! აბა ჩვენა ვართ ხალხი?! რუსი გოგოების თეთრი ძუძუები ვერ ვიფშტვინეთ და თათრის შავი საოხრე ვამჯობინეთ?! არა! შაიშალა, ჯო, მილეთი, შა-ი-შა-ლა!!! ვიცი მისაყვედურებს სამშობლოს მოყვარე და დღევანდელობაზე გულანთებული ადამიანი: აი, ეს არის სწორედ მონური ფსიქოლოგია, ასეთი გადმონაშთები არ არიან თავისუფლების ღირსი, ჩასარეცხები არიან და იმიტომაც გამოვუცხადეთ ბრძოლაო! - მართალიც იქნება. ოღონდ ეგაა, მე არასდროს შემიმჩნევია გოგია პაპასთვის არც პატრონისადმი კუდის ქიცინი და არც ბობოლა სტუმრის ჩექმების ლოკვა. არხეინად, ფართო ნაბიჯებით დააბოტებდა სოფელში და თავმჯდომარე იყო, პრეფექტი თუ გამგებელი, დანახვისას არაერთხელ აღმოხდენია ხმამაღალი ტყ-ტყ-ტყ-ტყ! როგორ, კაცო? მაშ, კოლონია არ ვიყავით? მაშ, ხალხს არ გვიხოცავდნენ? მაშ, პირში ჩვარს არა გვთხრიდნენ? ასე არ იყო? აბა, რაღაა მონობა?! - დასჭყივლებს გულანთებული. კი ბატონო, ასე იყო. მაგრამ მაშინ "მონობაში" მყოფი თავისუფალი ხალხი ვიყავით, დღეს კი "თავისუფლებაში" მყოფი მონებითაა სავსე ქვეყანა. მერე რა, რომ ზოგიერთს "მონათმფლობელის" სტატუსი აქვს მინიჭებული?! იმასაც ვერა ხვდებიან ის უბედურები, რომ ყველაზე მეტად ყურმოჭრილები ისინი არიან. იმ „მონობაში“, ვთქვათ, ვინმე ჯავახიშვილები, ტაბიძეები, ახმეტელები, მიქელაძეები იბადებოდნენ, იტანჯებოდნენ და ერის სიყვარულს და კეთილდღეობას ეწირებოდნენ. ამ "თავისუფლებაში" კი, ვთქვათ, ვინმე შევარდნაძეები, სააკაშვილები, კუბლაშვილები, წიკლაურები, თორთლაძეები ან ოქრუაშვილები იბადებიან, ხარობენ. ერი კი მათ კეთილდღეობას ეწირება. ანდა, ვინღა დარჩა შესაწირი. გაიქცა ყველა, დაცარიელდა ქალაქი და სოფელი. - დაცარიელდეს, მერე რა! მიწას ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენო?! - გვახარეს ერის ბედზე დამაშვრალებმა და წასულების და ზოგიც, ჯერ კიდევ აქ მყოფთა, მიწები არაბებს, ებრაელებს, თურქებს უფეშქეშეს ერთ ვერცხლად. 29 ჯიბეში ჩაიჩხრიალეს. რაც დარჩა, ის სამხრეთაფრიკელი და ფრანგი ფერმერებისთვის სდომებიათ. - ჩვენ არ ვიცით და ისინი ააყვავებენ აქაურობასო. ჩვენთვის კი ინგლისურის მასწავლებლები ჩამოჰყავთ: „ფაქ ოფფ“-ზე, „იეს,სერ!“ რომ გვასწავლონ. მოკლედ, რა არიან ეს გულანთებული ჯეელები, სად ვიყავი და სად ამომაყოფინეს თავი? დავუბრუნდეთ ჩვენ გოგიასა. - კახაავ, წნორში ჩამიყვან, შვილო? - შორიდანვე გამომძახა მარო ბაბომ, გოგიას ცოლმა, როგორც კი მანქანით ნუკრიანის ბირჟაზე მომკრა თვალი. - იქ რა გინდა, მარო ბაბო? ბაზარი დღეს არ არის და არც "დიდი თეატრი" უნდა იყოს გასტროლებზე ჩამოსული? - თვალი დაუდგეს ერთსაც და მეორესაც. საქმე მააქ, შვილო, ჩამიყვაან? - წამო, მარო ბაბო, აბა, უარს როგორ გეტყვი?!. - აბა, ემ საათში მოვალ! – ეამა ქალს. ხელები კალთაზე ჩამოიბერტყა, იქვე შუკაში გაუჩინარდა და ორიოდ წუთში თეთრით გადაფარებული კალათით გამომეცხადა მანქანაში. - წავედით! - გასცა ბრძანება. - წნორში, ჰო, მაგრამ ვისთან და რათა, აღარ იტყვი? - ვკითხე და მანქანაც დავქოქე. - ჯერ არა, მემრე გეტყვი, შვილო, ოღონდაცა არავის უთხრა. კაცის ყურმა რომ არ უნდა გაიგოს, შვილო. იმიტომაც გთხოვე ჩამოსულ-სტუმარ კაცსა. მა, აქაურებს ენაზე რამე დაადგებათ? - შენა გაპარვას ხომ არ აპირებ, მარო ბაბო, ჰა? კოსტაჲ ბიჭსა არ დაათეთქვინო ჩემი თავი!- გავეხუმრე და თან გამიკვირდა, რა საიდუმლო და ქვეყნისთვის დასამალი უნდა გასჩენოდა მაროს. - გეტყვი, ქაა, გეტყვი. აკი არ გითხარ? მემრე გეტყვი-თქო, განა? - სხვა რა გზა იყო, უნდა დავლოდებოდი "ჟამს გაცხადებისას". - ენდე, ენდე, აქ გააჩერე შვილო. ამბულატორიასთან. - გადმოგყვე? - უი! არა, შვილო, რას ამბობ?! ამან მთლად დამაბნია. რა უნდა უნდოდეს წნორის ამბულატორიაში 70 წელს გადაცილებულ ქალს, თან ეს ყველასათვის რად უნდა იყოს გასაიდუმლოებული? ვაი, ჩემს თავს და გოგია პაპასა! დაახლოებით ნახევარ საათში, უკალათო და კმაყოფილი მარო ბაბო, ეშმაკური ღიმილით ჩამიჯდა მანქანაში. - ესეც ასე! მოვაგვარე! შენ გაიხარე, კახავ! ახლა ნახოჲ მაგანა! - რა მოხდა, ადამიანო, აღარ იტყვი? ან კალათა რა უყავ? - იქ დავტოვე შვილო. ანდა რა იდო-რო შიდა? დედალი, ყველი, ნაზუქები. ერთიცა, ხუთ კილომდე სამწვადე, უმზეურის ნაჭრისა და ორი ლიტრა არაყი. - ვინმე მოიმადლიერე თუ გმართებდა? - არა, მაგრამა, ახლა დავიპირე. - ვინა? - ექიმი. - არ მეტყვი, მარო ბაბო, ნორმალურად, რა ჰქენი და ჩაიდინე?! - თავი მოვიბრაზიანე, მაროს ნამოღვაწარს კვალი რომ ვერ ავუღე. - გოგიასა არ უყურებ შვილო? შენ დოსტსა? - მერე? - რაღა მერე შვილო, არ კი იცი, რომა, უთენიას უკვე ლიტრი ჭაჭა აქ გამოცლილი? ამ ხნის კაცისათვისა შაიძლება, მემრე, ამდენი? მაგასა ისევ ბალღი ჰგონია თავი, ქაა, და ყლურწავს და ყლურწავს. ამას წინებზედა ისე დამთვრალა, ისე, ლოგონიდან გადმოვარდნილა, განა? დილითა კიდენა, ჩხუბი დამიწყო, აგრე ძაღლივით როგორ დამტოვე "პოლზეო"?!. საბანი კი დავაფარე, აწევით, რა აწევს მაგასა და რა უნდა მექნა, შვილო? გვერდით ხო არ მივუწვებოდი? იმასა კიდევა, გაჰღვიძებია, როგორაც იცის ხოლმე, არყის დალევა მოსდომებია და ხელი რომ ვერაფრით გადმასწია ლოგინიდან, მაშინ აყვირდა, „სადა ვარ, მაროო“. - ეგ კაი, - გამეცინე გოგიას ამბავზე, - მაგრამ, აქ რა გინდოდა? - ლიბრი რომ აქ გოგიასა ცალ თვალზე, ხო იცი? - კატარაქტა? -ჰოო, როგორცაა. - მერე? - ხვალა გასასინჯად მამყავს ექიმთანა. ექიმი კიდე ეტყვის: ეგ ლიბრი არაფერი, ეშველება. აი, კიბო რო გააქ, თუ კიდე გააგრძელებ არყი-ღვინიჲ ყლურწვასა, ბოლოჲ მაგიღებსო. - რას ამბობ, მარო ბაბო! გაგიჟდი? ხომ გაუსკდა კაცს გული?! - ექიმმაც ასე მითხრა, შვილო, მაგრამა კალათს რომ ჩახედა, კი მოლბა. ან რა აზრი აქ, შვილო, გული გაუსკდება თუ სასმელი დააღრჩობს ბერიკაცსა? გულზე კიდენა, ნუ იდარდებ, შენა. მაგარი აქ. მარა შაშინებით კი შაეშინდება და აღარ დალევს.
არგუმენტი ისეთი იყო, ძნელად შეეკამათებოდი მარო ბაბოს. როგორ განვითარდებოდა მოვლენები ძლიერ მაინტერესებდა და ხვალინდელი მძღოლობაც მე ვიკისრე. სადღაც 10-11 საათი იქნებოდა, ექიმის კაბინეტის კარი რომ შევაღეთ მარომ, მე და გოგიამ. მარო პირველი შევიდა და ექიმისთვის თვალის ჩაპაჩუნება იმ დროს მოასწრო, გოგია რომ ჯერ კიდევ არც იყო შემოტუზული. - ენდე ავადყოფი, ექიმო. ერთი კარგად გამისინჯე, შენ გაზრდა-გახარებასა! არაფერი დაგვიმალო, პირდაპირ გვითხარ ყველაფერი. ექიმმა საფუძვლიანად გასინჯა ავადმყოფი. ჯერ თვალებში უყურა დიდხანს, ფურცელზეც გააკეთა რაღაც ჩანაწერი. შემდეგ წამოაწვინა, ჯერ ზურგზე, შემდეგ მუცელზე. აქა-იქ ჩააჭერდა თითებს და „გტკივათ?“ - ეკითხებოდა "ავადმყოფს". - არა! - იყო პასუხი. ყოველ უარყოფით პასუხს ექიმის უფრო მძლავრი ჩაჭერა მოჰყვებოდა, ხოლმე. ვეება სხეულზე ადგილი არ დაუტოვა საცოდავ გოგიას ექიმმა, სტკიოდა თუ არა, რომ გაეგო. -არა მტკივა ჯო, დავიღალე მხოლოთა! - ოოოოო!.. – აღმოხდა პაციენტზე არანაკლებ ქანცგაწყვეტილ ექიმს. - რა, ოოო? ექიმო?! - საშველის დადგომა იგრძნო მარომ. - ვერაა კარგად საქმე... კატარაქტა აქვს... ამას წამლები და თბილისში ოპერაცია უშველის, მაგრამ... - რა, მაგრამ? აღარ იტყვი, ექიმო?! - ხმაში ბრაზი და მოუთმენლობა გაერია მაროს. - რა და... ისააა... - უჭირდა ექიმს შემზარავი ტყუილის თქმა და სიტყვებს ეძებდა სიტუაციის შესარბილებლად. - უი, ქაა! ხო არ დავიღუპეთ, ემანდ კიბო არ იყოს, ექიმო?!!! - წაეშველა მარო. - ჰო, კიბოა, კიბო! გინახავს კაცო ასეთი?! და თუ კიდევ დალევს, მოკვდება! თუ არა და არა! - ამოხეთქა ექიმმა და შიშით არც გაუხედავს გოგიასკენ. - კიბოო? -მშვიდად იკითხა გოგიამ. - ენდე! ხო გეუბნებოდი, ნუ სვამ მეთქი? არ დალიო და ფეხებსაც ვერ მოგჭამს, გოგიი! ხო გაიგე, რა თქვა ექიმმა? „არ დალიოს და არაფერიც მოუვაო“. - მაშ, კიბოა, ექიმო? - ახლა უკვე ექიმს მიმართა გოგიამ. შავ დღეში ჩავარდნილი ექიმი თვალს ვერ უსწორებდა ავადმყოფს. გულში სწყევლიდა მაროს, გოგიას, მე და გუშინ მირთმეულ დედალს, მწვადს და ზედ დაყოლებულ არაყსაც. სიჩუმე ისევ გოგიამ დაარღვია. წამოდგა, მოისხა პერანგი, შეიკრა ღილები: - შენ არ იდარდო ექიმო, მე არაფერ მიშლის და იყოჲ, მაგის დედაც მ...ყან!
ასე ჩაუვარდა მარო ბაბოს, კოსტაჲ ბიჭის დაონკოლოგიურება. არა, თავიდან, კიბოიანი მართლა ეგონა გოგია პაპას თავი, მაგრამ ჭაჭა- ღვინო წვეთითაც არ შეუმცირებია. ბოლოს რომ გაიგო, მარომ მომიწყო ეს ამბავიო, თონეში შეკეტა და აქ უნდა გამოგწვაო, – უყვიროდა. -მა, არ არი ღირსი?! სხვასავით რომ ავმჩატებულიყავი და პურიჭამაზე უარი მეთქვა, რასა ფიქრობდა მაშინა ე შობელძაღლი?! მიწის ზემოთ რომ მიპირებდა დასაფლავებასა!
p.s.
ამ ამბიდან ორი წელიც არ იყო გასული, რომ შემოდგომაზე უცებ ჩამოხმა გოგია პაპა და ზამთარში სულიც მიაბარა უფალს.
რამაზა! ვიცი წაიკითხავ ამ ნაწერს. ორ კვირაში ახალი ღვინოც დადგება უკვე. წამო ნუკრიანში. მოვინახულოთ მარო ბაბო, ავიდეთ სასაფლაოზე და წავუქციოთ თითო ჭიქა კოსტაჲ ბიჭს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. უმაღლესი შეფასება ჩემგან.
უმაღლესი შეფასება ჩემგან.
32. 13. მადლობა წამკითხველებო, კომენტარის დამტოვებლებო, თვალის გადამვლელებო, ჩუმად გასულებო და ქუდიც რომ შემოუგდო, არ შემოსვლელებო! :) ქუდის შემოგდება რად მინდოდა? ისედაც ყველა წავიკითხე გამორჩეულო და თბილო ავტორო. კახურადაც რა კარგად უქცევთ? +++++ 13. მადლობა წამკითხველებო, კომენტარის დამტოვებლებო, თვალის გადამვლელებო, ჩუმად გასულებო და ქუდიც რომ შემოუგდო, არ შემოსვლელებო! :) ქუდის შემოგდება რად მინდოდა? ისედაც ყველა წავიკითხე გამორჩეულო და თბილო ავტორო. კახურადაც რა კარგად უქცევთ? +++++
31. მაშინ "მონობაში" მყოფი თავისუფალი ხალხი ვიყავით, დღეს კი "თავისუფლებაში" მყოფი მონებითაა სავსე ქვეყანა. - როგორი მწარე სიმართლეა ეს!
ნაწერი კი - როგორც ყოველთვის,- ლაღი, იუმორით სავსე, თბილი, გულიანია და სევდიანიც.
მაშინ "მონობაში" მყოფი თავისუფალი ხალხი ვიყავით, დღეს კი "თავისუფლებაში" მყოფი მონებითაა სავსე ქვეყანა. - როგორი მწარე სიმართლეა ეს!
ნაწერი კი - როგორც ყოველთვის,- ლაღი, იუმორით სავსე, თბილი, გულიანია და სევდიანიც.
30. კახა, ეს ჟანრი არ უნდა იყოს " სხვა ", შესანიშნავი პროზაა.
ერთი ამოსუნთქვით იკითხება. :) :) :)
ძალიან მომეწონა. პატივისცემით: ტენდი კახა, ეს ჟანრი არ უნდა იყოს " სხვა ", შესანიშნავი პროზაა.
ერთი ამოსუნთქვით იკითხება. :) :) :)
ძალიან მომეწონა. პატივისცემით: ტენდი
29. დე მე ეს მოთხრობა წაკითხული მაქვს შენთან ადრე!!! ახლაც განვმეორდი!!! რა თქმა უნდა უმაღლესი შეფასება ჩემგან!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! დე მე ეს მოთხრობა წაკითხული მაქვს შენთან ადრე!!! ახლაც განვმეორდი!!! რა თქმა უნდა უმაღლესი შეფასება ჩემგან!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
28. ვააახ,რა გემრიელად გადმოსცემთ!დიდია თქვენი ცხოვრება... ღმერთმა გაგახაროთ!!! +2 სხვა რა შემიძლიან... არდავიწყება კოსტაია ბიჭს! ვააახ,რა გემრიელად გადმოსცემთ!დიდია თქვენი ცხოვრება... ღმერთმა გაგახაროთ!!! +2 სხვა რა შემიძლიან... არდავიწყება კოსტაია ბიჭს!
27. გაგიმარჯოს კახაბერ. ფორმაში ხარ. მომეწონა და მოკითხვას გითვლი. გაგიმარჯოს კახაბერ. ფორმაში ხარ. მომეწონა და მოკითხვას გითვლი.
26. იმდენ ხანს, ამაოდ ველოდი თქვენს ახალ ნაწარმებს, ვიფიქრე, რომ ,,ვნახავ,, ვუსაყვედურებ, სად დაიკარგე- მეთქი, მაგრამ ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ისე გამითბა გულიიიი..... იმდენ ხანს, ამაოდ ველოდი თქვენს ახალ ნაწარმებს, ვიფიქრე, რომ ,,ვნახავ,, ვუსაყვედურებ, სად დაიკარგე- მეთქი, მაგრამ ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ისე გამითბა გულიიიი.....
24. ვაახ კაცო! ნეტავ ვი გოგია პაპაზე ამბობ ჰა? მა არ ვიცნობ დავიჯერო?:) ნაწარმოებს +777 აქ ყველაფერია თავმოყრილი,ტკივილი,სევდა,იუმორი,სითბო... მე პირადად ვიცნობ რამდენიმე "გოგია პაპას" რომლებიც დაახლოებით მსგავსი გრაფიკით ცხოვრობენ... ვაახ კაცო! ნეტავ ვი გოგია პაპაზე ამბობ ჰა? მა არ ვიცნობ დავიჯერო?:) ნაწარმოებს +777 აქ ყველაფერია თავმოყრილი,ტკივილი,სევდა,იუმორი,სითბო... მე პირადად ვიცნობ რამდენიმე "გოგია პაპას" რომლებიც დაახლოებით მსგავსი გრაფიკით ცხოვრობენ...
23. უსიტყვოდ საუკეთესოა!! .. იმდენად დიდ ემოცის ტოვებს რომ ვერც გამმოვხატავ..
გაიხარეთ!! მე მიიყვარს თქვენიი ნაწერები .. : )
5 უსიტყვოდ საუკეთესოა!! .. იმდენად დიდ ემოცის ტოვებს რომ ვერც გამმოვხატავ..
გაიხარეთ!! მე მიიყვარს თქვენიი ნაწერები .. : )
5
22. ასეთი სერიოზული ნაწარმოების, (როგორიცაა მართალი) შუალედში იუმორისტული ჩართვა ძალიან მომეწონა. მგონი დამსახურებულია 5. ასეთი სერიოზული ნაწარმოების, (როგორიცაა მართალი) შუალედში იუმორისტული ჩართვა ძალიან მომეწონა. მგონი დამსახურებულია 5.
21. თქვენ წაითხვა მირჩიეს _ ამ საიტზე ისეთი პატარა შრიფტია, კატარაქტა დამემართა.
შენ არ იდარდო ექიმო, მე არაფერ მიშლის და იყოჲ, მაგის დედაც მ...ყან! :D
ღირდა ნამდვილად :)
თქვენ წაითხვა მირჩიეს _ ამ საიტზე ისეთი პატარა შრიფტია, კატარაქტა დამემართა.
შენ არ იდარდო ექიმო, მე არაფერ მიშლის და იყოჲ, მაგის დედაც მ...ყან! :D
ღირდა ნამდვილად :)
20. "მაშინ "მონობაში" მყოფი თავისუფალი ხალხი ვიყავით, დღეს კი "თავისუფლებაში" მყოფი მონებითაა სავსე ქვეყანა..."
იუმორთან ერთად დიდი ტკივილიცაა – რეალობით გამოწვეული! კარგია, ძალიან კარგი! "მაშინ "მონობაში" მყოფი თავისუფალი ხალხი ვიყავით, დღეს კი "თავისუფლებაში" მყოფი მონებითაა სავსე ქვეყანა..."
იუმორთან ერთად დიდი ტკივილიცაა – რეალობით გამოწვეული! კარგია, ძალიან კარგი!
19. ეს არის ,იუმორისტული ნაწარმოების, კლასიკური ნიმუში. ეს არის ,იუმორისტული ნაწარმოების, კლასიკური ნიმუში.
17. დროისა და "პატივცემული გვამების" გამკენწლავი პასაჟები მეამა ფრიად!!! თან ასეთ მსუბუქ იუმორში... ისეთი მოთხრობაა, გოგია პაპას არაყივით ერთი ამოსუნთქვით რომ გადაგაყლაპებს თავს... დროისა და "პატივცემული გვამების" გამკენწლავი პასაჟები მეამა ფრიად!!! თან ასეთ მსუბუქ იუმორში... ისეთი მოთხრობაა, გოგია პაპას არაყივით ერთი ამოსუნთქვით რომ გადაგაყლაპებს თავს...
16. ვაიმე :)))) რა გულიანა ვიცინე :)) აი ბოლო კია სევდიანი :( მაგრამ.. მა, არ არი ღირსი?! სხვასავით რომ ავმჩატებულიყავი და პურიჭამაზე უარი მეთქვა, რასა ფიქრობდა მაშინა ე შობელძაღლი?! მიწის ზემოთ რომ მიპირებდა დასაფლავებასა! < ამას რომ გადავხედავ ისევ გული მიმდის :)) :)) ტყუილა გიეჭვეთ შენ და რამაზი :)) :)) ბევრი არაფრით კი განსხვავდებით ,მაგრამ მაინც :) :) ვაიმე :)))) რა გულიანა ვიცინე :)) აი ბოლო კია სევდიანი :( მაგრამ.. მა, არ არი ღირსი?! სხვასავით რომ ავმჩატებულიყავი და პურიჭამაზე უარი მეთქვა, რასა ფიქრობდა მაშინა ე შობელძაღლი?! მიწის ზემოთ რომ მიპირებდა დასაფლავებასა! < ამას რომ გადავხედავ ისევ გული მიმდის :)) :)) ტყუილა გიეჭვეთ შენ და რამაზი :)) :)) ბევრი არაფრით კი განსხვავდებით ,მაგრამ მაინც :) :)
15. +++++++++++++++++ +++++++++++++++++
14. ხო. ეს უნდა წაიკითხო და ჩუმად გახვიდე.''ავსილი''და ადამიანურობით გამთბარი.
ხო. ეს უნდა წაიკითხო და ჩუმად გახვიდე.``ავსილი``და ადამიანურობით გამთბარი.
13. მადლობა წამკითხველებო, კომენტარის დამტოვებლებო, თვალის გადამვლელებო, ჩუმად გასულებო და ქუდიც რომ შემოუგდო, არ შემოსვლელებო! :) მადლობა წამკითხველებო, კომენტარის დამტოვებლებო, თვალის გადამვლელებო, ჩუმად გასულებო და ქუდიც რომ შემოუგდო, არ შემოსვლელებო! :)
12. თან ქულაც კი არ მეხარჯება :D თან ქულაც კი არ მეხარჯება :D
11. როგორ არ უნდა მოუსმინო, როცა ასეთი გემრიელი მოყოლა იცის ავტორმა :)
როგორ არ უნდა მოუსმინო, როცა ასეთი გემრიელი მოყოლა იცის ავტორმა :)
9. ჰო, იანგულის დასტური და სულ მალე ვაპირებ ნუკრიაანში სტუმრობასს ;;) ჰო, იანგულის დასტური და სულ მალე ვაპირებ ნუკრიაანში სტუმრობასს ;;)
8. შენ ოცდამეერთე საუკუნის დუმბაძე ხარ ჰარალე! შენ ოცდამეერთე საუკუნის დუმბაძე ხარ ჰარალე!
7. 6. თავიდან კითხვა რომ დავიწყე...მეგონა რამაზაზე წერდი... :)))
ჭა. 2010-10-14 21:23:41
:-O რათა რათა რათააა???? :-? :D
კახა - სასიამოვნო მთხრობელი და მოსაუბრე!!! :-* 6. თავიდან კითხვა რომ დავიწყე...მეგონა რამაზაზე წერდი... :)))
ჭა. 2010-10-14 21:23:41
:-O რათა რათა რათააა???? :-? :D
კახა - სასიამოვნო მთხრობელი და მოსაუბრე!!! :-*
6. კახა, ინტერესით ჩავედი ბოლომდე...რა მსუბუქი კალამი გაქვს...თავი ჭკვიანი...გული თბილი...:-* უბრალო ხალხზე ისეთი სიყვარულით წერ... (თავიდან კითხვა რომ დავიწყე...მეგონა რამაზაზე წერდი...:)))
კახა, ინტერესით ჩავედი ბოლომდე...რა მსუბუქი კალამი გაქვს...თავი ჭკვიანი...გული თბილი...:-* უბრალო ხალხზე ისეთი სიყვარულით წერ... (თავიდან კითხვა რომ დავიწყე...მეგონა რამაზაზე წერდი...:)))
5. p.s ნაცნობობით არ გამაყოლებთ ხელს? :)) ან წნორში ვიქნები, ანდა გზაში, ნუკრიანში დაგხვდებით და... მერე ჩემ დასაძინებელ ადგილს კი ვიპოვი ნუკრიანში! :)))))))))))))))
p.s ნაცნობობით არ გამაყოლებთ ხელს? :)) ან წნორში ვიქნები, ანდა გზაში, ნუკრიანში დაგხვდებით და... მერე ჩემ დასაძინებელ ადგილს კი ვიპოვი ნუკრიანში! :)))))))))))))))
4. ჰარალე , აბდალავ , ხანდახან კი მოგდის მაგ ვეებერთელა ტავში, ჭკვიანური:) ორ კვირაში წამლის სმასაც მოვრჩებით და მაგაზე უკეთეს აფგილას იმ ახალ ღვინოს დასაგემოვნებლად ვერსად ვიპოვით:), კოსტას ბიჭსაც გაუხარდება ეგე ეგ ამბავი დარწმუნებული ვარ, :) ჰოდა , მალე გავა ეს ორი კვირაც..ისე ერთ კვირაშიაც ივარგებსო, გადავრეკე კახეთში:) ჰარალე , აბდალავ , ხანდახან კი მოგდის მაგ ვეებერთელა ტავში, ჭკვიანური:) ორ კვირაში წამლის სმასაც მოვრჩებით და მაგაზე უკეთეს აფგილას იმ ახალ ღვინოს დასაგემოვნებლად ვერსად ვიპოვით:), კოსტას ბიჭსაც გაუხარდება ეგე ეგ ამბავი დარწმუნებული ვარ, :) ჰოდა , მალე გავა ეს ორი კვირაც..ისე ერთ კვირაშიაც ივარგებსო, გადავრეკე კახეთში:)
3. ჰარალე ფინალმა ამატირა... ჟანრმა გამაბრაზა,ერთ- ერთი ხარ ვის გვერდზეც მსიამოვნებს 5-ის დაწკაპუნება,თუნდაც არაფრისმომტანის,მაგრამ ასეა და! ჰარალე ფინალმა ამატირა... ჟანრმა გამაბრაზა,ერთ- ერთი ხარ ვის გვერდზეც მსიამოვნებს 5-ის დაწკაპუნება,თუნდაც არაფრისმომტანის,მაგრამ ასეა და!
2. გაიხარე, კახა:) ამბავი კი დამთავრდა სევდიანად და დამენანა გოგია პაპა, მაგრამ ისეთი გემრიელი ნაწერია, რომ რა გითხრა, მეტი, ბჯოუ:) გაიხარე, კახა:) ამბავი კი დამთავრდა სევდიანად და დამენანა გოგია პაპა, მაგრამ ისეთი გემრიელი ნაწერია, რომ რა გითხრა, მეტი, ბჯოუ:)
1. ვერ მოვასწარი? კარგია, კახა... მაგარი ხარ! ვერ მოვასწარი? კარგია, კახა... მაგარი ხარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|