 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2010 |
ოღონდ დღეს არა... ოღონდ დღეს ნუ დამტოვებ მარტო და ნუ დანებდები ჩემს ოთახს, რომელიც ცდილობს თავისი სხეულიდან ჩამოიშოროს შენი სუნთქვით დასვრილი საღებავები. ოღონდ დღეს არა... ოღონდ დღეს ნუ წაშლი ჩვენს ნახატებს და ნუ შთანთქავ იმ ემოციებს, რომლებმაც დღემდე მომიყვანეს იმ ოთახამდე, რომლის სითეთრეც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ვიჯექი მთვარესთან პირისპირ და ვევედრებოდი მას, შეენახა ველა ჩემი ოცნება, რომ მუდამ შემძლებოდა შენზე ფიქრი, შენით სუნთქვა და შენი მკლავების ზეციური სითბოს შეგრძნება. გარეთ კი ისევ ზაფხულია და ისევ ცარიელ ქუჩებს ავსებს ვერხვების ბოხი და მჭექარე ხმა, რომლებიც კვლავ განაგრძობენ საუბარს ჩვენზე, ჩვენს სიყვარულსა და ოცნებებზე... ვიღაც მოსდგომია ჩემი ოთახის რკინის დარაჯს და თავის ზანტი, ბრმა ხელებით უკრავს უცნაურ მელოდიას და თან იძახის სიტყვებს: "თქვენს სახელზე წერილია" თითქოს მიხარია... თითქოს სულიც ისევ აფრინდა ოცნებების ღრუბლებში დამალულ სასწაულთან. თითქოს მიიცვალა ღამე და სითბოთისავსე მზის სხივები შემოისროლა ჩემი ოთახის იმ კუთხეებში, სადაც ჩემი მოგონებები ცხოვრობენ. ვაკვირდები წერილს და ისევ ვგრძნობ შენი სურნელის შემოდგომისფერ სევდას, შენი სუნთქვის არიტმიულ რიტმს და სიჩუმეს, რომელიც ჩემი და შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვაკვირდები ასოებს და თითოეული მათგანი მახსენებს მთვარის გარშემო მოცეკვავე ვარსკვლავებს, რომლებიც არაერთხელ ყოფილან ჩვენი ერთობის მანათობელნი, ჩვენი სიყვარულის მთხრობელნი და ნახატების ერთგული სტუმარნი. მენატრები და ვეფერები შენს სიჩუმეს, ვეფერები ვარსკვლავებს, რომლებიც რომლებიც მახსენებენ იმ მოცეკვავე თევზებს, სულ რომ მაბრუნებენ შენთან. მენატრები და ისევ ვბრუნდები წარსულში, რომლითაც დიდი ხანია ვცხოვრობ და ყოველ ღამით ვევედრები მთვარეს: "ოღონდ დღეს არა... ოღონდ დღეს ნუ დამტოვებს მარტო..." ჩემზე ნუ იდარდებ, მე კარგად ვარ... უბრალოდ შენი მონატრება არ მაძლევს სიცოცხლის ბედნიერად გაგრძელების საშვალებას. ჩემი ოთახიც ერწყმის მას და ცდილობს ისევ ჩამითრიოს მოგონებებში. წამართვას შენი თავი და დამაბრუნოს წარსულში, რომლითაც დიდი ხანია ვცხოვრობ. იმ ემოციებს კი, რომლებიც თავისით მოდიან ჩემთან, ვაგზავნი იმ მისამართზე, რომელზეც ვიცი რომ ყოველთვის მელოდება შენი სუნთქვა, შენი ნახატები და სითბო.... მისამართი კი უცვლელია: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი. ჩემს ოთახს კი ისევ ვტოვებ გაშეშებულ პოზაში. სადაც სარკეები, სითეთრე და ზაფხულის სითბო ენაცვლება ერთმანეთს. ხოლო ჩემ სილუეტს ისევ ვხატავ აკვარიუმის ფერებში შემოდგომის სურნელით და მთვარეს ისევ ვუყვები ჩვენი გიჟური სიყვარულის შესახებ. შენთან კი ძველებურად წვიმს, ნისლია და საათის ისრები დაუზარებლად დგამენ ნაბიჯებს კიდევ ერთი დაისიდან აისამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა :) მომეწონა :)
6. პოეზიითაა გაჟღენთილი +5 პოეზიითაა გაჟღენთილი +5
4. პოეზია არაა ეს..
თხრობითი წინადადებებია მხოლოდ.
ვერლიბრს რიტმი(ც) უნდა ,ასე რომ კარგი ჩანახატია. პოეზია არაა ეს..
თხრობითი წინადადებებია მხოლოდ.
ვერლიბრს რიტმი(ც) უნდა ,ასე რომ კარგი ჩანახატია.
3. არამითი დიდად გმადლობთ... :) მაგრამ არაფერი არ ამრევია. იყოს ისე როგორც არის. :) არამითი დიდად გმადლობთ... :) მაგრამ არაფერი არ ამრევია. იყოს ისე როგორც არის. :)
2. ძალიან კარგი ჩანახატია,ჟანრი აგრევიათ,ეს პოეზია არაფრით არაა.. ძალიან კარგი ჩანახატია,ჟანრი აგრევიათ,ეს პოეზია არაფრით არაა..
1. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|