ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2010


რევოლუცია

ისევ აიშალა ფიქრების არმია და
სევდიანი ისტორიის დასასრულს დაემსგავსა.
მთვარის ირგვლივ კი  დაიშალა და
ორ რიგად მოეწყო ვარსკვლავთა ასეული.
გარშემო საამური სიო ქრის, სურნელება კი,
სადღაც დასავლეთიდან მოაქვს დაჭრილ მეომარს.
ის ყვება ამბავს რომელსაც ცრემლიანი სიმამაცით
თავისივე იარაღს ახოცავს.
იბადება ახალი სიბრძნე - სიცრუისა,
ვრცელდება ჭორი, ირევა რიგები,
შეტევა...
და თქაფა-თქუფი გაუდის მტვრიან თავებს
ობლად მომბულ სხეულებზე.
ისევ აირია ფიქრების არმია და
სევდიანი ისტორიის დასასრულს დაემსგავსა.
დაიღვარა სისხლიანი სიტყვები და
მთვარის ზენიტამდე ავიდა გლოვა დახოცილთა.
უბადრუკი ოცნებების დასასრული მოდის...
ქრება აქამდე ნაჩვენები კადრები,
რომლებიც სიმართლეს წააგავეს მაგრამ,
სიზმრის საშინელი გემო დაჰკრავს.
დამთავრდა, ახლა სარკეები მეფობენ მხოლოდ,
სადაც დაჭრილი ხელისგულები ეძებენ წამალს
და უყურებენ თავიანთ ყვითელ სისხლს,
საიდანაც შემოდგომის ფოთლები ცვივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს