 | ავტორი: N O D O ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2010 |
არასდროს მჯეროდა ცრურწმენების, არც მსხვერპლშეწირვის, არც სიყვარულის, არც...
არც იმის, რომ ღამით ფრჩხილების მოწესრიგება არ შეიძლება, არც იმის, რომ პურს თუ ჩააბრუნებ, უბედურება გადახდება ოჯახს, არც შელოცვების, მუცლის ტკივილისას, არც...
არც იმის, რომ ჰოროსკოპი სიმართლეს ამბობს, რომ ყოველდღიურად თხის რქას გაუმართლებს, რომ მისი პარტნიორი (საუკეთესო) არის სასწორი, შენ სასწორი ხარ ჰოროსკოპით.
არც მარჩიელების მჯერა, თავიანთი დამღლელი კურსებით, თუ ბევრს გადაუხდი მთელი ცხოვრება ხუთიანზე აგეწყობა. არც ყავის ჭიქის, თითქოსდა რაღაცა ჩანს შიგნით, არც კარტის, პირველში 1, მეორეში 2 და ასე შემდეგ შვიდამდე, ჩაიფიქრე სურვილი, სამჯერ თუ გაიხსნა, ე.ი. ასრულდება.
არც იმის, როცა ამბობენ "ყველაფერი კარგად იქნება", არც იმის, რომ AMO არსებობს,
ჩვენი საუბრის თემა მრავალფეროვანია, თუმცა ერთმანეთის არ გვჯერა, არ ვიცით ერთმანეთი, არ ვეთანხმებით ერთმანეთს, არ წახვიდე, არ...
ამიერიდან არაფრის მჯერა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. არც იმის, რომ ჰოროსკოპი სიმართლეს ამბობს, რომ ყოველდღიურად თხის რქას გაუმართლებს
ამას ამბობს ხოლმე ჰოროსკოპი? :))რა მაგარია:) ამას მიმალავდით?
ნაწერზე გეტყვი რომ ეს მომეწონა:) არც იმის, რომ ჰოროსკოპი სიმართლეს ამბობს, რომ ყოველდღიურად თხის რქას გაუმართლებს
ამას ამბობს ხოლმე ჰოროსკოპი? :))რა მაგარია:) ამას მიმალავდით?
ნაწერზე გეტყვი რომ ეს მომეწონა:)
10. საღოლ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამიერიდან არაფრის მჯერა... < გჯეროდეს ღმერთის.. ;) საღოლ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ამიერიდან არაფრის მჯერა... < გჯეროდეს ღმერთის.. ;)
9. ჰო, ფინალი, ფინალი. ასე მართლა არაფერია დასაჯერებელი... მაგრამ მე მაინც მჯერა. შენც გისურვებ ბედთან გამკლავებას. წარმატებები. ჰო, ფინალი, ფინალი. ასე მართლა არაფერია დასაჯერებელი... მაგრამ მე მაინც მჯერა. შენც გისურვებ ბედთან გამკლავებას. წარმატებები.
7. არ წახვიდე, არ...
ამიერიდან არაფრის მჯერა..
nodo ) არ წახვიდე, არ...
ამიერიდან არაფრის მჯერა..
nodo )
6. მე მარჯვენა ფეხის არ მჯერა:) მომწონს +2 მე მარჯვენა ფეხის არ მჯერა:) მომწონს +2
5. ვაბშეტა მერწყულის ეპოქაა, მე ვარ მერწყული და ნუ გჯერა ვაჰ :)) ვაბშეტა მერწყულის ეპოქაა, მე ვარ მერწყული და ნუ გჯერა ვაჰ :))
4. AMO არსებობს
ჯერ ეს ერთი ამო - ამოუცნობი ფრინავი ობიექტები - ქართულია და რატო ლათინურად? :D მანდ უნდა იყო UFO - unknown flying objects :))
მეორე კიდე: მომეწონა ლექსი.
მესამე
5 AMO არსებობს
ჯერ ეს ერთი ამო - ამოუცნობი ფრინავი ობიექტები - ქართულია და რატო ლათინურად? :D მანდ უნდა იყო UFO - unknown flying objects :))
მეორე კიდე: მომეწონა ლექსი.
მესამე
5
3. აუ, ამას ვერ წავიკითხავ.... :( აუ, ამას ვერ წავიკითხავ.... :(
2. მსხვერპლშეწირვა მსხვერპლშეწირვა
1. კარგად იკითხება... წარმატებები კარგად იკითხება... წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|