 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2010 |
“ხე, ცულისა მონაჭერი, ცულსა ტარად დაეგება, შვილსა დედის შენალოცი, ძუძუსავით შეერგება.”
ხელს გიშერი შემაბი, ძველებურად მილოცე, შენი შვილი ავადობს, ჰგავს დავრდომილ სნეულსა, მიმიკარი მკერდთან და ოღონდ ნუ გაიოცებ, უწინ ასე მშველოდი გულგადაბრუნებულსა...
მითხარ: ,,ვინ შეგაშინა, ანდა რამ შეგაშინა, უმამობამ შეგაკრთო იქნებ, მე აგარიდო ყველა ავი, იყუჩე... მაგ საწოლთან არშიად, ზღუდედ მოგექარგები, ბინასაც მანდ დავიდებ...
გულო! მოდი გულთანა, ჩადექ შენსა ალაგსა, სისხლო! მოდი სისხლთანა, დაუბრუნდი კალაპოტს, თვალი არ მოუხუჭო, გინდ იგრძნობდე დაღლასა, რული არ მოიკიდო, ქალას არ უღალატო.
სინანულად ვიქცევი, თუკი სახლის ანგელოსს უნებურად განუდექ, თუ ეული დაგტოვა, ჩემი ლოცვა გაგიყვანს სიბნელიდან სამზეოს, ვიდრე ერთნი ვიქნებით, არასდროს იმარტოვებ...
ეგებ, თვალიც აიღე, ბოროტი ვერ ირიდე, გაიზარდო ის დროა, მოფრთხილება ისწავლო, ახლა, როცა შენთან ვარ, მკლავებში გაირინდე, დედის სითბო მოგარჩენს, დედამ უნდა გიწამლოს...
გულო! რამ შეგაშინა? მიმიხედე ერთასა, ფერო! მოდი ფერთანა, ვიდრე შავად გათენდა, წყალი წავა-წამოვა, სხვაგან მივა ვერსადა, ისევე ნამდინარევს საბატონოდ დადგება.”
ღრუბლის საბუდარაში დაისვენებს სანამ მზე, შემიკერე საგულე, ნათქვამს ნუ გაიოცებ, უწინ როგორც იცოდი, სუნთქვით ისე ამავსე, ხელს გიშერი შემაბი სნეულსა და მილოცე...
,,. . .გულო, დადექ ალაგასა, გულო, რამ შეგაშინა?!...”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ლამაზია.555 ლამაზია.555
17. ეს ლექსი მომწონს ძალიან :) ეს ლექსი მომწონს ძალიან :)
16. გენაცვალეო... :-* გენაცვალეო... :-*
15. ცოტა სხვანაირი ხარ აქ მაგრამ როგორც ყოველთვის ძალიან კარგი :-* ცოტა სხვანაირი ხარ აქ მაგრამ როგორც ყოველთვის ძალიან კარგი :-*
14. რა მშვენიერი შელოცვაა ხუჭუჭა ქალო! რა მშვენიერი შელოცვაა ხუჭუჭა ქალო!
13. სხვანაირი ხარ აქ ,ირ...
გაზრდილ-დაქალებული :) :-* სხვანაირი ხარ აქ ,ირ...
გაზრდილ-დაქალებული :) :-*
12. 5555 მშვენიერი ლექსი, ფოლკლორული პლასტებით! ლამაზი და მაგარი ირინკა! 5555 მშვენიერი ლექსი, ფოლკლორული პლასტებით! ლამაზი და მაგარი ირინკა!
11. კარგი გოგო ხარ შენ, ირინე... 5 კარგი გოგო ხარ შენ, ირინე... 5
10. ირი,პატარა,უყვარხარ ანეს:-* ირი,პატარა,უყვარხარ ანეს:-*
9. თავისებური ხიბლი და სითბო დაჰყვება ირი ლექსს. მომეწონა მაშინ როდესაც წამაკითხე და ახლაც მომწონს. თავისებური ხიბლი და სითბო დაჰყვება ირი ლექსს. მომეწონა მაშინ როდესაც წამაკითხე და ახლაც მომწონს.
8. ძალინ მიყვარხარ,ჩემო , აუუ ის სიტყვა გამახსენდებოდეს ახლა, გენრი რო კითხულობს ლექსსს:
ჩემო თირთქვლა -თართქვლა გოგო:-* ძალინ მიყვარხარ,ჩემო , აუუ ის სიტყვა გამახსენდებოდეს ახლა, გენრი რო კითხულობს ლექსსს:
ჩემო თირთქვლა -თართქვლა გოგო:-*
7. ირინკა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, რამდენი ალკოჰოლური სასმელი მოვაკელით დედამიწას ვინ იცის რაც ერთმანეთს ვიცნობთ :)
გენაცვალე შენ.
5 ირინკა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, რამდენი ალკოჰოლური სასმელი მოვაკელით დედამიწას ვინ იცის რაც ერთმანეთს ვიცნობთ :)
გენაცვალე შენ.
5
6. ჩემო ლამაზო თბილო და უსაყვარლესო. წუწუნა შენა, უკვე წუწუნებ ხო ხედავ:) ჩემო ლამაზო თბილო და უსაყვარლესო. წუწუნა შენა, უკვე წუწუნებ ხო ხედავ:)
5. მშვენიერი შელოცვა... აღარაფრის შეგეშინდება კაცს ამის შემდეგ....5 მოგიკითხე პატარა და გაკოცე...:-* მშვენიერი შელოცვა... აღარაფრის შეგეშინდება კაცს ამის შემდეგ....5 მოგიკითხე პატარა და გაკოცე...:-*
4. უჩვეულოა შენთვის, მაგრამ ძალიან მომწონს.მართლა. :-*
პი.ეს: და ფოტოები შენც ასატვირთი გაქვს თავის ლინკიანად :D უჩვეულოა შენთვის, მაგრამ ძალიან მომწონს.მართლა. :-*
პი.ეს: და ფოტოები შენც ასატვირთი გაქვს თავის ლინკიანად :D
2. :-* შენი ლექსია ლექსების გამოფენისთვის? ;;) მომწონსოო... :-*
დღეს ბევრი დადებს საკონკურსო ლექსებს და მერე მეც დავდებ ჩემსას :D ადგილი რომ დარჩება :)) შენ კი, გენაცვალე, გულთბილი მოკითხვა ჩემგან! :-* :-* შენი ლექსია ლექსების გამოფენისთვის? ;;) მომწონსოო... :-*
დღეს ბევრი დადებს საკონკურსო ლექსებს და მერე მეც დავდებ ჩემსას :D ადგილი რომ დარჩება :)) შენ კი, გენაცვალე, გულთბილი მოკითხვა ჩემგან! :-*
1. პ.ს
ვისაც ფოტოებში მოგეპოვებით და საერთოდაც ვისი სკაიპიც არ მაქვს, პმ-ით დამიკავშირდით რა ;;)
თუნთას და როის ნინის პირდაპირ ვთხოვ :D პ.ს
ვისაც ფოტოებში მოგეპოვებით და საერთოდაც ვისი სკაიპიც არ მაქვს, პმ-ით დამიკავშირდით რა ;;)
თუნთას და როის ნინის პირდაპირ ვთხოვ :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|