ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


დუმილი მაცადე

შენ ფიქრობ, დამჩემდა მოწყენა,
არადა უბრალოდ აცივდა,
ჩიტები მიდიან ორწყებად,
მე დავრჩი, დუმილი მაცვია.
ვიფშვნეტ ამ გაყინულ თითებში
ფიქრებს ან ქალაქის პეიზაჟს,
თუ გინდა მიამბე მითები,
მითები, რომელიც გესიზმრა.
მოგისმენ, მანამდე თენება
ხელებით მოახრჩობს ღამისფერს,
ხმელ ფოთლებს, ქარი რომ ერევა,
დილამდე ფეხებთან დამიფენს
და მერე ვიაროთ მარტივად,
ქალაქის ჩიტებით დაცლამდე,
მე დუმილს მოვიცვამ, აცივდა,
შენ, მხოლოდ დუმილი მაცადე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები