ფიქრით ცაზე შემოვხაზე ჩემი მზე, მზეზე, ზვიად ზამბახებში ვდუნდები, კალმით ხელში ვდგავარ ფეხის ცერებზე, მთელი დღეა ვერ გავყარე ღრუბლები. მზის სხივები ნაწნავებად გაშლილი, შემოევლო ცაზე უფრო ცისფერ ცას, მოქუფრული, მთებზე ქარგადავლილი, ეფინება ნამძინარევ ნისლებსაც. ფანქრის წვერზე წამოვაცვი ოცნება, ჩუმად, მწვანედ ვაფერადებ გვირილებს, შენთან ყოფნა გულმა გაიოცნება, მაგრამ მის ხმას უკვე აღარ მოვისმენ. იმ დროს თოვდა, მოყინული ენძელა ჩემს მკლავებში თავჩარგული ქვითინებს, სიყვარული ასე რატომ მეძნელა, როცა ბროლი თვალზე გადაიფინე. მერე რა, რომ ჩემს მზეს ვეღარ მივწვდები, მისი სხივი მაინც მოვა ჩემამდე, გახსოვს, ფერად ფოთლებზე რომ იწექი? შემოდგომა უფრო გააფერადე. დღეს კი როცა გავიხედე ფანჯრიდან, შიშველ მინას მიეყინა ცრემლები, ქარი ხეებს უმოწყალოდ აცლიდა, მზეებს. ისევ იმედებით ვთენდები... გარიჟრაჟზე უქარობით მოთენთილს, მეჩვენება დილა უფრო უფერო, ვიდრე მაშინ ფანჯარასთან რომ შევხვდი ჩემს მზეს... უშენოდ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. გაიხარე ავტორო! +++ :) გაიხარე ავტორო! +++ :)
18. +++ საოცარი ლექსია +++ საოცარი ლექსია
17. გახსოვს, ფერად ფოთლებზე რომ იწექი? შემოდგომა უფრო გააფერადე.
რა ლამაზია ... +2 გახსოვს, ფერად ფოთლებზე რომ იწექი? შემოდგომა უფრო გააფერადე.
რა ლამაზია ... +2
16. გამაჟრჟოლა რატომღაც .. :* გამაჟრჟოლა რატომღაც .. :*
15. მომწონს, კარგია.555 მომწონს, კარგია.555
14. ძალიან ლამაზია და საყვარელი ++++++ კარგი ბიჭი ხარ:)
ძალიან ლამაზია და საყვარელი ++++++ კარგი ბიჭი ხარ:)
13. მზე დაგიტოვე!..
მზე დაგიტოვე!..
12. ლამაზი ლექსია და ფინალიც მომეწონა,წარმატებები ლამაზი ლექსია და ფინალიც მომეწონა,წარმატებები
11. ძალიან მომეწონა!!!
:):) ძალიან მომეწონა!!!
:):)
10. 5 წარმატებები 5 წარმატებები
9. ჰო, დასაწყისიდანვე მაგარია, გაიხარეთ! +2 ჰო, დასაწყისიდანვე მაგარია, გაიხარეთ! +2
8. ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით დასაწყისი და ბოლო ორი ტაეპი :) ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით დასაწყისი და ბოლო ორი ტაეპი :)
7. მომეწონააა,კარგია ავტორო+2 მართლა ულაპარაკოდ!:) მომეწონააა,კარგია ავტორო+2 მართლა ულაპარაკოდ!:)
6. მომეწონააა,კარგია ავტორო+2 მართლა ულაპარაკოდ!:) მომეწონააა,კარგია ავტორო+2 მართლა ულაპარაკოდ!:)
5. "გახსოვს, ფერად ფოთლებზე რომ იწექი? შემოდგომა უფრო გააფერადე":)
ლამაზი ლექსია და ნიჭიერი ავტორი.
"გახსოვს, ფერად ფოთლებზე რომ იწექი? შემოდგომა უფრო გააფერადე":)
ლამაზი ლექსია და ნიჭიერი ავტორი.
4. აუუჰ... ეს თუ 15 წლის ბავშვის დაწერილია და მაშინ +2 ულაპარაკოდ. და უკომენტაროდ. აუუჰ... ეს თუ 15 წლის ბავშვის დაწერილია და მაშინ +2 ულაპარაკოდ. და უკომენტაროდ.
2. ლამაზი ლექსია და ფინალიც მომეწონა, ორიგინალური და მრავლისთქმელია.... ოღონდა ცოტა არ იყოს მცენარეები და მზეები მებევრა ერთი ლექსისთვის.... ლამაზი ლექსია და ფინალიც მომეწონა, ორიგინალური და მრავლისთქმელია.... ოღონდა ცოტა არ იყოს მცენარეები და მზეები მებევრა ერთი ლექსისთვის....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|