ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ნოემბერი, 2010


უთქმელი ლოცვა...

გავიქცე მინდა , მუქ  ფერებში ჩავიკარგო ...

მოვწყდე ყოფითს და შენი მზერით დავინახო ბილწი სამყარო ...

უწინდელივით დამიხატე სიმშვიდე ცაზე , არეული (მე) გულდაგულ  დავბორიალობ...

სული დამძიმდა , მიმიკედლე , არ დამკარგო  ( გთხოვ )
მიმიღე შენთან , შეგინდეო მომახარე  (ფუჭად ვკარგავ დროს )
             
ყოველ საღამოს ვიმეორებ სიტყვებს შენეულს , ფრაზას არ ვტოვებ
ალბათ ეს მიწა ვეღარ იტევს (ჩემს) ნაგროვებ  ცოდვებს , (გა-და-ვი-ღა-ლე)

შენს არსებობას ,ჩემი სულის ყველა ნაპრალი იტევს (მამშვიდებ)
ჩემი მკრეხელი საქციელი,ყველა შემინდე
შენი ხმა მესმის , საგალობლად ქცეულა ბანი ,
ლოცვით მომმადლე,საცდუნებლად მარიდე ავი ...

შენდა დიდება , შეგვეწიენ უფალო, ამინ !


Te…

24/11/2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს