 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 19 ოქტომბერი, 2010 |
მე ყოველთვის მეშინოდა მარტოობის, მეშინოდა დღეების, რომლებითაც მაინც არ ამცდა იმ შეგრძნებების გასისლხორცება და შეცნობა, მარტოობა რომ იწვევს ხოლმე. ახლა აღარც ხალხია ჩემს გარშემო და აღარც ცხოველი. დავრჩი მხოლოდ იმ ოცნებებთან პირისპირ, შენგან ჩამოქროლილმა ქარმა რომ დამიტოვა, რომელმაც ჩემი ოთახი შეღება თეთრად, დაჰკიდა მასში საათი, დახატა სარკეები და თითქოს მაგრძნობინა რომ , მე მარტო არ ვარ. ხანდან კი შენგან გამოგზავნილი წერილებითაც მანებივრებს ხოლმე... ვცდილობ გავექცე მარტოობის ტყვეობას, გავიხსნა ბორკილები, გავიქცე ამ ოთახიდან და ავიდე სადმე მაღალ ადგილას, სადაც ვერავინ გაიგონებს ჩემს ხმას და ბოლო ხმაზე დავიყვირო რომ მე გავთავისუფლდი, რომ მე დავბრუნდი იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო, სადაც მუდამ ტირიან ბავშვები და სადაც არც სიშიშვლის არ ერიდებათ. მე აღარ მეშინია აღარც სიკვდილის მაგრამ, გული დამწყდება ალბათ... მოვიხედები უკან და მომინდება ისევ სიცოცხლე, მომიდება ისევ ვიყო მტირალა ბავშვი, რომელიც ჯერ ვერ არჩევს რა არის კარგი, რა არის ცუდი. მერე გავიზრდებოდი და ვიტყოდი დედას, მერე მამას და ასე, ნელ - ნელა შევეხებოდი ყველა იმ მნიშვნელოვან წამს, რომლითაც შემდეგ ავაწყობდი ცხოვრებას. ვინ იცის, იქნებ მეორე ცხოვრებაში მაინც ყოფილიყავი ჩემთან ერთად, მე ხომ ყოველთვის გეძებდი შენ, ყოველთვის მიყვარდი და გელოდებოდი მანამ, სანამ ჩვენი თვალები არ შეხვდა ერთმანეთს და სანამ ჩვენი ოცნებები არ შეერწყა ერთი-მეორეს. დღეს კი აღარაფერი შერჩენია იმ სიცოცხლის ხეს, რომელზეც ჩვენი ისტორია იწერებოდა. ხო, სწორედ ჩვენი ისტორია იწერებოდა, რომლისგანაც მხოლოდ მოგონებები, ოცნებები, სიჩუმე და სიმარტოვე დარჩა. მე აღარ მეშინია უკვე სიკვდილის, მაგრამ მოვიხედები უკან და ვიცი დამწყდება გული იმაზე, რაც იყო და ისევ მომინდება სიცოცხლე. და დავიწყებ ისევ ტირილს ბავშვივით, ვიტყვი დედა, მამა და ნელ - ნელა შევეხები ცხოვრების მილიონიდან თითოეულ გზას, რომლებზეც აუცილებლად გიპოვი ახლიდან, ისევ ნაცნობ მისამართზე, ისევ ნაცნობ ადგილებში და ისევ გავიგონებ შენს ლამაზ სახელს. ეს წერილიც, ისევ გამოემართება შენსკენ, ისევ ნაცნობ მისამართზე: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი მე ყოველთვის მეშინოდა მარტოობის... მე ყოველთვის მეშინოდა სიკვდილის და ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან, მომიწევდა მოგონებებში ცხოვრება, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ვცხოვრობ სითეთრის, საათების და თევზების გარემოცვაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ავიდე სადმე მაღალ ადგილას, სადაც ვერავინ გაიგონებს ჩემს ხმას და ბოლო ხმაზე დავიყვირო რომ მე გავთავისუფლდი, რომ მე დავბრუნდი იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო, სადაც მუდამ ტირიან ბავშვები და სადაც არც სიშიშვლის არ ერიდებათ. მე აღარ მეშინია აღარც სიკვდილის მაგრამ, გული დამწყდება ალბათ... მოვიხედები უკან და მომინდება ისევ სიცოცხლე, მომიდება ისევ ვიყო მტირალა ბავშვი, რომელიც ჯერ ვერ არჩევს რა არის კარგი, რა არის ცუდი ბექა.... შენ ძალიან კარგი ხარ...დაიჯერო უნდა...ადვილი არა..ეს ალბათ უფრო უნდა დაგაჯერონ,მარა მანამდე შენ დაიჯერე:ადამიანი ხარ :( :-* ავიდე სადმე მაღალ ადგილას, სადაც ვერავინ გაიგონებს ჩემს ხმას და ბოლო ხმაზე დავიყვირო რომ მე გავთავისუფლდი, რომ მე დავბრუნდი იქ საიდანაც ყველაფერი დაიწყო, სადაც მუდამ ტირიან ბავშვები და სადაც არც სიშიშვლის არ ერიდებათ. მე აღარ მეშინია აღარც სიკვდილის მაგრამ, გული დამწყდება ალბათ... მოვიხედები უკან და მომინდება ისევ სიცოცხლე, მომიდება ისევ ვიყო მტირალა ბავშვი, რომელიც ჯერ ვერ არჩევს რა არის კარგი, რა არის ცუდი ბექა.... შენ ძალიან კარგი ხარ...დაიჯერო უნდა...ადვილი არა..ეს ალბათ უფრო უნდა დაგაჯერონ,მარა მანამდე შენ დაიჯერე:ადამიანი ხარ :( :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|