ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


ახალი წელი

ცა, თბილისის თავზე კვლავაც, ისევ იისფერია,
ძველი წელი მიბრძანდება, რა უმალ მიილია!
თოვლის ფიფქი ტანგოს ცეკვავს აჯანყებულ ნოტებზე,
ქარი ნანას მომიმღერებს მე, შექსპირის სონეტზე.

აი, უკვე ფანტელები მოწყვეტილი ანკესით, 
სახეს მიწვავს ამბორით და უნაზესი ალერსით,
თოვლის პაპა დაგვირიგებს მონატრებულ საჩუქრებს,
ზამთარი კი, თოვლის ფიფქთა პაწაწინა ქარბუქებს.

შობასა და ახალ წელზე მოთოვებას გისურვებთ,
თოვლის ბებო და მე ერთად, ვალსს ერთ ტაქტში ვასრულებთ,
მალე სტუმრად გვეწვევიან ფიფქია და ჯუჯები,
მათაც ტოლად ვეთამაშოდ, ავამტვეროდ ქუჩები.

მთავარია რომ უდროოდ არ მოთოვოს გულებში,
ნეტარება დაგვენახოს თოვლის ფიფქთა ქულებში,
თორემ წამში გაიელვებს დაჩენილი ცხოვრება,
სხვა ცხოვრება საგუნდაო, არსად მოგვეპოვება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს