ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


სკა

მიტოვებული  ვარ სკა ...
ფიჭა, ფუღურო ხეში...                           
ჩავუთქვამ ცისკრის ვარსკვლავს,
დაქსაქსულ ოჯახს ვხვნეში...
ცრემლად გადმომდის თაფლი
ივსება აზარფეში...
ალავერდსა ვარ თქვენთან:
- მო, სიტკბოება შესვით!
დაზამთრებულა სულში...
მთვარე ჩამდგარა თვეში,
ტანზე ბურძგლებად მაყრის
შაქარყინულის ხრეში...
მიტოვებული  ვარ სკა ...
ფიჭა, ფუღურო ხეში...                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები