ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2011


თოვდეს

ახალ წელს უსათუოდ მოთოვს,
ცა - ღრუბლებს მჭიდებივით დაცლის,
არხევს ნაძვს, ნათურებით მორთულს-
ზამთარი, მშობელივით მკაცრი.

შენ როცა მშვიდი ძილით გძინავს
მე სიზმრებს სამოსივით გირჩევ,
გარეთ კი ბეჭედივით ბზინავს
თოვლი და თვალს ჭრის ნაძვზე-გირჩებს.

მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს,
ხარ, ცაზე გაელვების მსგავსი,
თოვლი კი ისე აკრავს ბინას
ჩვენსას...
ვით დედამიწას - გარსი.

ახალ წელს უსათუოდ მოვალ,
მანამ კი რაც არ უნდა მოხდეს,
ოღონდ ცამ არ შეწყვიტოს თოვა
და თოვდეს...
უსასრულოდ თოვდეს.
                                                                2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს