ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2010


მაშინ იქნება საქართველო სვე-ბედნიერი!

სანამ ცისკარი მახვილივით აინთებოდეს,
სანამ კოცონი სიყვარულის დაინთებოდეს,
სანამდის გული სანთელივით დაიწვებოდეს,
სანამდის სისხლი ველ-მინდვრებზე დაიღვრებოდეს,
სანამდის სავსე დოქ-ჯამები დაიცლებოდეს,
სანამდის სუფთა წყალი კიდევ დაილეოდეს,
უძლეველობის მითი სანამ დაიმსხვრეოდეს,
სანამ არწივი ლაჟვარდებში გალაღდებოდეს,
სანამ ნაჭედი ხმალი შუაზე გადატყდებოდეს,
მანამ შეერთდით! შეიკარით ერთ მუშტად ერი,
მაშინ იქნება საქართველო სვე-ბედნიერი!
ბედნიერების დაგვიდგება ნანატრი ჟამი,
აბჯარასხმული საქართველო აღსდგება, ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები