 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 23 ოქტომბერი, 2010 |
გარეთ წვიმს... ჩემი ოთახი კი სიგარეტის კვამლით ივსება თითქოს ისე, რომ კედლებზე საზაფხულოდ გამოფენილ სურათებს, შემოდგომა ენატრებათ. დღითიდღე იმატებს სიცხე, თეთრი ფერი თითქოს იზლაზნება, მოძრაობს, ან უკეთესი იქნება თუ ვიტყვი რომ, ჩემი თვალები დაიღალნენ სითეთრით. წვიმა კი ისევ უმღერის ქუჩებს, უკვე მოძველებულ, ყველასთვის ნაცნობ მელოდიას. და ირგვლივ თითქოს ეტყობა ყველაფერს, რომ მალე დამთავრდება ზაფხული, ჩაქრება მზე, ადამიანები დაუბრუნდებიან თავის ჩვეულ საქიმანობას. დაბრუნებიან იქ, საიდანაც მათი ბავშვობა დაიწყო, სადაც მათ ყოველ დღე ელიან, სადაც ფიქრობენ, ოცნებობენ, უყვართ... მოდის შემოდგომა და ირგვლივ ყველაფერი უცვლელია ჩემთვის. ჩემს ოთახს ისევ თეთრი ფერი აქვს, ისევ სარკეები მაღვიძებენ ყოველ დილით და საათის ისრები ისევ გამალებით მიდიან წინ. მე ისევ ვზივარ ჩემს არაბულ სკამზე საათებისკენ სახით და ვითვლი ვინ იცის მერამდენე წამს, რომლითაც თავადვე ვუახლოვდები დასაწყისს. იქნებ დასასრულია ან იქნებ სულაც მე მინდა რომ დასაწყისი იყოს. აქ ხომ ყველაფერი ერთმანეთს გავს, დღეებიც, საათებიც, სარკეებიც და ის მოცეკვავე თევზებიც, მუდამ რომ მახსენებენ შენს თავს. მახსენებენ შემოდგომის იმ დღეს, როდესაც სრულიად შემთხვევით შემიყვარდი... თითქოს ის დღეც ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში ახალგაღვიძებულ განწყობაზე ასე ვიფიქრე. ჩვეულებისამებრ გავიარე ყველა გამოსაფხიზლებელი ეტაპი რომლებსაც, როგორც წესი გავდივარ ხოლმე თვალების ფშვნეტით. მერე მოვიდუღე ყავა და სარკმლის წინ მოვკალათდი ჩემებურად, გადავშალე ჩემი საყვარელი წიგნი და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი სტრიქონებს. სტრიქონებში კი შიგა და შიგ ახალ შეგრძნებებს ვხვდებოდი, რომლებიც თურმე მანიშნებდნენ რომ, იმ დღისით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. შენ... მხოლოდ შენ გერგო ჩემი გული წილად. მხოლოდ შენ შეძელი ჩემი სხეულის გათბობა, შენით დაიწყო ახალი დღე, შენით თენდებოდა ყოველი დილა და დღემდე გელოდები იქ, სადაც არავინ ელოდება არავის, იქ სადაც ვიწყებით ჩვენ, სადაც ჩვენ ვხატავთ ერთმანეთს, ვარსკლავებს მთვარესთან ვაძალებთ ყოფნას და მთვარეს ვუყვებით ჩვენი ოცნებების, ჩვენი იდეების შესახებ. მთვარეც გვისმენს და ხანდახან გიჟები ვგონივართ. გარეთ წვიმს... ჩემი ოთახი კი სიგარეტის კვამლით ივსება თითქოს ისე, რომ კედლებზე საზაფხულოდ გამოფენილ სურათებს, შემოდგომა ენატრებათ. მთავრდება ზაფხული და ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება. მე კი ისევ ვზივარ არაბულ სკამზე, რომელიც იდეალურად ერწყმის ოთახის სითეთრეს, ვუყურებ საათის ისრებს, გაუჩერებლად რომ მიდიან წინ და ისევ უცველელი მისამართისკენ ვაგზავნი წერილს : დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი აი, საათმაც უკვე უკან დაიწყო სიარული, ახლა დროა ჩემი თევზების, რომლებიც ისევ დამაბრუნებენ შენში. და ისევ ვიგრძნობ მარტოობას, სიცივეს და ისევ მომინდება შენთან. წვიმს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მე კი ისევ ვზივარ არაბულ სკამზე, რომელიც იდეალურად ერწყმის ოთახის სითეთრეს :) ვახ..ეს მე ჩემთვის ისე./...:| 5
მე კი ისევ ვზივარ არაბულ სკამზე, რომელიც იდეალურად ერწყმის ოთახის სითეთრეს :) ვახ..ეს მე ჩემთვის ისე./...:| 5
9. მე ვწერ ყველას, ვინც გაიგებს : ) მე ვწერ ყველას, ვინც გაიგებს : )
8. გულიანია და ვის წერ ამდენს :P გულიანია და ვის წერ ამდენს :P
7. აუცილებლად შეგატყობინებთ ყველას :) აუცილებლად შეგატყობინებთ ყველას :)
6. კარგია. მე მომწონს ეს წერილები და წიგნში როდის ვიხილავ? კარგია. მე მომწონს ეს წერილები და წიგნში როდის ვიხილავ?
5. მომეწონა წ წ წ დამავი წ ყდა :D ჯანდაბა დაღლილი ვარ და მეპატიოს :) მომეწონა წ წ წ დამავი წ ყდა :D ჯანდაბა დაღლილი ვარ და მეპატიოს :)
4. და ძალიან მომეონა :-* და ძალიან მომეონა :-*
3. სადაც ფიქრობენ, ოცნებობენ, უყვართ...
:)
წავიკითხე :) სადაც ფიქრობენ, ოცნებობენ, უყვართ...
:)
წავიკითხე :)
2. ძააან მაგარია +++++5 ძააან მაგარია +++++5
1. ესეც მეოცე წერილი... დანარჩენს უკვე წიგნში იხილავთ... : ) ესეც მეოცე წერილი... დანარჩენს უკვე წიგნში იხილავთ... : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|