ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2008


წავალ...

წავალ...სანამ სული უფრო მეტკინება,
რწმენის ყლორტები კი ბოლომდე გახმება...
ჩვენი ერთად ყოფნა - ტკბილი ზღაპარია!
ოცნება, ცხადში რომ არასდროს ახდება.

წავალ... შენც გამიშვი ხელი, სანამ დროა,
ნაბიჯის გადადგმის სანამ შემრჩა ძალა...
როგორც თეთრი სპილო - ჯოგის მეთაური,
გავნაპირდები და სასიკვდილოდ წავალ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები