ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 აგვისტო, 2008


,,მიზანი,დებორა?'' ანუ გაგრძელება თემისა ;;ტანკში სექსი''

ვპასუხობ  ,,ნიკის'',კითხვაზე:,,მიზანი დებორა?''
1.ჯერ აუცილებელი განმარტება,რომელიც საგანგებოდ შემოვინახე,რათა უშუალოდ ტექსტთან მისვლაში ხელი არ შემეშალა მკითხველისათვის.ლექსი,რომელიც  აქ არის განხილული,ორიოდე დღის წინ ,,ლიტერატურა.გე,,-ს  პორტალზე დაიდო.მე მინუს სამით შევაფასე,უკომენტაროდ.
      ასე ძალზე იშვიათად ვიქცევი,რადგანაც მჯერა,ნებისმიერ  ავტორს უპირველესად აინტერესებს,რას ფიქრობენ მის ლექსზე. მით უფრო    უარყოფითად შეფასების შემთხვევაში,
      ამას მოჰყვა უამრავი წერილი,პირადი შეტყობინებითა თუ ი-მეილით გამოგზავნილი.ზოგი მათგანის ავტორი ,უბრალოდ ,დაინტერესებული იყო    ჩემი აზრით.უმრავლესობა,ძირითადად უცნობები,მსაყვედურობდნენ,რომ მე ძალიან კომფორტული ცხოვრება მოვიწყვე  ლიტერატურულ საიტებზე,კარგ პიარს ვიკეთებ იმით,რომ ცუდზე არაფერს ვლაპარაკობ,თავს ვარიდებ,უნიჭოები კი ცამდე ამყავს ქებით.იყვნენ ისეთებიც,რომელნიც მწერდნენ,რომ  საერთოდ,ეჭვი ეპარებათ ჩემს პროფესიულ კეთილსინდისიერებაში და დონეშიც კი...
რომ მე უბრალოდ არ შემიძლია,გავარჩიო ეს ლექსი და ვთქვა,კარგია თუ ცუდი.
    ამასობაში ლექსი პორტალიდან გადაიტანეს ფორუმის თემაში''მარგალიტები პორტალიდან'',სადაც დიდი კამათი გამოიწვია.
    კითხვა?როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი ასეთ შემთხვევაში?
    ვარიანტი 1:არ მიმექცია ყურადღება ყოველივე ამისათვის და სხვა,უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მიმეხედა.
    ვარიანტი 2:დავფიქრებულიყავი,ხომ არ იყო სიმართლის გარკვეული დოზა ჩემდამი გამოთქმულ საყვედურებში?ხომ არ ვაწბილებდი იმ ადამიანების იმედებს,რომელნიც ჩემგან ობიექტური აზრის გამოთქმას ელოდნენ? -ეს საკითხის სოციალური მხარეა.
  საკუთრივ ლიტმცოდნეობითი ასპექტით კი  უნდა გამეანალიზებინა ეს ,,ლექსად მორთმეული''ტექსტი;რამდენადაც შევძლებდი,დამესაბუთებინა მისი ავ-კარგი.
მე მეორე  გზა ვირჩიე,მიუხედავად სიძნელისა,მოუხედავად მრავალი საჩოთირო პრობლემისა...

ლიტერატურა.გე-ზე  მოთავსების შემდეგ აქაც გადმოვიტანე,რადგან მივიჩნიე,რომ ამ კონკრეტულ ,,ლექსში,, თანამედროვე  პოეზიის ერთი ზოგადი სენი ვლინდება და შესაძლოა,ვინმე დაფიქრდეს,ვიდრე  ეროტიკულ თემას ხელს მოჰკიდებდეს,რამდენი რამ უნდა იცოდეს, ცხოვრებისეული და წიგნიერი გამოცდილების რა მარაგს უნდა ფლობდეს.როგორი მაღალი ოსტატობაა აქ საჭირო.ბოლოს და ბოლოს,როგორი ზნეობა.
  ზნეობაზე ქადაგება ჩემი საქმე არ არის.ამისთვის არსებობენ სხვა კეთილშობილი ადამიანები.თუ დააკვირდებით ჩემს წერილის კომპოზიციას.შენიშნავთ,რომ იგი სავსებით სერიოზული მსჯელობით იწყება,შუა ნაწილიდან შემოდის ირონიული ნაკადი,რათა ბოლოში  სარკაზმის ზღვრამდე მივიდეს იქ,სადაც უკვე ზნეობრივი პრობლემა დგება.
    ახლა  კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ჩემი წერილი,შემდგომ გამოხმაურებანი, და შეეცადეთ მიპასუხოთ,ჩემს წერილში გამოთქმულ რომელ მოსაზრებას არ ეთანხმებით,კონკრეტულად?
....  მაგრამ ამას, ჩემო ძვირფასებო,ემოციური ამოძახილები არ ჰყოფნის. გონების მუშაობა სჭირდება.
    გამოჩნდა ამ საიტზე ვინმე ,ვისაც ეს არ ეზარება ან შეუძლია?...
      არავინ!
    აი სწორედ ამიტომ მიმაჩნია.რომ ჩემი დროისა და ენერგიის ხარჯვა აქ გაუმართლებელია.
    წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები