ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2010


აღსასრული

კვლავ უსულდგმულოდ მივუყვები
ნაპირს თოვლიანს.
ოკეანეში იძირება
სხივი მნათობის.
დაბეჩავებულს, ეს სამყარო
ფარსი მგონია.
გამოაცოცხლებს შემოქმედი
სხეულს გათოშილს.

მიტოვებული ყველასაგან
არაფერს ველი,
არ მსურს სიკვდილი,
არც სიცოცხლე,
არც უკვდავება.
როს ზიზღისაგან დავიყმუვლებ
ტრამალის მგელი,
ღმერთებს მუჭიდან
ერთი ბარტყიც გაუვარდებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები