ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2011


ჰელადოს..

მინდა ღამით ვარსკვლავებს, შენი მზერა ელაგოს
და ცას შენი სხეული თავის მკერდზე ეწვინოს,
ზღვას ტალღებით ნაპირზე, წაუშილა "ჰელადოს"
და მეც მიწევს ეს ლექსი, ზეცას მსხვერპლად შევწირო.

მინდა ხეებს ტოტებზე თეთრ ფოთლებად შენ ესვა
და გიყურო ყოველ დღე, ჩემი სახლის ფანჯრიდან
ზეცას მკერდზე ღილები სათითაოდ შეეხსნა
და ვგრძნობ მასთან სიშორეს, მტკივა ჰოდა, არ მინდა.

ვიღლები და ვეღარ ვგრძნობ, თავს უმეტეს ნაწილად
მარტო ყოფნა მინდა, რომ რვეულებად მელაგოს
და ვარსკვლავის ცრემლებად, დედამიწა გაწვიმდა
აქ წვიმაში გამოჩნდა ზღვის ტალღებზე "ჰელადოს"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები