ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე-კომლაძე
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2010


_____________________(დედა)

გარეთაც წვიმდა... ქარი, ღამე ავსებდა ოთახს,
ოთახს რომელსაც სიცივისგან დაღლილმა დილამ
მოუკაკუნა კარზე საათიდან და მაშინ როცა
წირში წამს აკლდა ოთხი ღამემ დალია სული...

ყვითელ ყლორტებქვეშ მიმალული ღრიალებს წვიმა,
სიჩუმის კორძებს მოქნეული ცულივით აპობს,
სევდა, საწოლის კიდეებზე ნაზად დაწვიმდა,
ცრემლის ნაკადით ეფერება ცარიელ ალბომს.

მერე ნეკნებში ახმაურდა: მიდი იტირე!
მინდა ცრემლებმა ეგ ძაძები შემოგახიონ,
დილის სიცივეს, რომ დაესვას მძიმე და ტირე,
წამმა წუთები წარსულისკენ აღარ დახიონ.

მდორე ფიქრების მდინარება ოცნებებს ერთვის,
და შესართავთან გეგონება ტალღებად მოთოვს,
წვიმის კურცხალი, რითი არის ცრემლებზე მეტი,
ერთ მუჭა მარილს წუთისოფლის ფასი დაედო!

ნეტავ, რამდენი შეაძლიეს ნაცრისფერ ნისლებს,
თეთრი ჭადარი ოქროს ფოთლებს ქრთამად უგზავნის
დიახ! ეს ცრემლი ჩემს ალბომში მანამდე იფრენს,
სანამ კაკუნი საათიდან მივა ყურამდე...

გარეთ ისევ წვიმს, მაგრამ ახლა აქაც გათენდა
ოთახში დილა შემოიტანს... ისევ არაფერს
სხივების გარდა და როცა მზე ამას გაბედავს
ნაწვიმარ წამებს წარსულისკენ წელით წაათრევს.
                                                            03/10/2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები