ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2010


ეძღვნება ჩემს შოთის

მე ჩემს სიცოცხლეს შენ განაცვალებ,
შენთვის ვიცხოვრებ მუდამ.
შენში ავსახავ ლამაზ ოცნებებს,
შენთვის ვილოცებ ჩუმად.

ცრემლიან თვალებს კოცნით შეგიშრობ,
გულში ჩაგიკრავ მტირალს.
ნანას გიმღერებ ჩვეულ რიტმებზე
და გიდარაჯებ მძინარს.

ფერად სიზმრებსაც ცხადად აგიხდენ
გამჩენი მაკურთხებს, მჯერა,
ჩემი სიცოცხლე შენში ასახა,
შენით მაჩვენა რწმენა.

მარადიული წამი მაჩუქა
როცა შენ გაჩნდი ქვეყნად,
მე დავიბადე მეორედ მაშინ,
შენ დაგინახე როცა.

ამაყი გავხდი პირველად მაშინ,
რომ დამიძახე დედა,
პირველი ნაბიჯი როცა გადადგი
მინდოდა ზეცად ფრენა.

ყველა სალოცავს ფეხით მოვივლი,
მადლობას შევწირავ უფალს,
რომ მაგრძნობინა დედობის ფასი...
და უკვდავების წამი...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები