ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრიელ გოგიბერიძე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


მიყვარხარ მარტივად

მოგიპარავდი, მაგრად რად მინდა,
შენს სულს და ფიქრებს ხელი შევახე...
მიყვარხარ ისე, ისე მარტივად,
როგორც მზე სტუმრობს ხოლმე ზედაზენს.
ჩემს მშვიდ ბუნებას შენ შეუმტვრიე
ყველა კარი და ყველა ფანჯარა,
გხატავ ჩემეულ ცისკიდურებზე,
ჩემი ოცნების კვირტო დამსკდარო.
მოდი, ამავსე შენი სინაზით,
ტანზე სურვილად გამონაყარო,
ვარ შენზე ფიქრით მარად გამთბარი,
ჩემი ოჯახის ჭერო, მაღალო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები