ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ.დ.
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2011


სიცოცხლესთან დუელი

გაუცხოება საკუთარ თავთან
სიცოცხლეს ვიწვევ ცალხმრივ დუელში
უსეკუნდანტოდ დარჩენილს ისევ
უიარაღოდ მიწევს  თარეში.

ჩემს ყოველ ნაბიჯს მოზომილს ფრთხილად
ატყვია ისევ სიკვდილის შიში
ერთი წამიც და თოფის ლულიდან
სიცოცხლე ცხელ-ცხელ ტყვიებს დამიშენს.

წამი წუთებად მიიზლაზნება
დრო წინ მიიწევს ნელი ნაბიჯით
უკანასკნელი ტყვია და აწი
სიცოცხლე ურცხვად გულ-მკერდს გამიგლეჯს.

და გავუყვები მე ძველებურად
მზისკენ მიმავალ მორიგ ბილიკებს,
ბნელეთში ჩუმად დაბუდებული
სიკვდილი კვლავაც ჩემზე ქილიკობს.

და გაუმართავთ ისევ ქვესკნელში
აღვირახსნილებს სულთა ორგია,
თუმც ჯოჯოხეთი, გადატენილი,
უსულოების დიდი მორგია.

გაუცხოება საკუთარ თავთან
სიცოცხლეს ვიწვევ ცალხმრივ დუელში
უსეკუნდანტოდ დარჩენილს ისევ
უიარაღოდ მიწევს  თარეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები