ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2010


(მოასვენებენ პოეზიას...)

მოასვენებენ პოეზიას
სტრიქონთა გროვას,
ურითმო სიტყვებს დასჩენია
ღალატის კვალი.
დაუსრულებლად მიუყვება
გზას პროცესია
შორით გაისმის განწირული
კივილი ქალის.

მოასვენებენ პოეზიას
ჩუმ სიყრუეში,
ზეცით გაისმის მენდელსონის
სამგლოვიარო.
ღვთიურ ტალატანს მიუყვება
ლექსთა კრებული,
თუმც მე არ ძალმიძს ეს ღვთიური
გზა გავიარო.

გამოასვენეს პოეზია
დადუმდა ხალხი,
ჩამოწოლილა საშინელი
ბურუსი თითქოს,
და დედამიწას გადაეკრა
ვარსკვლავთა თალხი
და ჯოჯოხეთში გამომთვრალი
სიკვდილი მიხმობს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები