ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაგასაკი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2010


გულ - დაწყვეტა ?! კვლავაც მას

გული
მქონია დაწყვეტილი
ნერვების ნაცვლად..
რა სხვაობაა ჩვენ ორ შორის ეს სარკემ იცის,
როცა გავლისას გააპარებ შენს ცისფერ თვალებს,
მე კი გავლისას ვერც კი ვამჩნევ
მის არსებობას.
ყველა თუ ამბობს
ჰო,
სულ ყველა,
ჩვენ ორის გარდა,
ნიშნავს გარიყვას, უარყოფას ან თუნდაც
სიკვდილს..
ჩვენი კი არა,
მხოლოდ მათი არის სიკვდილი
და ყველაფერი დანარჩენი
გარიყვის ჩათვლით,
ვინც იმას ამბობს,
რასაც
ვიცით, არასდროს ვიტყვით..
გული მქონია..
დაყვეტაზე მყოფი ნერვებიც
გადაენასკვნენ შენ სუნთქვაზე
თითქოს ერთმანეთს..
რა სხვაობაა ჩვენ ორს შორის ?!
სარკემაც იცის,
შენი გავლისას იქ არეკლილ
მოცისფრო მზერას
გულით რომ ვიჭერ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები