 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 28 დეკემბერი, 2010 |
აქ არ მღერიან - ისვრიან სიტყვებს, სულაც არ უყვართ და დასცინიან, ლექსებს სიჩუმის ფასად ყიდიან, სიყვარულს ჩუქნიან სიცარიელეს. მთვარით იწყებენ ლოცვის დასასრულს, ფიქრებში ხვდებიან სიზმრის დასასრულს, თუმც დასცინიან თითოეულ ჩვენთაგანს და ზურგში სცემენ ერთმანეთს დანას. სისხლით იღებებება ფერადი კედლები, აქ სურათებსაც წითელი ფერი აქვთ. სიზმრიდან მოსულებს ტაშით ხვდებიან და რეალობას ზურგიდან ელიან. აქ არ მღერიან - ისვრიან სიტყვებს, სულაც არ უყვართ და დასცინიან, სიზმრიდან მოსულებს ტაშით ხვდებიან და ზურგში სცემენ ერთმანეთს დანას. აქ ვერ ისწავლეს რომ სულ ერთია, მთვარეც, ვარსკვლავიც, ქარიც და წვიმაც, აქ ვერ ისწავლეს რომ გულის კარებს არ აქვს არც რკინა და არც სიმაგრე... აქ არ მღერიან - ისვრიან სიტყვებს, და რეალობას ზურგიდან ელიან, აქ სულერთია სიცოცხლეც, მიწაც რადგან ერთმანეთს ესვრიან ტყვიას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "და რეალობას ზურგიდან ელიან" აი ეს იყო ცოტათი საინტერესო.
დანარჩენი ჩემთვის პოეზია არაა.
"და რეალობას ზურგიდან ელიან" აი ეს იყო ცოტათი საინტერესო.
დანარჩენი ჩემთვის პოეზია არაა.
1. შინაარსი მაართლა ძალიან მომეწონა... ლექსი ცოტა გარეპილივით მეჩვენა და... რა ვიცი... პოეზიაში ჩემზე კომპეტენტურები იტყვიან, ალბათ, უკეთ... +4 შინაარსი მაართლა ძალიან მომეწონა... ლექსი ცოტა გარეპილივით მეჩვენა და... რა ვიცი... პოეზიაში ჩემზე კომპეტენტურები იტყვიან, ალბათ, უკეთ... +4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|