 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2010 |
თოვლისფერი დაედო ახლა კედელს - ოთხივეს და ჭერიდან ხმაურით ჩამოცვივდნენ ჭინკები, სადღაც ისმის ვივალდი, სევდიანი მოტივი, ვერეს ვიწრო ხეობა მშობიარობს ჭინთვებით ქარს, რომელიც არსად და არაფერში ეტევა, ქარს, რომელიც გაცივდა დასამარხი გვამივით, მუხის სარწეველაზე გადავკიდებ ხერხემალს, თვალებს ცაზე შემოვდებ - მერე უცებ სამივეს ბროლის ნავში ჩავაწყობ, ნავს ვერეში ჩავუშვებ, ვერე მტკვართან მიმიყვანს... როგორ ღელავს კასპია... სავსე მთვარე დაყრუვდა დედამიწის ხმაურში, გარეთ ისევ ქარია, ყველაფერი ქარს მიაქვს, ყველაფერი ქარს მიაქვს, რაც კი ფოთოლს ედრება, ოქროს ბეჭდებს აგროვებს და ტალღებზე აბოდებს, დაუნდობელ ზამთარზე განაწყენდნენ კედრები, როცა თავი მოიკლეს და სისხლიან ნაფოტებს წააწერეს: ”მშვიდობით! ნუ ენდობით სტრიქონებს, ჩვენ უბრალოდ გავფრინდით ღრუბლებისკენ კირთებით...” მე და შენ რომ არ ვიყოთ, ქარი გამოგვიგონებს, ქარი გამოგვიგონებს გათოშილი თითებით, ერთად ყოფნას გვასწავლის და როდესაც მოვკვდებით, გამჭვირვალე ეტლებით სამარემდე მიგვიტანს; ჩვენ ისედაც მარტო ვართ, ფრთაფარფატა ფოთლები - ერთ მინაზე აკრულნი - გარედან და შიგნიდან. ყველა მინა გატყდება, ისე ყინავს... (მოთოვა...) ღამეს მიტკლის ფერი აქვს, მოძვრებიან ჭინკები, სადღაც ისმის ვივალდი, ნერვიული მოტივი და ფეხმძიმე ხეობა მშობიარობს ჭინთვებით ქარს, რომელიც არსად და არფერში ეტევა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მომეწონა ძალიან +++ მომეწონა ძალიან +++
17. ქარს, რომელიც არსად და არფერში ეტევა... 555555 ქარს, რომელიც არსად და არფერში ეტევა... 555555
16. ena chamivarda :) ena chamivarda :)
15. ჰმ... ვინა ხარ შენ ადამიანოოო?!!! :) :-* საიდან იხატავ??? ჰმ... ვინა ხარ შენ ადამიანოოო?!!! :) :-* საიდან იხატავ???
14. ძალიან მომეწონა.55555 ძალიან მომეწონა.55555
13. ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას! მართლაც შესანიშნავი ლექსია! 555555555555555555555555555555555555555 ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას! მართლაც შესანიშნავი ლექსია! 555555555555555555555555555555555555555
12. მეც მომეწონა, თანაც ძალიან!!! მეც მომეწონა, თანაც ძალიან!!!
11. მომეწონა ეს ლექსი მე... +777 მომეწონა ეს ლექსი მე... +777
10. გალაკტიონი ცოცხალი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა ეს ლექსი. საღოლ ავტორს! გალაკტიონი ცოცხალი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ მოეწონებოდა ეს ლექსი. საღოლ ავტორს!
9. მინდა ხმამაღლა ვთქვა,რომ თავისუფლად და ამაყად დაუდგება გვერით ეს ლექსი გალაკტიონის ნებისმიერ ლექსს..
უმაგრესი ავტორი. მინდა ხმამაღლა ვთქვა,რომ თავისუფლად და ამაყად დაუდგება გვერით ეს ლექსი გალაკტიონის ნებისმიერ ლექსს..
უმაგრესი ავტორი.
8. თქვენ სხვისი (თუნდაც გალაკტიონის) მოტივზე წერა არ გჭირდებათ:) და ისა...ჭინთვებით მშობიარობა თუ გინახავთ? არაა მთლად პოეტური სახე, დამიჯერეთ:) თქვენ სხვისი (თუნდაც გალაკტიონის) მოტივზე წერა არ გჭირდებათ:) და ისა...ჭინთვებით მშობიარობა თუ გინახავთ? არაა მთლად პოეტური სახე, დამიჯერეთ:)
7. გავაცუნცულე დღიურში! :)))) გავაცუნცულე დღიურში! :))))
6. აუუუუუ, გავითიშე! ძალიან მაგარი ლექსია! უძლიერესი! =D> :-* =D>
55555555555 აუუუუუ, გავითიშე! ძალიან მაგარი ლექსია! უძლიერესი! =D> :-* =D>
55555555555
5. რაკარგი იყო,ძალიან კარგი :) რაკარგი იყო,ძალიან კარგი :)
4. მე და შენ რომ არ ვიყოთ, ქარი გამოგვიგონებს, ქარი გამოგვიგონებს გათოშილი თითებით, ერთად ყოფნას გვასწავლის და როდესაც მოვკვდებით, გამჭვირვალე ეტლებით სამარემდე მიგვიტანს;
მე და შენ რომ არ ვიყოთ, ქარი გამოგვიგონებს, ქარი გამოგვიგონებს გათოშილი თითებით, ერთად ყოფნას გვასწავლის და როდესაც მოვკვდებით, გამჭვირვალე ეტლებით სამარემდე მიგვიტანს;
3. ამ ლექსის გამო შემოვედი ახლა საიტზე... თანაც იმდენი ვიწვალე, საშინელი ინტერნეტი მაქვს. ასეთი ლექსი კაიხანია არ წამიკითხია. მე მრცხვენია, ასეთი ავტორის გვერდით ჩემ ლექსს რომ ვდებ. სასწაული ხარ შენ... ამ ლექსის გამო შემოვედი ახლა საიტზე... თანაც იმდენი ვიწვალე, საშინელი ინტერნეტი მაქვს. ასეთი ლექსი კაიხანია არ წამიკითხია. მე მრცხვენია, ასეთი ავტორის გვერდით ჩემ ლექსს რომ ვდებ. სასწაული ხარ შენ...
2. ..
როცა ქარი ერთვება ნაწერში.. მე სულ მახსოვს ეს:
და ზღვა ისე შორია ახლა, რომ ვერცერთი მდინარე ვერ მიდის მასთან, რადგან იბრუნეს პირი მდინარეებმა და შეგვატოვეს ქარს, რომელიც წითელ ვაგონებში ცხოვრობს და უსტვენს.
..
ძლიერი ხარ მეგობარო.. ეს ლექსიც დასტურია ჩემი სიტყვების.. ..
როცა ქარი ერთვება ნაწერში.. მე სულ მახსოვს ეს:
და ზღვა ისე შორია ახლა, რომ ვერცერთი მდინარე ვერ მიდის მასთან, რადგან იბრუნეს პირი მდინარეებმა და შეგვატოვეს ქარს, რომელიც წითელ ვაგონებში ცხოვრობს და უსტვენს.
..
ძლიერი ხარ მეგობარო.. ეს ლექსიც დასტურია ჩემი სიტყვების..
1. ძალიან ლამაზი : ) ძალიან ლამაზი : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|