 | ავტორი: N O D O ჟანრი: პოეზია 13 დეკემბერი, 2010 |
კედელზე, სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ დარჩა ჩარჩოების ნაკვალევი, ვუყურებ გულდაწყვეტით. დრო გადის, ვიხსენებ ბავშვობას. ჩემს სახლში კედელზე ყოველთვის, დუიმებჩაგდებით ეკიდა სურათები...
მამაჩემი ფოტოგრაფია. ყოველთვის მახვილი თვალი ჰქონდა, ხელი არასდროს უკანკალებდა. როცა ვაკვირდები, კედელზე მტვრის ჩარჩოებს, ვხვდები, რომ უკვე გავიზარდე, რომ უკვე მე ვარ მამაჩემი, რომ მე უნდა გავაგრძელო კედლის შევსება.
გული მწყდებოდა იმაზე, რომ ბოლო ფოტოები გადღაბნილი იყო, (ექიმის დასკვნა - ასაკს კანტუზია მოჰყვება ხოლმე), ცრემლი გამიჩერდა, იქ სადაც წყალი გადადის ჩვეულებრივ.
კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ დარჩა ჩემი თითების ნაკვალევი, ვერშეულეველი ფოტოები, რომლებიც წამლის გამო ხურდებში გავყიდე.
ახლა ჩემი ობიექტივი მამის ხელებს უყურებს, კადრი იდღაბნება (ისე კანკალებს მამაჩემის ხელები), ბოლოჯერ ამომხედა და გამიღიმა, მას შემდეგ მამაჩეს ხელები წაერთვა, მერე სმენა, მხედველობა... ბოლოს დედამიწას წაერთვა და დედამიწას მივაბარე.
კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძAლიან მგრძნობიარე და განცდადი ლექსია ძAლიან მგრძნობიარე და განცდადი ლექსია
6. sad viyavi aqamde? :) umagresi naweria da 5 chemgan :) sad viyavi aqamde? :) umagresi naweria da 5 chemgan :)
5. კი, საინტერესოა! კი, საინტერესოა!
4. კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
ძალიან კარგადაა ემოცია მოტანილი. :) კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
ძალიან კარგადაა ემოცია მოტანილი. :)
3. ახლა ჩემი ობიექტივი მამის ხელებს უყურებს, კადრი იდღაბნება (ისე კანკალებს მამაჩემის ხელები), ბოლოჯერ ამომხედა და გამიღიმა, მას შემდეგ მამაჩეს ხელები წაერთვა, მერე სმენა, მხედველობა... ბოლოს დედამიწას წაერთვა და დედამიწას მივაბარე.
კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
ლექსი მტკივნეული ემოციით! 555! ახლა ჩემი ობიექტივი მამის ხელებს უყურებს, კადრი იდღაბნება (ისე კანკალებს მამაჩემის ხელები), ბოლოჯერ ამომხედა და გამიღიმა, მას შემდეგ მამაჩეს ხელები წაერთვა, მერე სმენა, მხედველობა... ბოლოს დედამიწას წაერთვა და დედამიწას მივაბარე.
კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
ლექსი მტკივნეული ემოციით! 555!
2. მას შემდეგ მამაჩეს - ჩასასწორებელია ალბათ :)
ნაწერი საინტერესოა,განცდადი მას შემდეგ მამაჩეს - ჩასასწორებელია ალბათ :)
ნაწერი საინტერესოა,განცდადი
1. კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
საინტერესო ნაწერია, ნოდო კედელზე სადაც სურათები ეკიდა ადრე, იქ მხოლოდ მამაჩემის დაკოჟრილი ხელების ფოტო ჰკიდია...
საინტერესო ნაწერია, ნოდო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|