ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2010


ციცინათელა

ციცინათელა
автор Zoia Dvali, написано 17 Октябрь 2010 г. в 23:11

ციცინათელა ანათებს წყვდიადს...

თუ კი მას, მართლაც ნათება ჰქვია...

ციცინათელას იმედის სხივი მოაქვს...

მხოლოდ დროებით....

სრულ განათებას თუ ვეღირსე.

თუნდ ერთი წამით,

მაშინ სინათლეს მზე მოიტანს..

.თავის კალთებით.

ციცინათელა მხოლოდ ღამით

ანათებს წყვდიადს...

სულ ერთი წამით..

შენ კი, მზეწვიავ...

ნუ კი დაფრთხები..

შენი ჭიკჭიკიც მზის სხივებს მოაქვს...

ღმერთის ჰანგებით...

ნუ შეყოვნდები გარიჟრაჟო,

მომისიმღერე!

ციცინათელა რად მოკალი?

არ შეგეცოდა?

თუ მოენატრა მისი ნათება

ჩემი დღის წყვდიადს ,

მაშინ რას იზამ?

არ გაოცდები?



ექსპრომტი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები