 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 1 ნოემბერი, 2010 |
ჩემი ქალიშვილი დღეს პირველად შემხვდა ქუჩაში. სამსახურიდან გამოსული გაჩერებაზე გავჩერდი. მოსაცდელში სკამზე ჩამოვჯექი და მგზავრებს ვათვალიერებდი. ხალხის ნაკადში ჩემი ყურადღება ვარდისფერკაბიანმა გოგონამ მიიქცია, რომელიც ნელა-ნელა აღმართს მოუყვებოდა და დროდადრო თაბახის ფურცლით სახეს ინიავებდა. უცებ სასიამოვნო გრძნობამ დამიარა – ვარდისფერკაბიანში საკუთარი ქალიშვილი ამოვიცანი! მისი პატარაობა გამახსენდა. საოცარი ბავშვი იყო – ანცი და ჭკუით სავსე. ერთხელ, ჩვენმა სტუმარმა, ქეთინო ღვედაშვილმა დიდი ტორტი გამოაცხო, მაგიდაზე დადგა და გვითხრა, ეს ჩვენი ”საგვარეულო” ტორტია და მხოლოდ ღვედაშვილებმა უნდა მიირთვანო, სოფანიამ კი ჩანგალი მოიმარჯვა და მორცხვად გამოგვიცხადა, მე „ღედასვილი“ ვარო! ერთხელაც საბავშვო ბაღში წასვლის წინ კაბა ცოტა დაეჭმუჭნა, მეუღლემ თქვა, უცებ გადავაუთავებ და ისე წაიყვანეო. გულგახეთქილი სოფანია ფართხა-ფურთხით მომვარდა და შეშინებული ჩამეხვია... ალბათ იფიქრა, რომ დედამისი ჩაცმული კაბის დაუთოვებას აპირებდა... პატარ-პატარა ოინბაზობები კი ცალკე: პურის საყიდლად ეზოში ჩავედი. მეშვიდე სართულიდან დამინახა ორი წლის სოფანიამ. "პატალა მამა!" – გახარებია, შემდეგ კი სამსახურში წასვლამდე შარვალი ფეხსაცმელების ჯაგრისით "გამიწმინდა". რამდენჯერმე კი დამაგრძელებელი გადაჭრა ცულით... გარდამავალ ასაკში რაღაც შიშები დასჩემდა. შებინდდებოდა თუ არა, გარეთ ვერ გამოდიოდა. იმ პერიოდში ზაფხული სოფელში გაატარა, საიდანაც წერილი მომწერა – მეშინია და თავს ვერაფერს ვუხერხებო. მეც საპასუხოდ ვრცელი პასუხი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, თუ როგორ აღმწერა ცნობილი უფოლოგის, თალეს შონიას ძმამ – გიორგიმ: თავზე ანტენები გაქვს და მიწაზეც ვეებერთელა კუდი დაგთრევსო! მეტი დამაჯერებლობისთვის ტექსტს დაუშრეტელი ფანტასტიკის ოსტატის, ჰიერონიმუს ბოსხის ერთი ფიგურაც მივახატე – ალბათ გახსოვთ თენგიზ აბულაძის ფილმიდან „მონანიება“ ეპიზოდი ეკლესიაში: ლაბორატორიაში რადიოთი ისმის გადაცემა ციკლიდან „მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები. ალბერტ აინშტაინი“ მის ანდერძს კითხულობენ. ეკლესიაში განლაგებულ უზარმაზარ მოწყობილობებს შორის კი სწრაფად ჩაივლის მწვანე-ცისფერკაბიანი ქალი. იგი მიათრევს გრძელ კუდს, თავზე სქელტანიანი წიგნი ადევს, წიგნზე ზის ვირთაგვა (სახე მეცნიერებისა, რომელიც საკუთარ თავს ჭამს). ნახატს კი ასეთი მინაწერი გავუკეთე: „რადგან ჩემი შვილი ხარ, “პაწუა” ანტენები შენც გექნება, როცა არასასიამოვნო ფიქრებში გაეხვევი, “გადმომიგზავნე” და არაფერზე იფიქრო-თქო“. გასჭრა. მოეხსნა შიშები. – მამა?! რატომღაც ვიცოდი რომ აქ შეგხვდებოდი! უნივერსიტეტში ვიყავი, განცხადება უნდა დამეწერა, მაგრამ რექტორის არჩევნებიაო და არ შეგვიშვეს. – მერე აქ საიდანღა გაჩნდი? – ელბაქიძე ფეხით ჩამოვიარე, მერე კი შენსკენ გამოვწიე, ბარემ ერთად წავიდეთ სახლში... ენაცვალოს მამიკო! მომსწრებია სოფანია! სოფანია კი არა – უკვე სოფიკო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ეს მართლაც ასე იყო :)
ეს მართლაც ასე იყო :)
28. მისტერ ასანური
ჩემი ქალიშვილი დღეს პირველად შემხვდა ქუჩაში. ...
+5
მისტერ ასანური
ჩემი ქალიშვილი დღეს პირველად შემხვდა ქუჩაში. ...
+5
27. :)))) გაიხარეთ :) :)))) გაიხარეთ :)
26. თქვენიანად, ჩემო სოფიასო, თქვენიანად :) სოფიკოს პატარაობაში "სოფი დონები" ერქვა :) ერთხელ ირაკლი და სოფიკო რომ წაიჩხუბნენ, რატომღაც სოფიკოს გამოვექომაგე... ირაკლი მეუბნება: ხოოო მაგას გამოექომაგე, ეგეც ხომ სოფი დონები გყავსო (იცოდა ბავშვმა რომ სოფი ლორენი მიყვარდა) :) თქვენიანად, ჩემო სოფიასო, თქვენიანად :) სოფიკოს პატარაობაში "სოფი დონები" ერქვა :) ერთხელ ირაკლი და სოფიკო რომ წაიჩხუბნენ, რატომღაც სოფიკოს გამოვექომაგე... ირაკლი მეუბნება: ხოოო მაგას გამოექომაგე, ეგეც ხომ სოფი დონები გყავსო (იცოდა ბავშვმა რომ სოფი ლორენი მიყვარდა) :)
25. ღმერთმა დაგილოცოთ თქვენი სოფანია :) სახელი ძალიან მომეწონა :) ღმერთმა დაგილოცოთ თქვენი სოფანია :) სახელი ძალიან მომეწონა :)
24. თბილი, სიყვარულით სავსე... :) თბილი, სიყვარულით სავსე... :)
23. მამის თბილი მიძღვნა ულამაზესი ქალიშვილისადმი! მამის თბილი მიძღვნა ულამაზესი ქალიშვილისადმი!
22. ღმერთა დალოცოს თქვენი უსათუთესი მამა-შვილობა...მიხარია, რომ გიცნოთბ,მზე-ადამიანებო...
(ჩემმა მამიკომაც მომიძღვნა ერთხელ ლექსი და მშობლის მონატრებას ამ ლექსის კითხვით ვიხშობ ხოლმე...)
ღმერთა დალოცოს თქვენი უსათუთესი მამა-შვილობა...მიხარია, რომ გიცნოთბ,მზე-ადამიანებო...
(ჩემმა მამიკომაც მომიძღვნა ერთხელ ლექსი და მშობლის მონატრებას ამ ლექსის კითხვით ვიხშობ ხოლმე...)
21. :) გაიხარეთ! :) გაიხარეთ!
20. მომეწონა,შინაარსი ლამაზი,გაიხარეთ! +555 მომეწონა,შინაარსი ლამაზი,გაიხარეთ! +555
19. გულწრფელი ნაწერი, ბატონო გუგუა, შევედი თქვენ შინაურ საიტზე, რა ლამაზი შვილები და იჯახი გყავთ, ვათვალიერებ და გკითხულობთ, ძალიან საინტერესო საიტია და,მაშინაც თქვენ მშვენიერი ვაჟკაცი ყოფილხართ და ეხლაც არ გაკლიათ შემართება, აქტიურობა, სიცოცხლისუნარიანობა, სიკეთის კეთება სხვისთვის მოგდგამს გენებით,ამიტომ გისურვებ წინსვლას და სიხარულს ამ ლამაზ ოჯახთან ერთად, +5555 გულწრფელი ნაწერი, ბატონო გუგუა, შევედი თქვენ შინაურ საიტზე, რა ლამაზი შვილები და იჯახი გყავთ, ვათვალიერებ და გკითხულობთ, ძალიან საინტერესო საიტია და,მაშინაც თქვენ მშვენიერი ვაჟკაცი ყოფილხართ და ეხლაც არ გაკლიათ შემართება, აქტიურობა, სიცოცხლისუნარიანობა, სიკეთის კეთება სხვისთვის მოგდგამს გენებით,ამიტომ გისურვებ წინსვლას და სიხარულს ამ ლამაზ ოჯახთან ერთად, +5555
18. ეს ნაწერი მაშინ წავიკითხე,რომ ჭედავდა და კომენტარი ვერ დავწერე.
ძალიან თბილი ნაწერია! +5! ეს ნაწერი მაშინ წავიკითხე,რომ ჭედავდა და კომენტარი ვერ დავწერე.
ძალიან თბილი ნაწერია! +5!
17. ცრემლები წამომივიდა...:)რა ლამაზი ურთიერთობაა და როგორი თბილი,თბილი,თბილი...:):)ძალიან მიყვარხართ სოფანიასთან(აწ უკვე სოფიკოსთან)ერთად!:):-* ცრემლები წამომივიდა...:)რა ლამაზი ურთიერთობაა და როგორი თბილი,თბილი,თბილი...:):)ძალიან მიყვარხართ სოფანიასთან(აწ უკვე სოფიკოსთან)ერთად!:):-*
16. სითბო იღვრება ნაწერიდან როგორც ყოველთვის და ჩემს მობუზულ სულს მზის სხივად ეფინება:) +777 სითბო იღვრება ნაწერიდან როგორც ყოველთვის და ჩემს მობუზულ სულს მზის სხივად ეფინება:) +777
15. ძალიან თბილია, სხვა გრძნობა გეუფლება, როცა საკუთარ შვილზე წერ.
ძალიან თბილია, სხვა გრძნობა გეუფლება, როცა საკუთარ შვილზე წერ.
14. მიხარია გუგუავ და მეამაყება შენთან მეგობრობა!!! გაიხარე შენა!!! მიხარია გუგუავ და მეამაყება შენთან მეგობრობა!!! გაიხარე შენა!!!
13. ყველას დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურეთ, თქვენც დაამატეთ ასეთი შემთხვევები თუ გახსოვთ :) 1. თამარ. პირველ კლასში ერთხელ კლასის დამრიგებელმა დედაჩემი "გააშავა" სახალხოდ: ძალიან კარგი ბავშვია, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, უფროსების პატივისმცემელი, მაგრამ ძალიან ბინძურიო... რა თქმა უნდა დედაჩემს შერცხვა და უკითხავს, რატომ მეუბნებით ასე, სახლიდან ყოველთვის სუფთა გამოდისო... - რა ვიცი, სახე კი სულ მოთხუპნული აქვსო - უთქვამს დამრიგებელს, დღესაც გავიყვანე დიდ დასვენებაზე და ლოყები გავუხეხე, მაგრამ ვერ ამოვაცილეო... დედაჩემს გასცინებია და - ეგ ლაქა დაბადებიდან აქვსო - უპასუხნია! მართლაც მქონდა მარცხენა ლოყაზე ლაქა, რომელიც აფრიკის კონტინენტს წააგავდა, ექიმებს უთქვიათ ვიტამინების ნაკლებობაა და რომ გაიზრდება და პირის გაპარსვას დაიწყებს, მაშინ თავისით გაქრებაო. მართლაც ასე მოხდა :) 2. დაისო, სამხედრო აკადემიაში რომ ვმუშაობდი, ერთხელ ჩემი ირაკლი მოვიდა - ბატონო კაპიტანოო! ასე მომმართავდა :) რომ ვკითხე, ასე რატომ მომმართავთქო? რა ვიცი, ყველა ასე გეძახის და მეც მაგიტომო :) 3. ეს კი ვერ გავიგე... მე-11 "ვაჰ, როგორ მეტკინა ახლა ეს.... ორმაგად" ყველას დიდი მადლობა, ვინც გამომეხმაურეთ, თქვენც დაამატეთ ასეთი შემთხვევები თუ გახსოვთ :) 1. თამარ. პირველ კლასში ერთხელ კლასის დამრიგებელმა დედაჩემი "გააშავა" სახალხოდ: ძალიან კარგი ბავშვია, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, უფროსების პატივისმცემელი, მაგრამ ძალიან ბინძურიო... რა თქმა უნდა დედაჩემს შერცხვა და უკითხავს, რატომ მეუბნებით ასე, სახლიდან ყოველთვის სუფთა გამოდისო... - რა ვიცი, სახე კი სულ მოთხუპნული აქვსო - უთქვამს დამრიგებელს, დღესაც გავიყვანე დიდ დასვენებაზე და ლოყები გავუხეხე, მაგრამ ვერ ამოვაცილეო... დედაჩემს გასცინებია და - ეგ ლაქა დაბადებიდან აქვსო - უპასუხნია! მართლაც მქონდა მარცხენა ლოყაზე ლაქა, რომელიც აფრიკის კონტინენტს წააგავდა, ექიმებს უთქვიათ ვიტამინების ნაკლებობაა და რომ გაიზრდება და პირის გაპარსვას დაიწყებს, მაშინ თავისით გაქრებაო. მართლაც ასე მოხდა :) 2. დაისო, სამხედრო აკადემიაში რომ ვმუშაობდი, ერთხელ ჩემი ირაკლი მოვიდა - ბატონო კაპიტანოო! ასე მომმართავდა :) რომ ვკითხე, ასე რატომ მომმართავთქო? რა ვიცი, ყველა ასე გეძახის და მეც მაგიტომო :) 3. ეს კი ვერ გავიგე... მე-11 "ვაჰ, როგორ მეტკინა ახლა ეს.... ორმაგად"
12. კი, მამა-შვილობაც საოცარი და სათუთი გრძნობაა. მამაჩემი პირველად რომ შემხვდა ქუჩაში, დაბნეულობიგან თუ გაოცებისგან გამარჯობა ვუთხარი და ის ჩემზე უარესად დაიბნა...ორივემ გავიცინეთ და დამტუქსა, მამას ეგ როგორ მითხარიო..მამისთვის "გამარჯობაზე" უკეთესი სიტყვა ვერ მომაფიქრდა უცებმეთქი...იცინოდა, მაგრამ თვალებში სიხარულის, თუ სიყვარულის ცრემლი რომ ჩაუდგა, ისე შევნიშნე, რომ 20 წელია გასული და აი, არ დამვიწყებია :) არადა, ქალიშვილების ქორწინებას კინაღამ თან სათითაოდ გადაყვა, მაგრამ ის ცრემლი რაღაც სხვანაირი იყო კი, მამა-შვილობაც საოცარი და სათუთი გრძნობაა. მამაჩემი პირველად რომ შემხვდა ქუჩაში, დაბნეულობიგან თუ გაოცებისგან გამარჯობა ვუთხარი და ის ჩემზე უარესად დაიბნა...ორივემ გავიცინეთ და დამტუქსა, მამას ეგ როგორ მითხარიო..მამისთვის "გამარჯობაზე" უკეთესი სიტყვა ვერ მომაფიქრდა უცებმეთქი...იცინოდა, მაგრამ თვალებში სიხარულის, თუ სიყვარულის ცრემლი რომ ჩაუდგა, ისე შევნიშნე, რომ 20 წელია გასული და აი, არ დამვიწყებია :) არადა, ქალიშვილების ქორწინებას კინაღამ თან სათითაოდ გადაყვა, მაგრამ ის ცრემლი რაღაც სხვანაირი იყო
11. ვაჰ, როგორ მეტკინა ახლა ეს.... ორმაგად ვაჰ, როგორ მეტკინა ახლა ეს.... ორმაგად
10. ღმერთმა გიბედნიეროთ. :) თბილიაძალიან ნაწერი და სათუთი.
ღმერთმა გიბედნიეროთ. :) თბილიაძალიან ნაწერი და სათუთი.
9. პირველ კლასში სკოლაში დედას ან ბებიას დავყავდი... ერთ დღესაც სკოლიდან გამოვედი და... არავინ დამხვდა. დავადექი გზას მარტოკა და... ცოტა ხანში მესმის: – თამიი... თააამ... – მამას ხმა იყო... დედას და ბებიას არ ეცალათ და მამა წამოსულა დასახვედრად.
იცი, ჩემი პირველი გაფიქრება რა იყო? სახლში არ ვარ და ქუჩაში, ამდენ ჩემხელა ბავშვებში, ნეტა, როგორ მიცნო მამიკომ–მეთქი?..
გაიხარე, გუგუააავ! 5 პირველ კლასში სკოლაში დედას ან ბებიას დავყავდი... ერთ დღესაც სკოლიდან გამოვედი და... არავინ დამხვდა. დავადექი გზას მარტოკა და... ცოტა ხანში მესმის: – თამიი... თააამ... – მამას ხმა იყო... დედას და ბებიას არ ეცალათ და მამა წამოსულა დასახვედრად.
იცი, ჩემი პირველი გაფიქრება რა იყო? სახლში არ ვარ და ქუჩაში, ამდენ ჩემხელა ბავშვებში, ნეტა, როგორ მიცნო მამიკომ–მეთქი?..
გაიხარე, გუგუააავ! 5
8. შვილები ჩვენთვის ყოველთვის პატარებად დარჩებიან, ისეთი საყვარლები როგორც სოფანიაა ამ სურათში... შვილები ჩვენთვის ყოველთვის პატარებად დარჩებიან, ისეთი საყვარლები როგორც სოფანიაა ამ სურათში...
7. ჩემი ქალიშვილი დღეს პირველად შემხვდა ქუჩაში.... იცი რამდენი თქვა ამ ერთმა ფრაზამ უკვე?... კარგად წერ გუგუაუ...55555555 ჩემი ქალიშვილი დღეს პირველად შემხვდა ქუჩაში.... იცი რამდენი თქვა ამ ერთმა ფრაზამ უკვე?... კარგად წერ გუგუაუ...55555555
6. ღმერთმა გადღგრძელოთ! ღმერთმა გადღგრძელოთ!
5. :) სოფოს მოკითხვა!
ნაწერი გგავს, ანუ შენსავით გულიანია....... :) სოფოს მოკითხვა!
ნაწერი გგავს, ანუ შენსავით გულიანია.......
4. 55555 ვიცოდი ეს ღიმილიანი და უცნაური ისტორიები, მოგიყოლია, გიორგი! რამხელა სიყვარულითა და რა ლამაზად გადმოსცემ სათქმელს! წარმატებები სოფიკოს, სულ წარმატებები! მოგიკითხე! 55555 ვიცოდი ეს ღიმილიანი და უცნაური ისტორიები, მოგიყოლია, გიორგი! რამხელა სიყვარულითა და რა ლამაზად გადმოსცემ სათქმელს! წარმატებები სოფიკოს, სულ წარმატებები! მოგიკითხე!
3. :):):) რამდენჯერმე კი დამაგრძელებელი გადაჭრა ცულით... ეს კაი იყო.. :):):):)
5!!! :):):) რამდენჯერმე კი დამაგრძელებელი გადაჭრა ცულით... ეს კაი იყო.. :):):):)
5!!!
2. ია, მაგ სურათში დევი-ბახალას ვეძახდი... ნახე, რა ეშმაკუნა თვალები აქვს? ია, მაგ სურათში დევი-ბახალას ვეძახდი... ნახე, რა ეშმაკუნა თვალები აქვს?
1. სოფანიააა :) საყვარელიიი!!! ვაიმეეე რას გავს ჩასაბურჯგნიიი :D სოფანიააა :) საყვარელიიი!!! ვაიმეეე რას გავს ჩასაბურჯგნიიი :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|