ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიომიქაბერიძე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ლურჯი ანარეკლი

როცა ხედავ რა პატარა ხარ გალაკტიკისთვის,
და როცა იგრძნობ რა დიდია შენივე გული,
მაშინ სიკვდილი შენში ორთქლად გადაიქცევა
და სიცოცხლე ღვთაებრივად განაგრძობს ლღვობას…

როცა ჩახედავ შენს თავს თვალებში,
და გაიგონებ ყველა თევზის რითმულ სუნთქვის ხმას,
მაშინ განაგრძობს ბალახი გაზრდას მყისვე ზეცისკენ
და მდინარე განაახლებს განურჩევლად ჯებირის მტვრევას...

მოდი დახუჭე ორივე თვალი, სხვა დანარჩენი ფართოდ შეაღე...
ნუ დაუჯერებ ნურცერთ ჩემს სიტყვას,
მხოლოდ კარები,  ნაზად გააღე...


ვარსკვლავი იდო მშვიდ ჰორიზონტზე
და ლურჯი შუქით გვახსენებდა საკუთარ თავებს...
აქ ნუღარ მკითხავ მე უკვე დროებს და ნურც საათებს;
ეს სილუეტი მე აღარა ვარ,
ანარეკლია ჩემი თვალები...

მე ხომ, ამ წამს გარეთ გავედი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები