ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: body=ali
ჟანრი: იუმორისტული
2 ნოემბერი, 2010


უკვე დახურეს სკოლა

                                                                            დახურეს სიყვარულის სკოლა
                                                                    და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო

ერთმა მეფემ ბრძანა თურმე მკაცრად:
დახურეთო სიყვარულის სკოლა!
ნამდვილ წყვილებს უკვე ვეღარ მივიღებთ,
საბუთებსაც ყველას უკან გირიგებთ!

სიყვარულზე დაწესდაო ტარიფი
და ალერსზე გამოწერეთ თხოვნა!
უჩხუბიათ ვნებასა და გონებას
აშველებდათ გამომთვრალი გრძნობა.

ცალკე მერხზე გადაუსვამთ გუშინ
გაბუტული ტუჩები და ლოყა.
სკოლის კართან იდგა ერთი
მოწყენილი, ხელნაკრავი კოცნა.

ცხრილში ჩაუსვამთ ამბორი
იწერდა ღამის ბოდვა.
გულს კი ეს გადაუწყვიტავს
აღარ მინდაო მოცდა!

პ.ს. ხვალ ნუღარავინ ნუ მოვა!
      უკვე დახურეს სკოლა!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები