ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა ვარ
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2010


სასაფლაოდან სასაფლაომდე

მზერა მიეყინა შორეულ წარსულს,
სევდიანად დაძრწის ირგვლივ სევდა,
მდუმარება უხმაუროდ აშრიალებს სულს
შვილს დასტირის შავოსანი დედა.

გულს-ნაწილებად დაშლილს,დაფანტულს
სხეული-გვამი თან დაათრევდა,
რად არ ასვენებს ეს გული სხეულს?
ისევ რად ფეთქავს? რად არ გაჩერდა?

შავად შეფერილ დღეებს უფერულს
მოგონებების ჩრდილი დასდევდა,
განცდებს სიტყვებად,ცრემლად დანთხეულს
მელანქოლიის სიო არწევდა.

ბედის უბედობა შავოსან ქალის
გაუჟღენთია ცრემლით ბოლომდე,
მისი ცხოვრების მარშუტი არის-
სასაფლაოდან-სასაფლაომდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები