ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2011


დასასრული ( წერილი ოცდამესამე ) ციკლიდან სიჩუმის წერილები

რატომ გონიათ ადამიანებს რომ იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ ყველაფერი იდიალურია. რატომ გონიათ მათ რომ, ისინი ცხოვრობენ რეალურ სამყაროში, სადაც სიცოცხლეს აფერადებენ შავ ფერში,  სახეზე იკეთებენ ნიღბებს და სარკის წინ თამაშობენ როლს იმ სპექტაკლისას, რომელსაც  "დაბადებიდან - გარდაცვალებამდე" ჰქვია. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან რომ ამ ორ უკიდურესობას შორის არსებობს სიცოცხლე, არსებობს უამრავი ფერადი ბილიკი, არსებობს ღიმილი, მზე, მთვარე და ყველაფერი ის, რაც პირადად მე მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.
რატომ გონიათ ადამიანებს რომ იქ, სადაც ისინი დგავენ ნაბიჯებს, იმ ქუჩებზე სადაც ისინი დააბიჯებენ არ არსებობს სიცოცხლე, რატომ თვლიან რომ გარდა მათი, არავის დაესმის კითხვა ვინ. რატომ არ შეიძლება ხეს შევეკითხოთ ვინ ხარ შენ ? რატომ არ შეიძლება ჩავიხედოთ ჭაში და ჩვენს ანარეკლს ჩავძახოთ ძევიდან რა ხარ შენ? ნუთუ თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის რა არის ის ?
დამთავრდა...
მე უკვე დავიღალე ჩემი თეთრი სცენით, სადაც ოცდამესამედ მიკრავენ ტაშს, სადაც ოდცამესამედ მიკრავენ გულში, სადაც ოცდამესამედ ვყვები ჩვენი სიყვარულის ისტორიას. მორჩა! მე აღარ მსურს ვინმემ გაიგოს ჩვენს შესახებ, მე არ მინდა ვინმემ იცოდეს რომ ოდესღაც მე შენთან რაიმე კავშირი მქონდა, ამ თეთრ კედლებს კი სამუდამოდ დარჩებათ ჩემს მიერ შენდამი მოწერილი წერილები, რომლებიც მუდამ დაუდასტურებენ სიჩუემეს შენს არსებობას.
დღეს ისევ ჩუმად ვზივარ საათის წინ, ვუყურებ თევზებს და ვითვლი წამებს, მაგრამ წამებს თავისუფლების და არა შენთან შეხვედრის. შემოდგომაა მაგრამ ჩემი თეთრი სცენა სიცხისაგან იჭმუჭნება, წვიმის წვეთებიც ეხებიან მას მაგრამ, იგი მაინც ადვილად უმკლავდება შემოდგომის ნოტიო, ოდნავ სევდიან წვეთებს, რადგან სწორედ ჩემი თეთრი სცენა გრძნობს ყველაზე მეტად რომ დღეს ყველაფერი დამთავრდა.
დამთავრდა განა იმიტომ რომ მე შენ არ მიყვარხარ, განა იმიტომ რომ მე შენთან ყოფნა არ მსურს. უბრალოდ, შენ თავად არ ისურვე შენს სიჩუმესთან გამოთხოვება და გადმოსახლება იმ ოთახში, სადაც ყოველ დღე მაკითხავენ ჩემი ოთახის ფერში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ რომ ირგვლივ ყველაფერი იდეალურია. ისინი არასდროს მეკითხებიან რა მინდა, რა მაწუხებს, რისთვის ვარ აქ, ან რატომ უკრავენ ტაშს როდესაც მისმენენ მე. ისინი არასდროს საუბრობენ, თუმცა მე მათი საუბარი არც მჭირდება, ისედაც ვიცი რისი თქმა სურთ მათ, ისინი ხომ ჩემთან ნიღბის გარეშე შემოდიან.
იცი, დღეს პირველად შევნიშნე რომ ოთახის შუაგულში, იქ სადაც ყველაზე ხშირად დაფრინავენ ფერადი პეპლები, ჩამოკიდებულია ოთახისფერი თოკი, მას ქვევიდან სკამი აქვს შედგმული და თითქოს თავისთვის, თითქმის ჩურჩულით იძახის: მე ეს  მსურს, მე აღარ მჯერა შენი, მე დღეს მივდივარ...
უკვე აღარც ის ვიცი დაგემშვიდობო თუ არა. როგორც კი დავხუჭავ თვალს, მაშინვე შენი სახე წარმომიდგება თვალწინ. მაგრამ უკვე აღარც ის ვიცი, ვინ არის ის.
მორჩა, მე მივდივარ...
მივდივარ იქ სადაც ყველაფერი დავიწყე, მივდივარ იქ სადაც მუდამ ისმის  პატარა არსების ხმა, იქ სადაც არ ეშინიათ სიშიშვლის და იქ სადაც მუდამ მეფობს თავისუფლება. მშვიდობით...
უკვე ბუნდოვნად ვხედავ ყველაფერს, უკვე ვგრძნობ სიშიშვლეს, ვგრძნობ როგორ ცახცახებს ჩემი სხეული, როგორ მოგორავს თვალებიდან წყლის წვეთებით სავსე ბუშტები და ვფიქრობ ისევ შენზე. მე მივდივარ, მაგრამ მაინც მაქვს იმის იმედი რომ იქ მაინც გიხილავ, ჩაგიკრავ გულში და ისევ მოგეფერები ძველებურად. ამ წერილს კი აქვე, ჩემს ოთახში ვასვენებ, იმ სკამზე რომლის თავზეც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეშლილი სახით ფართხალებს რაღაც. თუმცა ოდნავი ჩურჩულით კედლებს ვეუბნები შენს მისამართს, ვინ იცის, იქნებ თავად კედლება ისურვონ ჩემი ბოლო წერილის შენსკენ გამოგზავნა...
      დიდი ბრიტანეთი
          ქალაქი ლონ...დონი
              ყვი... თელი მოედნის ქუ...ჩა 13
                  ანნა...
რატომ გონიათ ადამიანებს რომ იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ ყველაფერი იდიალურია. რატომ გონიათ მათ რომ, ისინი ცხოვრობენ რეალურ სამყაროში, სადაც სიცოცხლეს აფერადებენ შავ ფერში,  სახეზე იკეთებენ ნიღბებს და სარკის წინ თამაშობენ როლს იმ სპექტაკლისას, რომელსაც  "დაბადებიდან - გარდაცვალებამდე" ჰქვია. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან რომ ამ ორ უკიდურესობას შორის არსებობს სიცოცხლე, არსებობს უამრავი ფერადი ბილიკი, არსებობს ღიმილი, მზე, მთვარე და ყველაფერი ის, რაც პირადად მე მანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას.
    ისმის საშინელი კივილი. ახალგაზრდა, ყვითელ ფერებში გამოწყობილი გოგონა გაშმაგებით აღებს საგიჟეთის კარებს და ატირებული, მუხლმოდრეკილი ეცემა ახალგაზრდა ბიჭის წინ, რომლის დიდრონი, ჭკვიანი თვალებიდანაც ჯერ კიდევ უსაზღვრო სითბო გადმოდიოდა. ის ეფერება მას. უკოცნის გაციებულ ტუჩებს და ჯერ კიდევ გრძნობს მათ საოცარ სურნელს. იხუტებს გულში და ენით გამოუთქმელი ხმის ტემბრით ესაუბრება მომაკვდავს: არა, არა... შენ ხომ დამპირდი, შენ ხომ მელოდებოდი, რატომ, რატომ ჩაიდინე ეს.
    ჩემი თვალებიც ნელ-ნელა სველდება და მათი სიყვარულის თავბრუდამხვევ მორევში იძირება...
    გავიდა დრო და მე ისევ შევხვდი მათ, ისევ ნაცნობ მისამართზე, ყვითელი მოედნის ქუჩა 13, სადაც ისევ შემოდგომა მეფობდა და ირგვლივ ისევ მათი სიყვარულით ივსებოდა ქუჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს