 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 აგვისტო, 2008 |
პროექტი:ბურძგლომერი ანუ პოეზიის შეფასების კრიტერიუმებისათვის
კითხვა:როგორ ,,ამოწმებს''ლექსის დონეს თანამედროვე მკითხველი?აბურძგვლა-დაბურძგვლით ხომ არა?
სამწუხაროდ,ინტერნეტ-მკითხველთა ერთი ნაწილი მართლაც ასე აფასებს პოეზიას.მეტიც, ეს მკითხველები მიიჩნევენ,რომ ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია.მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის,თუ რამდენად,რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას.ეს სულ ჩემი საყვარელი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ''ბრალი ''მგონია,უფრო ზუსტად .მისი ნაწარმოებისა ,,კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა''.
წამით დავუშვათ,ეს მართლაც ასეა :არ არსებობს ლიტმცოდნეობა,მისი დარგები პოეტიკა და ლექსმცოდნეობა,როგორ უნდა მოვახერხოთ დადგენა,თუ ვის რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს ამა თუ იმ ლექსის გაცნობისას ან მაგალითად,როგორია მკითხველი საზოგადოების ბურძგვლადობა- ჟრიალებადობის საერთო კოეფიციენტი?
იქნებ პარალინგვისტიკის, ბიოფიზიკისა და ფსიქო-ფიზიოლოგიის გადაკვეთაზე საფუძველი ჩაყროდა რაიმე თანამედროვე კროსდისციპლინარულ დარგს,ბურძგვლისტიკას ან ბურძგვლოლოგიას,რომელიც მრავალი ინდივიდუალური და ჯგუფური ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შექმნიდა უნიკალურ აპარატს - ბურძგლომერს. წარმოიდგინეთ რა პერსპექტივები იშლება!
შეიძენ პორტატიულ ბურძგლომერს , მოკალათდები შენთვის სადმე,მყუდრო კუთხეში, გახსნი კოლოფს,ამოიღებ აპარატს,რომელიც წნევის საზომს ჰგავს,ერთ ბოლოს გაიკეთებ მაჯაზე ,ღილაკზე ხელის დაჭერით ამოირჩევ ორიდან ერთ რეჟიმს:ბურძგვლას ან ჟრიალს. ჯერ წაიკითხავ ,მაგალითად,დანტეს სონეტებს , დახედავ ციფერბლატიან ან ელექტრონულ-ციფრულ ეკრანს, ჩაინიშნავ,რამდენი ბრძგ/წმ ან ჟრ/წამია, მერე საკუთარ ნაწერისასაც გაზომავ და ხელად გაიგებ ,რამდენით ჩამორჩები ან უსწრებ კლასიკას.
მერე თანამედროვეთა კრებულებსაც მოსინჯავ.
ოღონდ...ოღონდ წიგნის მაღაზიებსა თუ აფთიაქებში ეს აპარატი არაფრის დიდებით არ უნდა გაიცეს იმ მომხმარებლებზე,რომელნიც არ წარმოადგენენ მრგვალი ბეჭდით დამოწმებულ ცნობას,რომ არაუადრეს ექვსი თვისა, გავლილი აქვთ ტესტი მგრძნობელობაზე.რადგან ბურძგვლა-ჟრიალი ,გარდა ლექსის მოწონებისა ,შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშანი ზოგიერთ გამღიზიანებელზე მაგ.,:ფანჯრის მინაზე სილიკონის სველი ნაგლეჯის კრაჭუნ-წრიპინზე,მუყაოსა და ფურცლის გახახუნებზე,ბურღვის ხმაზე,განსაკუთრებით დანტისტის კაბინეტში და ა.შ
და რაც მთავარია.ბურძგლომერის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ 18 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში,თორემ სულ ზაფხული ხომ არ იდგება,მოვა შემოდგომა,მერე ზამთარი,დაიწყება ჩვენებური სიცივეები და მერე არკვიე, რისი ბრალია შენი ბურძგვლა- ჟრიალი, რომელიმე ფორუმელი მეგობრის ლექსის სტრიქონების გახსენებაზე მოგერია თუ შეგაცია ან გრიპის ვირუსი შეგეყარა.
ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება,უმალ გამოჩნდებოდა ბურძგლომერის საკომპიუტერე ვერსიაც,რაღაც ვებ კამერის მსგავსი.მიაერთებდი კომპიუტერზე,შეხვიდოდი, მაგალითად,პორტალ ,,ლიტერატურა.გეზე'',წაიკითხავდი ახალ ლექსს,პროზასაც ,აღარ დაგჭირდებოდა კომენტარის წერა,აზრის დასაბუთება,შეფასების ექვსბალიან სისტემაზე ფიქრი,კითხვას დაამთავრებდი თუ არა , ავტომატურად გამოჩნდებოდა შედეგი, ,რეიტინგებიც შესაბამისად ბრძგ/წმ-თი ან ჟრ/წმ -თი დაჯამდებოდა.,ვერავინ ვერავის შეედავებოდა . შვებით ამოისუნთქებდა პორტალის მრავალტანჯული ადმინი...სხვა რაღაა სამოთხე!
ისე,გამოგიტყდებით,პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს,ოღონდ განვადებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. 0.1 ბურძგლი 0.1 ბურძგლი
18. ხო ნეკერას ვეთანხმები სრულად!:) ხო ნეკერას ვეთანხმები სრულად!:)
17. ერთი ნაკლი აქვს ბურძგლომეტრს, ქოსებს არ გამოადგებათ ;;)
პატივისცემით :) ერთი ნაკლი აქვს ბურძგლომეტრს, ქოსებს არ გამოადგებათ ;;)
პატივისცემით :)
16. დიდი იუმორით დაწერილი პრობლემური წერილია. კარგია რომ ჩვენს საიტსაც ემატება კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ამას მივესალმები.
არც მე შევიძენდი ბურძგლომერს :) იმიტომ რომ ლექსი მარტო ბურძგვლა-ჟრიალით არ ფასდება, თუმცა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი ნამდვილად არის. წამიკითხავს ლექსი, რომელიც (რამდენადაც შემიძლია შევაფასო) ყველა ლიტერატურულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ არის აბსოლიტური ჩალა- არაფერს არ მაძლევს როგორც ადამიანს, 5 წუთში დამავიწყდება და აღარასოდეს გამახსენდება. არის ლექსი რომელიც ლექსი კი არა, დაუმუშავებელი ნედლეულია, მაგრამ იმხელა ენერგია იგრძნობა, გადაწვავს ბურძგლომერს :) ერთი მეორის გარეშე არ შეიძლება. ლექსი უნდა იყოს ემოციურადაც მძაფრი და ლიტერატურულადაც გამართული.
ახლა აქ მეორე საკითხი შეიძლება დადგეს- თუ ამდენი იცი თვითონ რატომ არ ითვალისწინებო, მაგრამ ამაზე ისევ ვრცელი პასუხი დამჭირდება და ალბათ ისედაც ბევრი ვწერე. თუ დაგაინტერესებთ ამასაც ვიტყვი :)
პატივისცემით ნეკერა :) დიდი იუმორით დაწერილი პრობლემური წერილია. კარგია რომ ჩვენს საიტსაც ემატება კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ამას მივესალმები.
არც მე შევიძენდი ბურძგლომერს :) იმიტომ რომ ლექსი მარტო ბურძგვლა-ჟრიალით არ ფასდება, თუმცა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი ნამდვილად არის. წამიკითხავს ლექსი, რომელიც (რამდენადაც შემიძლია შევაფასო) ყველა ლიტერატურულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ არის აბსოლიტური ჩალა- არაფერს არ მაძლევს როგორც ადამიანს, 5 წუთში დამავიწყდება და აღარასოდეს გამახსენდება. არის ლექსი რომელიც ლექსი კი არა, დაუმუშავებელი ნედლეულია, მაგრამ იმხელა ენერგია იგრძნობა, გადაწვავს ბურძგლომერს :) ერთი მეორის გარეშე არ შეიძლება. ლექსი უნდა იყოს ემოციურადაც მძაფრი და ლიტერატურულადაც გამართული.
ახლა აქ მეორე საკითხი შეიძლება დადგეს- თუ ამდენი იცი თვითონ რატომ არ ითვალისწინებო, მაგრამ ამაზე ისევ ვრცელი პასუხი დამჭირდება და ალბათ ისედაც ბევრი ვწერე. თუ დაგაინტერესებთ ამასაც ვიტყვი :)
პატივისცემით ნეკერა :)
14. ასევე ქალბატონო ნინო თქვენ ერთი კომენტარით გიცანით ასე იყო ხო? ეს პრეპოემააო ანუ წინარე ლექსიო დაუწერეტ აქ ერთს ..ეგრევე შემოვედი და დაგიწერეთ ქალბატონი ნინო დარბაისელი ბრძანდებით მეთქი.. ანუ ლექსის შეფასებისთვის აუცილებელია გონებად და გულიც..ორივე ერთად.. უდიდესი პატივისცემით ნინი... ასევე ქალბატონო ნინო თქვენ ერთი კომენტარით გიცანით ასე იყო ხო? ეს პრეპოემააო ანუ წინარე ლექსიო დაუწერეტ აქ ერთს ..ეგრევე შემოვედი და დაგიწერეთ ქალბატონი ნინო დარბაისელი ბრძანდებით მეთქი.. ანუ ლექსის შეფასებისთვის აუცილებელია გონებად და გულიც..ორივე ერთად.. უდიდესი პატივისცემით ნინი...
13. გაიხარეთ ქალბატონო ნინო,მარტო ის ღირს ერთ რამედ,რომ აქ ასეთი ბჭობა გაიმართა. გაიხარეთ ქალბატონო ნინო,მარტო ის ღირს ერთ რამედ,რომ აქ ასეთი ბჭობა გაიმართა.
12. ''ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია.მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის,თუ რამდენად,რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას. '' არა ბატონო ლექსი უნდა იყოს ''ღირებული''..აუცილებელია(!!) ''ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი ''და ამასთან ერთად ლექსმა რომ ემოცია მოიტანოს მკითხველთან არ შეიძლება?გამორიცხავს ერთი მეორეს?მარტო ემოციით არ უნდა შეაფასო-ამაში გეთანხმები.. თუ რუსული თანამედროვე ესტრადა გიყვარს ,ქართული მრავალხმიანობა გეჯავრება. თუ რატიანი მოგწონს ''კოშკა''არ ვარგა.. თუ ვერლიბრს წერ ,''კონვენციური''ლექსი მიუღებელია თუ რითმიანი ლექსები მოგწონს,რეტროგრადი ხარ და ''თეთრი''ლექსების ავტორები მიუღებელია. და რატომ?არ შეიძლება ისიც იყოს და ესეც?????????????????რატო გამორიცხავთ ერთით მეორეს?????????????? ქართველები კატეგორიულობამ დაგვღუპა... ვის აქვს უფლება მენტორული ტონით მელაპარაკოს მე მკითხველს?თავზე მომახვიოს მისი აზრი როგორც აბსოლიტური ჭეშმარიტება? ვინ მოგცათ უფლება ლექსის შეფასების თქვენი კრიტერიუმები მომახვიოთ თავს?(ეს კონკრეტულად თქვენზე არა ქალბატონო ნინო,კრიტიკოსებზე,რომლებიც თვლიან რომ მხოლოდ მათი აზრია აბსოლიტური ჭეშმარიტება და თვითონ არიან ''საბოლოო არბიტრები'') თქვენ პროფესიონალებს გაქვთ ანალიზის,შეფასებების და თქვენი აზრის გამოხატვის და დაფიქსირების უფლება.. მერე დრო ''დაალაგებს'' და მკითხველი განსჯის.. პოეზია არაა ზუსტი მეცნიერება,სადაც ორჯერ ორი ოთხია და მორჩა..ყველა კრიტერიუმი და შეფასება აქ მაინც სუბი ექტურია.. ``ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი გაუმართლებელია.მთავარი საზომი ლექსის ღირებულებისა კი ის არის,თუ რამდენად,რა სიძლიერითა და ხანგრძლივობით ბურძგლავს ან აჟრიალებს მკითხველს მისი წაკითხვის ან მოსმენისას. `` არა ბატონო ლექსი უნდა იყოს ``ღირებული``..აუცილებელია(!!) ``ლექსის ავ-კარგზე მსჯელობა,მისი ლიტმცოდნეობითი ანალიზი ``და ამასთან ერთად ლექსმა რომ ემოცია მოიტანოს მკითხველთან არ შეიძლება?გამორიცხავს ერთი მეორეს?მარტო ემოციით არ უნდა შეაფასო-ამაში გეთანხმები.. თუ რუსული თანამედროვე ესტრადა გიყვარს ,ქართული მრავალხმიანობა გეჯავრება. თუ რატიანი მოგწონს ``კოშკა``არ ვარგა.. თუ ვერლიბრს წერ ,``კონვენციური``ლექსი მიუღებელია თუ რითმიანი ლექსები მოგწონს,რეტროგრადი ხარ და ``თეთრი``ლექსების ავტორები მიუღებელია. და რატომ?არ შეიძლება ისიც იყოს და ესეც?????????????????რატო გამორიცხავთ ერთით მეორეს?????????????? ქართველები კატეგორიულობამ დაგვღუპა... ვის აქვს უფლება მენტორული ტონით მელაპარაკოს მე მკითხველს?თავზე მომახვიოს მისი აზრი როგორც აბსოლიტური ჭეშმარიტება? ვინ მოგცათ უფლება ლექსის შეფასების თქვენი კრიტერიუმები მომახვიოთ თავს?(ეს კონკრეტულად თქვენზე არა ქალბატონო ნინო,კრიტიკოსებზე,რომლებიც თვლიან რომ მხოლოდ მათი აზრია აბსოლიტური ჭეშმარიტება და თვითონ არიან ``საბოლოო არბიტრები``) თქვენ პროფესიონალებს გაქვთ ანალიზის,შეფასებების და თქვენი აზრის გამოხატვის და დაფიქსირების უფლება.. მერე დრო ``დაალაგებს`` და მკითხველი განსჯის.. პოეზია არაა ზუსტი მეცნიერება,სადაც ორჯერ ორი ოთხია და მორჩა..ყველა კრიტერიუმი და შეფასება აქ მაინც სუბი ექტურია..
11. "ისე,გამოგიტყდებით,პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს,ოღონდ განვადებით." თუ ადამიანს ემოციის ანუ ლექსის აღქმისთვის რაიმე აპარატი სჭირდება, მაშინ ბარემ აბებიც გამოგვეგონა(ისევე, როგორც წნევის მარეგულირებელი აბები არსებობს) რომელიც ამ "დაავადებისგან" განკურნავს ადამიანს... არა? :) "ისე,გამოგიტყდებით,პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს,ოღონდ განვადებით." თუ ადამიანს ემოციის ანუ ლექსის აღქმისთვის რაიმე აპარატი სჭირდება, მაშინ ბარემ აბებიც გამოგვეგონა(ისევე, როგორც წნევის მარეგულირებელი აბები არსებობს) რომელიც ამ "დაავადებისგან" განკურნავს ადამიანს... არა? :)
10. რატომ კეთდება დეფინაცია? ლექსმა სულიერ ,ემოციური თუ აზრობრივი უნდა დამიტოვოს? ისიც და ისიც.. არიან აქაც ავტორები ყველაფერი კარგადაა ლექსში,''დალაგებული'',''დაწყობილი'' მაგრამ ''წყალია''არაფერს გაძლევს.. მე ''პრაფანი''ვარ ლიტერეტურაში.. აქ არის ერთი ადამიანი..მისი ლექსები...ვერ ვიტყვი რაა ჩემთვის..და აქვს ლექსში ადგილი სადაც საყვარელ ქალს მიმართავს ...არადა ღმერთს მიმართავს..და რომ ვუთხარი რომ ამ სტრიქონებით ღმერთს ელაპარაკები-მექტი ასე მიპასუხა ადრესატიც კი ვერ მიხვდაო ამას... ვერც ' პროფესიონალი ლიტერატორები...იმიტომ არა რომ მე რამე ვიცი ,ის''ჩემი '' ავტორი და ''ჩემი ლექსი იყო..სხვა გაცილებით მარტივ ლექსზე კი აზრობრივი გარჩევა ვერ გავაკეთე..არც ცოდნა და არც სურვილი არ მქონდა... ის რომ მკითხველმა უნდა იკითხოს,გაეცნოს კრიტიკას,''გაზარდოს თავისი თავი'',დახვეწოს გემოვნება და უნდა შეეძლოს ნაწარმოების ანალიზი ამაზე ორი აზრი არაა.. რატომ კეთდება დეფინაცია? ლექსმა სულიერ ,ემოციური თუ აზრობრივი უნდა დამიტოვოს? ისიც და ისიც.. არიან აქაც ავტორები ყველაფერი კარგადაა ლექსში,``დალაგებული``,``დაწყობილი`` მაგრამ ``წყალია``არაფერს გაძლევს.. მე ``პრაფანი``ვარ ლიტერეტურაში.. აქ არის ერთი ადამიანი..მისი ლექსები...ვერ ვიტყვი რაა ჩემთვის..და აქვს ლექსში ადგილი სადაც საყვარელ ქალს მიმართავს ...არადა ღმერთს მიმართავს..და რომ ვუთხარი რომ ამ სტრიქონებით ღმერთს ელაპარაკები-მექტი ასე მიპასუხა ადრესატიც კი ვერ მიხვდაო ამას... ვერც ` პროფესიონალი ლიტერატორები...იმიტომ არა რომ მე რამე ვიცი ,ის``ჩემი `` ავტორი და ``ჩემი ლექსი იყო..სხვა გაცილებით მარტივ ლექსზე კი აზრობრივი გარჩევა ვერ გავაკეთე..არც ცოდნა და არც სურვილი არ მქონდა... ის რომ მკითხველმა უნდა იკითხოს,გაეცნოს კრიტიკას,``გაზარდოს თავისი თავი``,დახვეწოს გემოვნება და უნდა შეეძლოს ნაწარმოების ანალიზი ამაზე ორი აზრი არაა..
9. აუცილებელი შენიშვნა. ეს კრიტიკული ესკიზი დაიწერა ფორუმ;;ებლიტფოსათვის'' ამა თვის 15 ივლისს./იხ ლინკიhttp://wf.myweb.ge//index.php?showtopic=26&st=0/.იმავე დღეს მოთავსდა პორტალ ლიტერატურა.გე;ზე.რაკი პრობლემას საზოგადო სახიათი აქვს.მიზანშეწონილად ჩავთვალე,;;ურაკპარაკზეც''მომეთავსებინა.ჩემი მხრით , ეს არის ერთგვარი გამოწვევა პოეზიის შეფასების კრიტერიუმების შესახებ მსჯელობისათვის.ამიტომ გულწრფელი მადლიერებით მივიღებ ყოველ გამოხმაურებას. აუცილებელი შენიშვნა. ეს კრიტიკული ესკიზი დაიწერა ფორუმ;;ებლიტფოსათვის`` ამა თვის 15 ივლისს./იხ ლინკიhttp://wf.myweb.ge//index.php?showtopic=26&st=0/.იმავე დღეს მოთავსდა პორტალ ლიტერატურა.გე;ზე.რაკი პრობლემას საზოგადო სახიათი აქვს.მიზანშეწონილად ჩავთვალე,;;ურაკპარაკზეც``მომეთავსებინა.ჩემი მხრით , ეს არის ერთგვარი გამოწვევა პოეზიის შეფასების კრიტერიუმების შესახებ მსჯელობისათვის.ამიტომ გულწრფელი მადლიერებით მივიღებ ყოველ გამოხმაურებას.
8. და ასე დავამთავრე მე ერთი რიგითი,ჩვეულებრივი მკითხველი ვარ ''საშუალო სტატისტიკური ''გემოვნებით.. მაგრამ როგორც ადამიანი ცოტა უცნაური ვარ.. შემიძლია ლექსი ''ვიგრძნო'' ყოველგვარი იდიოტური ''დაბურძგვლის''გარეშე...ინსტიქტის დონეზე..შემიძლია სამი ლექსით (ნუციკო დეკანოზიშვილზეა ლაპარაკი) მიხვდე,რომ ეს ლექსები ლამაზი ქალის დაწერილია ...უშნო ასე ვერ დაწერს. შემიძლია თეკლე ბატონიშვილი არ მყავდეს ნანახი და დ მივხვდე რომ აუცილებლად გრძელი და შავი თმა ექნება და ასეც იყოს. შემიძლია გიო ანდრონიკაშვილს სულ სხვადასხვა პორტალზე,სულ სხვადასხვა ნიკებით ,სულ სხვადასხვა სტილის ლექსებში ''მივაგნო''.. ეს ალბათ პოეზია არა ..ისაა რომ ძალიან ემოციური და ცოტა უცნაური ადამიანი ვარ.. შემიძლია ვიგრძნო რომ ''ლექსი '' და'' ავტორი ''ჩემია.. შემიძლია ლექსები-''დაჟე'' სიცოცხლის დროით ''ვიყიდო''..თუ ''ჩემი ''ავტორია ''უჯრედულ ''დონეზე ვიგრძნო..ალბათ მაგარ სისულელეს ვწერ ეხლა...მაგრამ ასეა. და კიდევ არანაირი ''რომანტიკოსი''არ ვარ,ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ და საოცრად მყარად ვდგავარ დედამიწაზე.. და ასე დავამთავრე მე ერთი რიგითი,ჩვეულებრივი მკითხველი ვარ ``საშუალო სტატისტიკური ``გემოვნებით.. მაგრამ როგორც ადამიანი ცოტა უცნაური ვარ.. შემიძლია ლექსი ``ვიგრძნო`` ყოველგვარი იდიოტური ``დაბურძგვლის``გარეშე...ინსტიქტის დონეზე..შემიძლია სამი ლექსით (ნუციკო დეკანოზიშვილზეა ლაპარაკი) მიხვდე,რომ ეს ლექსები ლამაზი ქალის დაწერილია ...უშნო ასე ვერ დაწერს. შემიძლია თეკლე ბატონიშვილი არ მყავდეს ნანახი და დ მივხვდე რომ აუცილებლად გრძელი და შავი თმა ექნება და ასეც იყოს. შემიძლია გიო ანდრონიკაშვილს სულ სხვადასხვა პორტალზე,სულ სხვადასხვა ნიკებით ,სულ სხვადასხვა სტილის ლექსებში ``მივაგნო``.. ეს ალბათ პოეზია არა ..ისაა რომ ძალიან ემოციური და ცოტა უცნაური ადამიანი ვარ.. შემიძლია ვიგრძნო რომ ``ლექსი `` და`` ავტორი ``ჩემია.. შემიძლია ლექსები-``დაჟე`` სიცოცხლის დროით ``ვიყიდო``..თუ ``ჩემი ``ავტორია ``უჯრედულ ``დონეზე ვიგრძნო..ალბათ მაგარ სისულელეს ვწერ ეხლა...მაგრამ ასეა. და კიდევ არანაირი ``რომანტიკოსი``არ ვარ,ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ და საოცრად მყარად ვდგავარ დედამიწაზე..
7. ეს ჩავთვალო, რომ ჩემი წერილის პასუხია? :) ქალბატონო ნინო, მინდა გითხრათ, რომ თუ ამას სერიოზულად ფიქრობთ, ძალიან ვიწრო და ერთფეროვანი შეხედულება გქონიათ ხელოვნების მიმართ, განსაკუთრებით პოეზიასთან მიმართებაში. ჯერ თვითონ ტერმინი "ლექსთმცოდნეობა" რად ღირს. მესმის ვიღაცამ ბევრი ლექსი იცოდეს ზეპირად და თქვა ლექსთმცოდნეაო, ანუ ლექსები იცისო, მაგრამ როგორც პროფესია ცოტა სასაცილოდ ჟღერს. რა არის ლექსი, თუ არა გონების, ფანტაზიის, ემოციის და განცდის ნაყოფი? ეხლა შეიძლება თქვათ, ხელოვნების სხვა დარგები აბა რა არისო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მხატვრობა, კინო, თეატრი, ეს მატერიალური ხელოვნებაა, რომელსაც ვიზუალურად აღიქვამ, ხოლო ლექსი ეს რაღაც ქვეცნობიერად წამოსული მოვლენაა რომელიც შეიძლება ერთ სიტყვაშიც კი განთავსდეს. ნუთუ თქვენ თვლით, რომ ლექსმა არ უნდა გაგაჟრჟოლოს და გაგბურძგლოს? ეხლა ეს რომ ასეა ამის უარყოფა სისულელე იქნება. რაც შეეხება ბურძგვლის კრიტერიუმებს, ამას ვერავი გაიგებს რადგან ეს სუფთა სუბიექტური მომენტია, ვიღაცას გალაქტიონზე გაბურძგლავს და ვიღაცას ნაფტაზე და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, იმის გათვალისწინებით რომ თქვენ აშკარად მეორე გბურძგლავთ. რაც შეეხება გემოვნებას ამაზე დავას აზრი არ აქვს, რადგან ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლი. რეალობა კი ისაა რომ ლექსი უნდა იყოს შინაგანად წამოსული და განცდაც შინაგანად მოდის, თქვენთვის ქართული მწერლობის მწვერვალი ალბათ ავერბახია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ასეა. ეს ჩავთვალო, რომ ჩემი წერილის პასუხია? :) ქალბატონო ნინო, მინდა გითხრათ, რომ თუ ამას სერიოზულად ფიქრობთ, ძალიან ვიწრო და ერთფეროვანი შეხედულება გქონიათ ხელოვნების მიმართ, განსაკუთრებით პოეზიასთან მიმართებაში. ჯერ თვითონ ტერმინი "ლექსთმცოდნეობა" რად ღირს. მესმის ვიღაცამ ბევრი ლექსი იცოდეს ზეპირად და თქვა ლექსთმცოდნეაო, ანუ ლექსები იცისო, მაგრამ როგორც პროფესია ცოტა სასაცილოდ ჟღერს. რა არის ლექსი, თუ არა გონების, ფანტაზიის, ემოციის და განცდის ნაყოფი? ეხლა შეიძლება თქვათ, ხელოვნების სხვა დარგები აბა რა არისო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მხატვრობა, კინო, თეატრი, ეს მატერიალური ხელოვნებაა, რომელსაც ვიზუალურად აღიქვამ, ხოლო ლექსი ეს რაღაც ქვეცნობიერად წამოსული მოვლენაა რომელიც შეიძლება ერთ სიტყვაშიც კი განთავსდეს. ნუთუ თქვენ თვლით, რომ ლექსმა არ უნდა გაგაჟრჟოლოს და გაგბურძგლოს? ეხლა ეს რომ ასეა ამის უარყოფა სისულელე იქნება. რაც შეეხება ბურძგვლის კრიტერიუმებს, ამას ვერავი გაიგებს რადგან ეს სუფთა სუბიექტური მომენტია, ვიღაცას გალაქტიონზე გაბურძგლავს და ვიღაცას ნაფტაზე და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, იმის გათვალისწინებით რომ თქვენ აშკარად მეორე გბურძგლავთ. რაც შეეხება გემოვნებას ამაზე დავას აზრი არ აქვს, რადგან ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლი. რეალობა კი ისაა რომ ლექსი უნდა იყოს შინაგანად წამოსული და განცდაც შინაგანად მოდის, თქვენთვის ქართული მწერლობის მწვერვალი ალბათ ავერბახია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ასეა.
6. "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე, ჩქარა კასეტა, კლიმ, მხრებზე ხომ არ გცივათ? ბარეღამ შენ ჩადგი, კლიმ, გაიწაფე ხელი, ოო, ჩვენი აურელიანოც მოსულა, გაგიმარჯოს, არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დაიქნიეთ თავი, სულ გაიფუჭეთ პოზა, ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, დაძაბეთ ქუთუთოები, არა, არა, ეგრე ძალიან ნუ დააჭყეტთ, ოოო, ეგრე, ნუ ღელავთ... აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდდით და ისევ დაგავიწყდათ სვებედნიერი ბავშვობა, გაიხსენეთ, გაიხსენეთ, მერე რა, დიდი ხნის უკან რომ... ხომ არა გცივათ, არა, ხო? ძალიან კარგი...“.
ლიტერატურა თავისთავად ემოციაა და ეს ემოცია შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოვიდეს. ქვაზე დადებული და ტკვილიანი გრანელივით ანდა სულაც კალაპოტიდან ამოვარდნილი თუნდაც ტიციანივით. რაღაც ეტაპზე აუცილებლად მოდის დრო, როცა ყველა ემოცია ღვინდება და ფილოსოფიური მსჯელობის ელფერს იძენს. ვფიქრობ ამას ასაკი სჭირდება, სხვაგვარად პოეტი ტყუის. გულწრფელობა კი ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის. ჩემი აზრით ორივე უნდა იყოს, სწორად შერჩეული ფორმაც და გულწრფელი ემოციაც, რომ მკითხველზე ზემოქმედება შეძლოს ავტორმა. საკუთარი დაინახოს სხვისაში... ამიტომ მე არ ვიყიდდი მაგ აპარატს.
ეს სერიოზულად
ისე, ამგვარი მიდგომა მომეწონა ირონიის ირონიაა. თავისთავად კი ერთი არ გამორიცხავს მეორეს. მშვენივრად შეკრულია და ღიმილიც მომგვარა :) "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ვიღაც საფუძვლიანად დეკოლტირებულ, თავით ფეხამდე ათრთოლებულ ქალს სურათს უღებს: „ეგრე, არა, არა, ზემოთ აიხედეთ, ზევით, მაღლა-მეთქი, ცოტათი კიდევ, ოო, მარცხნივ მიაბრუნეთ თავი, ოდნავ, ოდნავ, ნუ იძაბებით, ნუ, ნუ ღელავთ, ქალბატონო, დამშვიდდით და გაიხსენეთ რაიმე ისეთი, აი, ნამდვილად კარგი რამ, ბავშვობა გაიხსენეთ თუნდაც, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით... არა, ეგრე კი არა, არამედ აზრობრივად, უკან გადავარდით ოცდაათიოდე... ეე, ოცი წლით, ოოო, ეგრე, იფიქრეთ ბედნიერ ბავშვობაზე, ჩქარა კასეტა, კლიმ, მხრებზე ხომ არ გცივათ? ბარეღამ შენ ჩადგი, კლიმ, გაიწაფე ხელი, ოო, ჩვენი აურელიანოც მოსულა, გაგიმარჯოს, არა, თქვენ არა, ქალბატონო, რატომ დაიქნიეთ თავი, სულ გაიფუჭეთ პოზა, ასწიეთ თავი, ასწიეთ, თვალები ცოტა გაიფართოვეთ, დაძაბეთ ქუთუთოები, არა, არა, ეგრე ძალიან ნუ დააჭყეტთ, ოოო, ეგრე, ნუ ღელავთ... აი, თქვენ ახლა ზედმეტად დამშვიდდით და ისევ დაგავიწყდათ სვებედნიერი ბავშვობა, გაიხსენეთ, გაიხსენეთ, მერე რა, დიდი ხნის უკან რომ... ხომ არა გცივათ, არა, ხო? ძალიან კარგი...“.
ლიტერატურა თავისთავად ემოციაა და ეს ემოცია შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოვიდეს. ქვაზე დადებული და ტკვილიანი გრანელივით ანდა სულაც კალაპოტიდან ამოვარდნილი თუნდაც ტიციანივით. რაღაც ეტაპზე აუცილებლად მოდის დრო, როცა ყველა ემოცია ღვინდება და ფილოსოფიური მსჯელობის ელფერს იძენს. ვფიქრობ ამას ასაკი სჭირდება, სხვაგვარად პოეტი ტყუის. გულწრფელობა კი ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის. ჩემი აზრით ორივე უნდა იყოს, სწორად შერჩეული ფორმაც და გულწრფელი ემოციაც, რომ მკითხველზე ზემოქმედება შეძლოს ავტორმა. საკუთარი დაინახოს სხვისაში... ამიტომ მე არ ვიყიდდი მაგ აპარატს.
ეს სერიოზულად
ისე, ამგვარი მიდგომა მომეწონა ირონიის ირონიაა. თავისთავად კი ერთი არ გამორიცხავს მეორეს. მშვენივრად შეკრულია და ღიმილიც მომგვარა :)
5. ნაწარმოების ექსპრესიულ(ემოციონალურ) და აზრობრივი ღირებულება ,ეს ალბათ ორი სხვადასხვა რამეა. ლიტერატურული ნაწარმოების შეფასება მხოლოდ ემოციონალური ღირებულების მიხედვით პროფანიზმია.გარკვეულ დონეზე ემოციონალური ღირებულება ნებისმიერ იაფფასიან ''ლიტერატურულ მასალას-პროდუქციას '' შეიძლება ჰქონდეს. სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის ემოციური და ამაღელვებული,(თუმცა ამას შეიძლება არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ლიტერატურასთან) აი რაც შეეხება ნაწარმოების როგორც ხედვის ინსტრუმენტის განხილვას ,ეს უკვე სხვა საქმეა,ამ ჭრილში_მსჯელობის მოცემულ სიბრტყეზე_ ჩვენ უკვე გაგვაჩნია მეტნაკლებად ზუსტი საფუძვლები არგუმენტირებული კამათისათვის,საკუთარი პოზიციის ფაქტობრივი გამყარებისათვის, დისკუსიაც შედეგიანი და საინტერესო ხდება.
''კოლექტიური ცნობიერება'' ვხედავ ,რომ ბარიერი ხდება ქართულ ლიტერატურაში ნოვაციის დამკვიდრებისთვის , ხელს უშლის ალტერნატიული მიმდინარეობების შემოჭრას .... კულტურული სტაგნაცია კარგს არ გვიქადდის.
ეს კომენტარი ''არმურზე''დავტოვე ამ ''სტატიაზე''
ნაწარმოების ექსპრესიულ(ემოციონალურ) და აზრობრივი ღირებულება ,ეს ალბათ ორი სხვადასხვა რამეა. ლიტერატურული ნაწარმოების შეფასება მხოლოდ ემოციონალური ღირებულების მიხედვით პროფანიზმია.გარკვეულ დონეზე ემოციონალური ღირებულება ნებისმიერ იაფფასიან ``ლიტერატურულ მასალას-პროდუქციას `` შეიძლება ჰქონდეს. სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის ემოციური და ამაღელვებული,(თუმცა ამას შეიძლება არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ლიტერატურასთან) აი რაც შეეხება ნაწარმოების როგორც ხედვის ინსტრუმენტის განხილვას ,ეს უკვე სხვა საქმეა,ამ ჭრილში_მსჯელობის მოცემულ სიბრტყეზე_ ჩვენ უკვე გაგვაჩნია მეტნაკლებად ზუსტი საფუძვლები არგუმენტირებული კამათისათვის,საკუთარი პოზიციის ფაქტობრივი გამყარებისათვის, დისკუსიაც შედეგიანი და საინტერესო ხდება.
``კოლექტიური ცნობიერება`` ვხედავ ,რომ ბარიერი ხდება ქართულ ლიტერატურაში ნოვაციის დამკვიდრებისთვის , ხელს უშლის ალტერნატიული მიმდინარეობების შემოჭრას .... კულტურული სტაგნაცია კარგს არ გვიქადდის.
ეს კომენტარი ``არმურზე``დავტოვე ამ ``სტატიაზე``
4. ქალბატონო ნინო, ძალიან მიხარია რომ ამ საიტზე გხედავთ. ''კაკ მინიმუმ'' გამოაცოცხლეთ პორტალი.... თქვენს ყველა კომენტარს და შეფასებას არ ვიზიარებ ხოლმე.მაგრამ ნინო დარბაისელი პროფესიონალი''ლექსმცოდნეა''..ალბათ ძალიან ცოტანი არიან თქვენი დონის და პროფესიონალიზმის.. მომწონს რომ აქტიურად თანამშრომლობთ ინტერნეტ სივრცის ლიტერატურასთან... მომწონს ის რომ თქვენი აზრის დასაბუთება შეგიძლიათ არგუმენტირებული მსჯელობით..შესანიშნავად ფლობთ ''პროფესიულ '' ასე ვთქვათ ''კრიტიკის ''ენას... ამ საიტზე და ლიტგეზეც თქვენთან პოლემიკაში ''საპირწონე ''ალბთ ერთი-ორი მეგულება..ეს ''ბაგაჟს'' - ინტელექტის და ცოდნის ''მეწყერს'',''განსაკუთრებულ ''დონეს''მოიტხოვს... ქალბატონო ნინო, ძალიან მიხარია რომ ამ საიტზე გხედავთ. ``კაკ მინიმუმ`` გამოაცოცხლეთ პორტალი.... თქვენს ყველა კომენტარს და შეფასებას არ ვიზიარებ ხოლმე.მაგრამ ნინო დარბაისელი პროფესიონალი``ლექსმცოდნეა``..ალბათ ძალიან ცოტანი არიან თქვენი დონის და პროფესიონალიზმის.. მომწონს რომ აქტიურად თანამშრომლობთ ინტერნეტ სივრცის ლიტერატურასთან... მომწონს ის რომ თქვენი აზრის დასაბუთება შეგიძლიათ არგუმენტირებული მსჯელობით..შესანიშნავად ფლობთ ``პროფესიულ `` ასე ვთქვათ ``კრიტიკის ``ენას... ამ საიტზე და ლიტგეზეც თქვენთან პოლემიკაში ``საპირწონე ``ალბთ ერთი-ორი მეგულება..ეს ``ბაგაჟს`` - ინტელექტის და ცოდნის ``მეწყერს``,``განსაკუთრებულ ``დონეს``მოიტხოვს...
3. ძალიან მომეწონა.
საინტერესო ირონიაა. ძალიან მომეწონა.
საინტერესო ირონიაა.
2. "ისე,გამოგიტყდებით,პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს,ოღონდ განვადებით."
საკუთარ ემოცებზე დაყრდნობა არ გიცდიათ? ბურძგლომერი კი არა, ადამიანური ემოციები ჭედავს ხანდახან... მაგრამ, მხოლოდ ხანდახან, თუ ძალიან აქვ "დაბლაგვებული" ეს ემოციები...
მაპატიეთ, მაგრამ, ვერ მომწონს. და წინა ნაწარმოების ხათრით (რამეთუ ის ძალიან მომეწონა), მხოლოდ 1 ქულა!.
"ისე,გამოგიტყდებით,პირველი თავად შევიძენდი ამ აპარატს,ოღონდ განვადებით."
საკუთარ ემოცებზე დაყრდნობა არ გიცდიათ? ბურძგლომერი კი არა, ადამიანური ემოციები ჭედავს ხანდახან... მაგრამ, მხოლოდ ხანდახან, თუ ძალიან აქვ "დაბლაგვებული" ეს ემოციები...
მაპატიეთ, მაგრამ, ვერ მომწონს. და წინა ნაწარმოების ხათრით (რამეთუ ის ძალიან მომეწონა), მხოლოდ 1 ქულა!.
1. აუ არ მომეწონა! რა არ მოგწონთ კი მარა? აუ არ მომეწონა! რა არ მოგწონთ კი მარა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|