 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 18 დეკემბერი, 2010 |
ფერადი ფურცლები ცაში, წყვდიადი ღამის. წვიმის წვეთები ქარში, ჭრიალი კარის. სანთლის შუქი და სიზმარი ცხადში, სინათლის ღამის...
უსყვარულოდ დაღლილი ქარი, სიტყვების წვიმის. უშემოდგომოდ დარჩენილის, ტირილი ქალის. გოდების ღამე და ცრემლები ზღვაში, დაღლილი მთვარის.
სიცარიელის მორევი ქარში, წვეთები წვიმის. მოთეთრო ცრემლები თვალის, ან უკვე თოვლის. უსიყვარულოდ დაღლილი ქარის, სინათლის ღამის...
უშემოდგომოდ დარჩენილის სანთლის შუქი და სიზმარი ცხადში. უსიყვარულოდ დაღლილი ქარი, გოდების ღამე და ცრემლები ზღვაში, დაღლილი მთვარის, ფერადი ფურცლები ცაში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მეოთხედ:) აქ იყოს.555 მეოთხედ:) აქ იყოს.555
3. უბრალოება და სისადავე მომხიბლელია! 5 უბრალოება და სისადავე მომხიბლელია! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|