ავტორი: პეტრე ჟანრი: პოეზია22 ოქტომბერი, 2010
Your browser does not support the audio element.
მთვარიან ღამეს ჩაქუხას ვუცქერ, წყლიდან ამოხტა ვერცხლის კალმახი, მთიდან მალიგორ გადმოხეთქილზე, წინწკლები სჩანდა შავი ალმასის. ჭრიანტელივით აზამბარი აქაფდა ფიქრი, ცისა და ქვეყნის შუამავალო დედა მარიამ, დაუღალავი მზის მადლი ხარ,დედა ხარ ღმერთის, დედის კალთაში გულის გახსნა,შვილის ვალია. ჭდე სიტყვა მითხრა ჭარკანუნანმა, ჩაქჩახეულმა წყლისფერჩოხიანს, მართალს ვერ იჭერს ლატნის მახეო, და რომ სიმღერის მოძახილისთვის, ბანის გამომწვევ მეინახენო, ღვინით დასველდეს მობანეს ყელი, მანამ სიმღერა შეინახეო! კერასეულით ღვინო შევსვი ნაიაზმევი, გამოჯაგრული ბანსაც ვამბობ ჩემი აზრევით, მწყაზარ სიცოცხლეს, შენ უდგები თარა-თავდებით, და ჭოროხივით ქვიშაშეყრილი უმუხლთავდები... შენ! თვალმახარა კალმახო,ვინ აგიბნია გონია?! ჩაქუხას იქეთ გადასვლა,ნოეს მტრედის შტო გგონია, ცხენიც ქარფეხა რომ გყავდეს, ურვება დანაყელია, ჭუტში დაგიჭერს იცოდე, ქვებუდანობის ხელია. ბედზე მიგდომით შემართულს, ურთას მიხტომა გინდება, ჩინჩხვარი ტოტის ფიჩხისგან, კადონი ცეცხლი ინთება, ცეცხლზე შემწვარი კალმახი, მართლა ერთ წუთში იჭმევა, გინდ ცამდე ასწი ალალი, წყლის ბადლი ცეცხლი არ არის! ეს ბოხი ბანით ნამღერი, ყაბალახს ყურში გასკვენი, ვინც წყლიდან ხტომა იზრახა, ფხა დარჩა, ცხონდეს გამჩენი!
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
17. ვაიმეეე, რა ხმაა!!! აუდიო საოცარია!!! ასეთ დროს მინდა, აუდიოს გადაწერა შეიძლებოდეს საიტიდან... მინდა ყველას მოვასმენინო! ბედნიერება და წარმატებები! უდიდესი სიამოვნებ მივიღე და გმადლობთ!
ვაიმეეე, რა ხმაა!!! აუდიო საოცარია!!! ასეთ დროს მინდა, აუდიოს გადაწერა შეიძლებოდეს საიტიდან... მინდა ყველას მოვასმენინო! ბედნიერება და წარმატებები! უდიდესი სიამოვნებ მივიღე და გმადლობთ! 16. საოცარია, შელოცვასავით წასაკითხია!
საოცარია, შელოცვასავით წასაკითხია! 15. არა რააა,კიდევ ვუსმენ ..
არა რააა,კიდევ ვუსმენ .. 14. შენ! თვალმახარა კალმახო,ვინ აგიბნია გონია?! ჩაქუხას იქეთ გადასვლა,ნოეს მტრედის შტო გგონია, ცხენიც ქარფეხა რომ გყავდეს, ურვება დანაყელია, ჭუტში დაგიჭერს იცოდე, ქვებუდანობის ხელია. თქვენი კალმის ძალისხმევით ქართულ სიტყვას უჩვეულოდ ახალი კარიბჭეები ეხსნება, აქ სულ სხვანაირი, უძველესი ქართული სურნელებითაა იგი შემოსილი.
შენ! თვალმახარა კალმახო,ვინ აგიბნია გონია?! ჩაქუხას იქეთ გადასვლა,ნოეს მტრედის შტო გგონია, ცხენიც ქარფეხა რომ გყავდეს, ურვება დანაყელია, ჭუტში დაგიჭერს იცოდე, ქვებუდანობის ხელია. თქვენი კალმის ძალისხმევით ქართულ სიტყვას უჩვეულოდ ახალი კარიბჭეები ეხსნება, აქ სულ სხვანაირი, უძველესი ქართული სურნელებითაა იგი შემოსილი. 13. ქართულ ტკბილ-ჰანგოვან სიტყვათა სიმფონიაა თქვენი პოეზია ბატონო პეტრე. სადაც სიბრძნე და სილამაზე ნუსხავს მკითხველს (თუ მსმენელს!) უძლიერესია!
ქართულ ტკბილ-ჰანგოვან სიტყვათა სიმფონიაა თქვენი პოეზია ბატონო პეტრე. სადაც სიბრძნე და სილამაზე ნუსხავს მკითხველს (თუ მსმენელს!) უძლიერესია! 12. "ვინც წყლიდან ხტომა იზრახა, ფხა დარჩა, ცხონდეს გამჩენი! " თვალდახუჭულმა უნდა მოისმინო ეს ლექსი და შენც ჩაქუხას ნაპირზე აღმოჩნდები :)
"ვინც წყლიდან ხტომა იზრახა, ფხა დარჩა, ცხონდეს გამჩენი! " თვალდახუჭულმა უნდა მოისმინო ეს ლექსი და შენც ჩაქუხას ნაპირზე აღმოჩნდები :) 11. ცისა დაქვეყნის შუამავალო დედა მარიამ +5
ცისა დაქვეყნის შუამავალო დედა მარიამ +5 10. ოხ პეტრე, პეტრე?! მეხის გავარდნასავით ხარ რა, ჭექს შენი ყოველი სიტყვა! :)
ოხ პეტრე, პეტრე?! მეხის გავარდნასავით ხარ რა, ჭექს შენი ყოველი სიტყვა! :) 9. და ეს ლექსი მარტო კალმახია? პეტრე, მარადიული სიცოცხლე შენა სულით ქართველო პოეტო!!! მეტ აღარ ვიცი რა ვთქვა......... მეც ვდომვარ!!! გაიხარე შენა!!!
და ეს ლექსი მარტო კალმახია? პეტრე, მარადიული სიცოცხლე შენა სულით ქართველო პოეტო!!! მეტ აღარ ვიცი რა ვთქვა......... მეც ვდომვარ!!! გაიხარე შენა!!! 8. ეს ბოხი ბანით ნამღერი, ყაბალახს ყურში გასკვენი, ვინც წყლიდან ხტომა იზრახა, ფხა დარჩა, ცხონდეს გამჩენი! ---ეჰ , ვის ესმის არ ამოხტეო...555
ეს ბოხი ბანით ნამღერი, ყაბალახს ყურში გასკვენი, ვინც წყლიდან ხტომა იზრახა, ფხა დარჩა, ცხონდეს გამჩენი! ---ეჰ , ვის ესმის არ ამოხტეო...555 7. პეტრე, ვდუმვარ... ვდუმვარ რადგან... დანარჩენს PM-ში მოგწერ! :)
პეტრე, ვდუმვარ... ვდუმვარ რადგან... დანარჩენს PM-ში მოგწერ! :) 6. ვაა ++++ გენაცვალე ხმაში
ვაა ++++ გენაცვალე ხმაში 5. ვახ, ძალიან მომეწონა ეს ლექსი მე და დარწმუნებული ვარ ლელასაც მოეწონება ;)
ვახ, ძალიან მომეწონა ეს ლექსი მე და დარწმუნებული ვარ ლელასაც მოეწონება ;) 4. ამ კაცის წაკითხულზე ვგიჟდები. 55
ამ კაცის წაკითხულზე ვგიჟდები. 55 3. მომწონს ეს ლექსიც, მაგრამ პროზა თქვენი მირჩევნია უყოყმანოდ :D
მომწონს ეს ლექსიც, მაგრამ პროზა თქვენი მირჩევნია უყოყმანოდ :D 2. ასეთი კარგი ლექსი კალმახზე დღემდე არ წამიკითხავს. +2
ასეთი კარგი ლექსი კალმახზე დღემდე არ წამიკითხავს. +2 1. მოვიხიბლე... ძალიან-ძალიან კარგია... სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი მოწონება სრულყოფილად გადამოვცე... გაიხარე, ავტორო! :)
მოვიხიბლე... ძალიან-ძალიან კარგია... სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი მოწონება სრულყოფილად გადამოვცე... გაიხარე, ავტორო! :)
მონაცემები არ არის