 | ავტორი: ნათია გაბინაშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 იანვარი, 2011 |
1950 წლის ნოემბერი იყო.ხეებს აქა იქ შერჩენოდა თითო ოროლა ფოთოლი.მე მივიხედ-მოვიხედე,იქვე სამარშუტო ტაქსი დავინახე და ხელი დავუქნიე.როდესაც აზრზე მოვედი და მივხვდი,ჩემს სანუკვარ ოცნებას ვისრულებდი,უკვე კარგად მოვშორებოდი მცხეთას. რამდენიმე საათში თბილისის ცენტრალურ ქუჩას მივუყვებოდი.ეს პირველი დღე იყო ჩემი თბილისში სწავლის დაწყებისა.მდინარე "მტკვრის" სანაპიროს ვუყურებდი,როდესაც შევნიშნე მოხუცი კაცი,ხელში ფურცლებით.მისი მზერა სადღაც უკუნეთში იკარგებოდა,თითქოს მთელი ქვეყნის სატკივარს მასზე გადაევლოს.მე უფრო დამაინტერესდა ეს ბერიკაცი და მასთან მიახლოვება დავაპირე.ბინდბუნდში გვიანღა გავარჩიე, რომ ეს უხეში ნაკვთები სადღაც მენახა. უცებ სიხარულისგან აღმომხდა:"გალაკტიონი"... და წიგნები ხელიდან გამივარდა.მას თითქოს არც გაეგონოს ჩემი ხმა,ისე გაუყვა ნაპირს.მასში დავინახე თავისებური,მარტოხელა და განსხვავებული ადამიანი.გალაკტიონის საქციელი თავიდან გულზე მომხვდა და გული ძალიან მეტკინა,მაგრამ შემდეგ მივხვდი,რომ სწორედ მის ასეთ ხასიათში ვხედავდი ორიგინალურობას,რაღაც იდუმალებას.ამ დღეს ფიქრები არ მომშორებია,დილით აივანზე გავედი და გაოცებისგან ლამის იქვე ჩავიკეცე.ის მოხუცი,რომელიც წინა დღეს ვნახე,ვერხვის ქვეშ იდგა და თითქოს ელოდა ჩემგან რაიმე ქმედებას.მე კი გაუნძრევლად ვიდექი.ვერც კი გავიგე,როგორ მოვხვდი გალაკტიონის გვერდით,მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს,როდესაც მისი სახლის ზღურბლს გადავაბიჯე.მან სკამისკენ მიმითითა,შემდეგ თავისი მოძველებული ჩემოდანი გამოიღო და იქიდან ორი სიფრიფანა ფურცელი გამოაცურა.შემდეგ დაიწყო კითხვა და მეც თითქოს გულზე ხელი მიაბჯინესო,შიგნით სიღრმეში რაღაც ჩამწყდა. _წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია... ჩაამთავრა ეს სიტყვები და მეც ქვითინი ამიტყდა.მას არც უცდია ჩემი შეჩერება,მხოლოდ რამდენიმე წუთში შემომხედა და მითხრა: _რატომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა!? მე ენა დამება,სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.ჩემ და უნებურად დავიწყე საუბარი: _რატომ?რატომ არის თქვენს ლექსებში ამდენი ნაღველი და სევდა? მას მწარედ ჩაეცინა,შემდეგ წვერზე ხელი მოისვა და მითხრა: _მე ხომ სრულას ლაპარაკი არ ვიცი?..ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის,ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მე მივხვდი,მას არ უნდოდა ამ თემაზე ჩემთან საუბარი და ამის დასაფარად ქარაგმებს იყენებდა.იქნებ ეს ყველაფერი არც იყო საჭირო? ... იგი ყოვლის შემძლეა როდესაც კალამს და ფურცელს ოღებს და ყოვლად უსუსური როდესაც მას შორდება... ის,რომ მე მესაუბრებოდა თითქოს სხვაგან იყო და ეს სხვაგან იყო,სავანე,რომელიც მე მტკვრის ნაპირას მოხუცის თვალებში ამოვიკითხე. რამდენიმე წლის შემდეგ,ქალაქში გავარდა ხმა,რომგალაკტიონი დაიღუპა.მან თავი მოიკლა... ადამიანმა ვისაც მე ჩემს საყვარელ მწერლად ვთვლიდი და ის ახლაც ცოცხლობს ჩემს გულში.ადამიანი ვისიც მე უსიტყვოდ მესმოდა და იმ დღის შემდეგ,რაც მას პირველად შევხვდი,აღარ მიცდია რამე მეკითხა ამ დიდებული მწერლისთვის... გალაკტიონი იყო ადამიანი და იქნება მარადისობამდე,რომლის შემოქმედებაც ჩემში ყოველგვარ კითხვას ხდის ფარდას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. 1950 წელს აააააააააააააარ დადიოდნენ სამარშრუტო ტაქსებიიიიიიიიიიიიი მცხეთიდან თბილისამდეც რამდენიმე საათის სავალი არ არიიიიიიიიიიიიის წიგნების ხელიდან ჩამოცვენა (ვარდნა-ცვენა) რომელი სერიალიდან გადაიღეეეეეეეეეეეე გვაბოლეეეეეეეეებ? 1950 წელს აააააააააააააარ დადიოდნენ სამარშრუტო ტაქსებიიიიიიიიიიიიი მცხეთიდან თბილისამდეც რამდენიმე საათის სავალი არ არიიიიიიიიიიიიის წიგნების ხელიდან ჩამოცვენა (ვარდნა-ცვენა) რომელი სერიალიდან გადაიღეეეეეეეეეეეე გვაბოლეეეეეეეეებ?
8. მადლობა შენც გილოცაავ...:-) მადლობა შენც გილოცაავ...:-)
7. წინსვლას გისურვებ!!! გაინვლილ დღესასწაულებს გილოცავ!!! გაიხარე შენა!!! წინსვლას გისურვებ!!! გაინვლილ დღესასწაულებს გილოცავ!!! გაიხარე შენა!!!
6. გეთანხმებით მაგრამ სხვა ჟანრის ნაწარმოები არ ფასდება სამწუხაროდ..:(კარგი იქნება,რომ ფასდებოდეს... გეთანხმებით მაგრამ სხვა ჟანრის ნაწარმოები არ ფასდება სამწუხაროდ..:(კარგი იქნება,რომ ფასდებოდეს...
5. ამ ჟანრში ვერ აღვიქვი, წარმატებას გისურვებ! ამ ჟანრში ვერ აღვიქვი, წარმატებას გისურვებ!
4. :):) კარგია++ :):) კარგია++
3. madloba.gaixaret...es chemi poeziis pirveli nabijebia da tan dzalian tkbili...:-) madloba.gaixaret...es chemi poeziis pirveli nabijebia da tan dzalian tkbili...:-)
2. ნათიი კარგი გოგო ხარრ ...
იმედი მაქ რომ შენს სხვა ნაწერებსაც დადებ ... მომწონს შენი ნაწერები :* ნათიი კარგი გოგო ხარრ ...
იმედი მაქ რომ შენს სხვა ნაწერებსაც დადებ ... მომწონს შენი ნაწერები :*
1. საინტერესოა. 5!
გალაკტიონის ''მთაწმინდის მთვარე'' გამახსენდა ახლა:
''ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული''.
ერთხელ გალაკტიონმა ერთი მშვენიერი მანდილოსანი გააჩერა ქუჩაში და ასეთი რამე უთხრა: ''ტყუილი იცი?!'' გოგონა უცებ დაიბნა, არ მოელოდა ასეთ შეკითხვას... არაუშავს, თუ არ იცი, ცხოვრება გასწავლისო, უთხრა გალაკტიონმა. აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა და კიდევ რამდენიმე პიროვნებამ გალაკტიონთან სურათი გადაიღეს. სურათის გადაღების შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის პირველმა პრეზიდენტმა თავის მეგობრებს უთხრა, რომ ჩვენ ახლა გალაკტიონთან სურათის გადაღებით, უკვდავებას ვეზიარეთო. :)
''როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი''. საინტერესოა. 5!
გალაკტიონის ``მთაწმინდის მთვარე`` გამახსენდა ახლა:
``ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული``.
ერთხელ გალაკტიონმა ერთი მშვენიერი მანდილოსანი გააჩერა ქუჩაში და ასეთი რამე უთხრა: ``ტყუილი იცი?!`` გოგონა უცებ დაიბნა, არ მოელოდა ასეთ შეკითხვას... არაუშავს, თუ არ იცი, ცხოვრება გასწავლისო, უთხრა გალაკტიონმა. აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა და კიდევ რამდენიმე პიროვნებამ გალაკტიონთან სურათი გადაიღეს. სურათის გადაღების შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის პირველმა პრეზიდენტმა თავის მეგობრებს უთხრა, რომ ჩვენ ახლა გალაკტიონთან სურათის გადაღებით, უკვდავებას ვეზიარეთო. :)
``როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი``.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|