ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2010


ბებო და ევგენი (სერია 5. FINAL)

ხალხი:

გასწი, გამოსწი, მოექეც,
ქვემოდან მახათ-მახათო,
ამოუდექი გვერდიდან,
სისწრაფით, ჩქარა-ჩქარაო,
გაუმრავლ-დაუსადგურე,
თუ რამე დაგსიზმრებია,
მოურბინ-გაუნამქერე,
იფ, იფ, იფ რა ფიქრებია.

ევგენი:

ქალი არსად ჩანს გაიწით,
არც მე მაქვს დიდი რიდია,
ჩემი ადგილიც მოძებნეთ,
მეც ვარ სოფლისა მკვიდრია.

ჯოზეფინას შეყვარებული:

ევგენ გამეცალ შენამდე,
მე ვიყავ მისი დამჭერი,
პირველი ვიყავ და ბოლოს,
არა მეკუთვნის სამღერი!

ბებოს და:

ამდენი წელი ვცხოვრობდი,
ამდენი გზები მივლია,
რაც სიბოროტე მინახავს,
სუყლვეგან კარგი მიქნია,
ქალიც ვყოფილვარ ყლორტივით,
ვაჟიც მინახავს ვაჟური,
კაცსაც კი მოვწონებივარ,
ამომირტყია პანღური,
მაგრამ ასეთი? არამცდა,
ღმერთო... არცერთი არაცდა!

ბებო:

ეხ, ჩემო დაო, რას ვიზამთ,
არ არის დღეს მზე ჩვენია,
თან საღამოა, ჩასულა,
ხვალ სხვისთვის გაუთენია,
ამდენ უგუნურსა ხალხს შორის,
ვერცერთი მოდის ჭკუასა,
მეც ვერ აღვზარდე შვილები,
შეჰყურებენ მათ უმსგავსსა...

კიკო:

აუ კიკო ვარ, დოლიძე,
სოფლისა ამა თავკაცი,
კიკო არ ვიყო თუ დღესვე,
არ გავხდე სხვაზე ვაჟკაცი,
განზე გადექი სოფელო,
ჰეი, შე მართლა სოფლელო,
მაგ ქალს სუყველა შეეშვით,
სუყველა დაბლა დეეშვით!
განა თქვენ არ გყავთ ოჯახში,
ძუძუნის მატარებელნი?
ერთხელაც სახლში მიხვალთ და,
დაგხვდებათ მატარებელით,
ორი ვაგონი მოსული,
თქვენი ცოლების მძევლები,
თქვენი დედების შვილები,
თქვენი შვილების მკვლელები!
ამ ყველაფრისა ხილვისგან,
წაიკითხავდით ბალადას,
ნატრიონ სუხიტაშვილის*,
"რატომ არ გავჩნდი ქალადას"!

ხალხი:

ეს ის კიკოა ვისაც დღეს,
პანჩურს ვურტყამდით დილიდან?
იქნებ სხვისი ხმა მოგვესმა,
ამომავალი პირიდან?

ევგენი:

არა, ეს მართლა კიკოა,
ჩემი ძმა, ჩემი საქები,
ამისა სიბრძნის კბილისგან,
მოიპოვება საკვები.

კიკო:

ჩაისვარ ჩემო ევგენი?
გებლაბუდება ენაო?
ეხლა დამიწყე ძმობა და,
ეხლა შემინდე ცოდვაო?

ევგენი:

კიკო, მე შენი ძმა ვიყავ,
ყოველთვის შენისთანაო,
შენ ჩემზე კარგი იყავი,
არ ვიცი რა გითხრანაო.

კიკო:

ნურაფერს მეტყვი ძმობილო,
განზე გადექი ჩქარაო,
მე ნურასა მთხოვ შენ შენთვის,
მე ჩემთვის ბებოსთანაო.

ბებო:

ვამაყობ შენით კიკუნა,
უკვე სოფელს ჰყავს პატრონი,
ეს ხალხი შენ უნდა მართო,
და გახდე მათი ბატონი.

კიკო:

არ მინდა ასრეთ სოფელი,
არცა მონა და ბატონი,
მე ასეთ სოფელს რა ვუთხრა,
ერთი ამათი პატრონი...
მე წავალ სხვაგან ვიცხოვრებ,
გზად შენ წაგიყვან ბებია,
შენი დაც წამოიყვანე,
ხო იცი ეგეც ჩვენია.

ჯოზეფინა:

მადლობა კიკო ბატონო,
ეხლა, რომ გადამარჩინე,
ოღონდ გთხოვთ მეც წამიყვანე,
ბოზობას გადამაჩვიე.

კიკო:

ჯოზო, შე ბოზო წაგიყვან,
სულ ჩემთან ივლი გზაზედა,
ცოლადაც ხომ გამომყვები?
გადაგიკიდებ მხარზედა.

ჯოზეფინა:

კიკო მიყვარდი ყოველთვის,
უბრალოდ სხვისი სახითა,
დღეიდან მხოლოდ შენ გვერდით,
და შენთან ერთად მარხვითა.

მოძღვარი:

დიდება უფალს, გამრავლდით,
ღმერთი ყოველთვის გფარავდეთ,
ერთურთის კარგით იხარეთ,
და ცუდი კიდე გტანჯავდეთ!



_________________________________________

* ნატრიონ სუხიტაშვილი - ყველადროის, ყველასათვის კარგად ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები