მთვარიან ღამეს მივდიოდი, ვფიქრობდი შენზე. უშენოდ ყოფნა არასოდეს წარმომედგინა. და ჩემს ფიქრებში შენთან ერთად ავედი გემზე. გემზე, რომელსაც მთვარის შუქი გადმოეფინა. ჩვენ მივაპობდით ოკეანეს, ვუცქერდით ერთურთს. როგორც ველ - მინდვრებს, დადაგული მზეები გვწვავდა. და თვალდახუჭულ დედამიწას კენტად დარჩენილს, თავზე ებურა გალორთხილი ლეჩაქი ცათა!