ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2010


დავიღალე

იცი, ბოლო დროს ვიღლები ძაან,
სულს აღარ ძალუძს უფრთოდ სიცოცხლე;
არც შემოდგომა აღარ მახარებს,
არც დანისლული ხეთასიმაგრე.

ჩამქრალ თვალებში ისვენებს ისევ
ჩამქრალი ზმანება ნაზი ამბორის;
სურათში ისევ თბილად აბოდებს
ცივი, უხეში თიხის კოცონი.

მე აღარ ვმალავ წუხილს სიცოცხლის,
აღარც დროს ვუხდი ხარკს და ბეგარას;
თავისუფლებით ვარ შემუსვრილი,
თავისუფლებით ვარ მე შემკული.

იცი, ბოლო დროს ვიღლები ძაან,
სულს აღარ ძალუძს უფრთოდ სიცოცხლე;
თავისუფლებაც აღარ მახარებს,
უფრთოდ დარჩენილი მე, ხეთა ჯალათს.

არც შემოდგომის ფოთლები მცვივა,
და არც დანისლულ ხეებს მივყვები;
იცი, ბოლო დროს ვიღლები ძაან
და ისტორიებს ვნებებში ვმალავ,

თუმცა დროს ისევ მოსწყურდა ომი,
ხელახლა იკრებს ღონეს და ძალას,
თავისუფლებით ვარ შემუსვრილი
და არც დროს ვუხდი ხარკს და ბეგარას.

იცი, ბოლო დროს ვიღლები ძაან,
სულს აღარ ძალუძს ჩემი სიცოცხლე,
აღარ მახარებს არც შემოდგომა
და არც დანისლულ ხეთასიმაგრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები