ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2010


უწყვეტელი კადრი

დადგა პირაღმა დედამიწა დეკემბრის თვეში,
როცა ზეციდან გათოვდება უკვე ამრეზად,
ორივე ხელით გაწვდენილი - ღრუბელთა პეშვი
შილიფად ჩაცმულ კვიპაროსსაც, ისე მობეზრდა -

როგორც მე - დილით ადგომა და დრო არის უკვე
ვაჯობო თავს და თაფლიანი - ქიშმიშის კექსი
ყავასთან ერთად მივირთვა და შემდეგ ჩავუყვე
ნაფაზ-ნაფაზად ავტობუსს და ფიქრების ხვნეშით -

კაშნე მოვირგო... უმეტესად გრილი პროფილით
შემდეგ გადავჭრა ნახევარზე ასფალტი შინდის...
(გზად გავლებული წყვეტილები - თეთრად მოყრილი
პოეტის ბედს ჰგავს უწყვეტელი რიტმით, რომ მიდის,)

და... გაჩერდება, როცა გული - სულთან ზიარობს
პ ო ე ზ ი ა ა! (დაინახეთ ეს კადრი ასე)
ის შუალედი სხივს, რომ წყვეტს და ამინდში აპობს
ცრუ გადარჩენას პოეტის და ბოჰემურ განცდებს  -

რომ ჰგავს არავის, არც ფიზიკოს! თუმცა ჯანდაბას
ხშირად გამხდარა სტრიქონებში ექიმის ექო
და იმ გზას მაინც არ სცილდება, როცა დარაბა
მისთვის ზეცაში არსებობს და - მაინც არ ეყო...

დედამიწა და ზამთარია, დაზამთდა დრო და
ნაქსოვ პულოვერს ააწყვიტე, აწყვიტე ღილი
მკერდის მხარეს და დააკერე პირველ ნახევარ
ასფალტის გზას და ნახევარს კი,  როცა მოიცლი -

ზეცაში მაღლა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები