ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2010


ძღვნად ლელა ლაჩაშვილს

ჩვენ ჩავიძირეთ ისტორიის ლაბირინთებში,
სად უკვდავების ზეიმია დიდებულ წამთა.
ო, არა! ჩვენში არ ჩამკვდარა დავითის გენი,
კიდევაც ცოცხლობს... ერკინება ქარიშხლებს ჟამთა.
ვერვინ გასტეხოს დედა-ციხე, ვერ დაანგრიოს
ოსტატის ხელით ნაგები და კირით ნაშენი.
საქართველოში იმნაირი დრო დამდგარიყოს,
აღარ გვყოლოდეს საქართველო გადასარჩენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები