ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალო
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2011


ქუჩაში

ქუჩაში გასულს მეკვეთა ქარი -
მიირწეოდა ლამაზი ქალი,
მწყობრად ადგამდა ჩამოსხმულ ფეხებს
და ჟრუანტელი უვლიდათ ვერხვებს.

შეჩერდა სუნთქვა, შეჩერდა ქუჩაც
და ვაჟთა ოხვრას ბოლო არ უჩანს,
ბევრმა ინატრა იმ წუთას ღვინო,
ბევრმა ინატრა იმ წუთას მტკვარი...

ის კი ასეთი კოხტა და ლაღი
მიაბიჯებდა ვით ამორძალი,
ქუჩაში ისევ დაქროდა ქარი,,,

თეა ხალვაში
  ბათუმი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები